საზოგადოებრივი სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"... 2024, 6 ივნისი, 8:38 ![]() ეს ფოტო, სავარაუდოდ, ომის დაწყების პირველ დღეს არის გადაღებული. სტალინმა გერმანიის თავდასხმის შესახებ შეიტყო და კრემლში, საგანგებო შეხვედრის მოლოდინში, ნერვიულად ეწევა. "ფოტოზე ჩანს, თუ როგორი მოღუშულია ბელადი და მას სიმწრის ცრემლი სდის თვალებიდან" – ასეთ კომენტარს უკეთებდა, ქვემოთ მოცემულ ფოტოს დასავლეთის პრესა. ეს სიმართლე იყო, თუ არა – რთული სათქმელია. სტალინი, პირად საუბრებში, ემოციებს მართლაც არ იკავებდა. თუმცა, საჯაროდ, ყოველთვის მშვიდი და აუღელვებელი იყო. იმ დღეს კი, შესაძლოა, მან ემოციების შეკავება ვერ შეძლო, რადგან გერმანიის თავდასხმა, მართლაც მოულოდნელი და მუხანათური იყო. ![]() მაგრამ, მოულოდნელი, – მხოლოდ დროის თვალსაზრისით, რადგან საბჭოთა ქვეყნის ლიდერს ესმოდა, რომ ომი გარდაუვალი იყო და მისთვის ემზადებოდა. ბელადის გარდაცვალების შემდეგ, ნ. ხრუშჩოვი ამბობდა, რომ "სტალინი არაერთხელ გააფრთხილეს, გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, კერძოდ, ამის შესახებ, ჩერჩილმა უთხრა, მაგრამ მან გაფრთხილებას არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა". მოლოტოვი (საგარეო საქმეთა მინისტრი 1937–1957 წწ.), თავის მემუარებში იხსენებს, თუ რა თქვა სტალინმა ამ საკითხზე, უკვე ომის შემდეგ: "მე არ მჭირდებოდა არანაირი გაფრთხილება. ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა. მაგრამ, კიდევ ექვსი თვის მოგებას ვფიქრობდი. მეგონა, ომის გადადება შემეძლო".
"30–იან წლებში, მძიმე მრეწველობა შევქმენით, რომლის გარეშე, გერმანიის წინააღმდეგ, უბრალოდ, შანსი არ გვქონდა. მაგრამ, ომის დაწყებამდე, უკან დახევის გზებსაც ღიად განვიხილავდით – სმოლენსკამდე, თუ პირდაპირ მოსკოვამდე, – გერმანიასთან შედარებით, იმდენად სუსტები ვიყავით. 1941 წელს, უბრალოდ, დროის მოგება გვინდოდა" – იხსენებს მოლოტოვი. თუნდაც, მეგობრობის ხელშეკრულება, 1939 წელს დადგენილი, გერმანია – სსრ კავშირის საზღვრები და ნაცისტებისთვის, ათასობით ტონა ნავთობის, ხორბლის და მასალების გაგზავნა – ყველაფერი ეს, ომის დაწყების გადავადების მიზნით იყო: ![]()
1939 წ. თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერის შემდეგ, სტალინმა საგარეო პოლიტიკა იმის გათვალისწინებით ააწყო, რომ ომი ევროპაში (ინგლისთან და საფრანგეთთან) გაჭიანურდებოდა და მინიმუმ, 3 წელს გაგრძელდებოდა. თუმცა, 1940 წ. 22 ივნისს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა — ამ მომენტიდან, სტალინი სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებდა, იმის შესახებ, რომ გერმანია საბჭოთა კავშირთან ომისთვის ემზადებოდა.
![]() არხის სხვა სიახლეები:* უცხოპლანეტელები და კაცობრიობის ცივილიზაცია* რა უწინასწარმეტყველა ბოშამ სტალინს და რატომ სვამდა ღვინოს მხოლოდ ბროლის ჭიქით?* ისტორიული ფოტოები, რომლებიც გაოცებას იწვევს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?802 2-ს მოსწონს
|