სხვა ერთი და იგივე სახეობის ყველაზე დიდი და პატარა 5 ცხოველი – ეს ნამდვილი სასწაულია... 9 ივნისი, 8:38 ოდესღაც ევოლუციამ გადაწყვიტა, რომ ერთი და იმავე ოჯახის ცხოველთა მრავალი სახეობა უნდა არსებობდეს. მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ბუნებამ ზოგს სასიკვდილო ეშვები და კლანჭები მისცა, ზოგს კი, რბილი და ფუმფულა თათები, როგორც ეს ვეფხვის და კატის შემთხვევაშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი, ცხოვრობს და იმით ხარობს, რაც მას ბუნებამ აჩუქა... თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგჯერ, ერთი და იგივე სახეობის ცხოველის ზომა, შეიძლება, იმდენად განსხვავდებოდეს, რომ ერთის ზომა – მეორეს ზომას, შეიძლება, რამდენჯერმე, ზოგჯერ კი, ასჯერ და ათასჯერაც კი აღემატებოდეს. აქ სწორედ, 5 მსგავს შემთხვევას წარმოგიდგენთ: ღორის დინგა ღამურა – ყველაზე პატარა ღამურაა მსოფლიოში. მისი წონა 2 გრამია, ხოლო სიგრძე – 23-33 მმ. ხელფრთიანების ყველაზე დიდი წარმომადგენელი კი – მფრინავი მელაა. მისი ფრთის შლის სიგრძე 1, 5 მეტრს აღწევს! ამ ბაყაყის (Paedophryne amauensis) სიგრძე – 7, 5 მმ–ია. ხოლო, ბინადრობის არეალი პაპუა-ახალი გვინეაა. მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაყაყის (Conraua goliath) სიგრძე კი – 34 სმ–ია, ფეხების ჩათვლით – 80 სმ. კიბორჩხალებს შორის, ყველაზე პატარა – ბარდა კიბორჩხალაა. მისი სიგრძე – 2, 5 სმ–ია. ქვედა ფოტოზე კი – მსოფლიოში ყველაზე დიდი – ქოქოსის კიბორჩხალაა. სურვილის შემთხვევაში, ის დიდ ძაღლსაც კი, მარტივად გაუმკლავდება, მაგრამ ამის საჭიროება არა აქვს, რადგან მისი საკვები ქოქოსია. ახლა კი, ყველაზე პატარა – ირუკანჯის მედუზა გაიცანით. მიუხედავად მისი ზომისა, ამ პაწიას, თავისი შხამით, 20 ადამიანის მოკვლა შეუძლია. ხოლო, ყველაზე დიდი მედუზა მსოფლიოში – გიგანტური ზომის მიუხედავად, სრულიად უსაფრთხოა. ისიც სუსხავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მომაკვდინებელი არ არის. კუებს შორის, ყველაზე პატარა პლანეტაზე – ლეოპარდის კუ არის. ხოლო, ყველაზე დიდი – ტყავიანი კუ. პირველის სიგრძე, მხოლოდ, 4 სმ–ია, ხოლო მეორეს სიგრძე კი – 3 მ–ს აღწევს. P. S. რადგან ევოლუცია ვახსენეთ და სახეობის პატარა და დიდ ცხოველებზე ვსაუბრობთ, აქვე ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი გველი, რომელიც ოდესმე, ჩვენს პლანეტაზე ყოფილა, ტიტანობოაა (Titanoboa cerrejonensis). გველის ეს სახეობა, 58–60 მლნ. წლის წინ ბინადრობდა და უკვე რა ხანია, გადაშენდა. ის წარმოუდგენლად დიდი იყო: მისი სიგრძე 15 მ–ს აღწევდა, სხეულის გარშემოწერილობა 1 მ–მდე ჰქონდა და დაახლოებით, 1, 25 ტ. იწონიდა. საბედნიეროდ, დღეს მისი ნახვა, მხოლოდ მაკეტის სახით შეგვიძლია. რაც შეეხება ყველაზე პატარა გველს, ეს ბარბადოსის ვიწროპირიანი გველია (Leptotyphlops carlae) «გველი კარლა» — გინესის წიგნში შესული, ყველაზე პატარა გველია მსოფლიოში. ის ჩვეულებრივ ჭიაყელაზე პატარაც კი არის. ზრდასრული ქვეწარმავლის სიგრძე 10 სანტიმეტრია. მისი ბინადრობის არეალი კი, მხოლოდ კუნძული ბარბადოსია. კარლა სრულიად უვნებელია და მას კბილებიც კი არა აქვს. იკვებება ტერმიტებით და სხვა პატარა ზომის მწერებით. ამჟამად, გადაშენების გზაზეა. მიზეზი კი ის არის, რომ გამრავლების პერიოდში, მხოლოდ 1 კვერცხს დებს და ბინადრობის არეალის შემცირება, რომელიც ტყეების გაჩეხის შედეგია. რაც შეეხება სახელს, გველი 2008 წელს ამერიკელმა ბიოლოგმა ბლერ ჰეჩმა აღმოაჩინა და სახელი თავისი მეუღლის კარლა ენ ჰასსის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც პროფესიით ჰერპეტოლოგია (ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ქვეწარმავლებს შეისწავლის) და ბარბადოსის ექსპედიციაში მასთან ერთად იყო. არხის სხვა სიახლეები:* როგორ იპოვეს ჰიტლერის გვამი რუსებმა და რატომ დამალეს?* სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"...* საოცარი და უჩვეულო მომენტები – მოასწრეს და ფოტოებზე აღბეჭდეს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?276 1-ს მოსწონს
|