x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136092
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510370
უცხოპლანეტელები და კაცობრიობის ცივილიზაცია
image


ოფიციალურად ცნობილია, რომ კაცობრიობა არსებობის ცივილიზებულ ფორმამდე, დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინ მივიდა. სწორედ მაშინ დაიწყო პირველი კულტურული საზოგადოებების გამოჩენა და ქალაქების შექმნა, გაჩნდა სოციალური სისტემის საფუძვლები, მისი თანდაყოლილი მახასიათებლით, როგორიც არის – საქონლის წარმოება, ვაჭრობა, ძალაუფლების ცენტრალიზება...
ოცდაათი წლის წინ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დროის უფრო შორეული წარსული, მხოლოდ პრიმიტიული კომუნალური ურთიერთობებით ხასიათდებოდა. დღესდღეობით კი, სულ უფრო იზრდება მკვლევართა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ბევრად უფრო ადრეულ ეპოქაში, ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის და ატლანტიდის პერიოდამდეც კი, დედამიწაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციები უკვე არსებობდა. მეცნიერთა ერთი ნაწილი, ძველ დროში ასეთ გარღვევას, უცხოპლანეტელების ჩარევით ხსნის... ამასთან დაკავშირებით, არსებობს მატერიალური მტკიცებულებები, ხოლო უცხოპლანეტელები, უძველეს კულტურებში, ხშირად, ღმერთების როლში გვევლინებიან.


image


ეგვიპტური პირამიდები, სფინქსის ქანდაკება, მაიას პირამიდები და სტოუნჰენჯი, ასევე სხვა არტეფაქტები, მკვლევარებს მთელ რიგ კითხვებს უჩენს. ასეთი ნაგებობების მშენებლობა, თუნდაც დღევანდელი, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ძალიან პრობლემური და ძვირადღირებული ამოცანაა. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ, ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ გეომეტრიული კანონების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ უმარტივესი საზომი ხელსაწყოების არსებობაზე.


image


მიუხედავად ამისა, დღეს ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ეგვიპტის პირამიდები, არამედ, უფრო უძველესი სტრუქტურები, პერუსა და მექსიკაში იდეალურადაა გაკეთებული. დაცულია ტოპოგრაფიული პირობები და რადგან ამდენი ხნის მანძილზე ობიექტები არ ჩამოიშალა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო სერიოზული წინასწარი გათვლები ჩატარებული. ამისთვის კი, სპეციალური ოპტიკური მოწყობილობა და კოსმოსური სურათებია საჭირო – სხვა შემთხვევაში, ამ მასშტაბის ობიექტების აგება, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა.
ამასთან, მექსიკაში შემონახული მაიას პირამიდების დეტალურმა შესწავლამ, სენსაციური შედეგები გამოავლინა. მეცნიერებმა იმის დამატებითი მტკიცებულება მიიღეს, რომ უძველესი ხალხები, სხვადასხვა ღმერთების საფარქვეშ, უცხოპლანეტელებს გულისხმობდნენ. პირამიდების კედლის ბარელიეფების შესწავლისას, მათ კოსმონავტის გამოსახულება აღმოაჩინეს.


image


დღეს ე. წ. კოსმონავტის შესახებ, ორი ვერსია არსებობს — მასზე გამოსახულია უცხოპლანეტელი, რომელიც კოსმოსიდან ჩამოვიდა, ან ადგილობრივი, რომელიც გასაფრენად ემზადება. აქვე უნდა გავიხსენოთ მაიას მეფე პაკალი, რომელიც ტახტზე 615 წ. ავიდა. სწორედ მის სამარხში აღმოაჩინეს მეცნიერებმა ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულება — მაიას ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც თითქოს, სატრანსპორტო საშუალებაში ზის. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს კოსმოსური ხომალდია.

imageმეცნიერები, უძველესი ხელნაწერების და კედლებზე არსებული წარწერების თარგმნის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე, შორიდან კი არა, მეზობლად მდებარე — ვენერადან ჩამოვიდნენ. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ მაიას მიერ აშენებული, უძველესი ობსერვატორიების ჭერში არსებული ნახვრეტიდან, დაკვირვების წარმოება მხოლოდ ამ პლანეტაზე შეიძლებოდა. თუმცა, უძველესი ცივილიზაციის, ვენერასადმი ასეთი დიდი ყურადღება, შესაძლოა, მისი დედამიწასთან სიახლოვით და პლანეტის დიდი ზომითაც აიხსნას. მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება და ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ძველი ხალხები, ღმერთების საცხოვრებლად, სწორედ მას თვლიდნენ.

კვლევით იმის დადგენაც მოხერხდა, რომ რაღაც მიზეზით, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი შეწყდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ვენერაზე რაიმე სახის კატაკლიზმი მომხდარიყო...


image


ღმერთების მხარდაჭერის და კონტროლის გარეშე დარჩენილ ცივილიზაციაში დეგრადირების პროცესი დაიწყო, რისი მიზეზიც, პირველ რიგში, ბელადების (ქურუმების) რელიგიური ფანატიზმი და პატივმოყვარეობა იყო. შედეგად, XVI ს–ში, მაია ვერაფრით დაუპირისპირდა ევროპელების ცეცხლსასროლ იარაღს და კოლონიზებულები იყვნენ.
imageმსგავსი სცენარის აღმოჩენა, სხვა უძველესი ცივილიზაციების განვითარების ისტორიაშიც შეიძლება. თუნდაც, იგივე ძველ ეგვიპტეში. განსაკუთრებული ცოდნის და ტექნოლოგიების მფლობელი, ეპოქალური ნაგებობების შემქმნელი ცივილიზაცია, — რომმა დაიმორჩილა. ასეთი დაცემა, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მისი მფარველი ღმერთები, სინამდვილეში, უცხოპლანეტელები იყვნენ და ისევე როგორც მაიას შემთხვევაში, რაღაც მიზეზის გამო, გაქრნენ...

ოდესღაც ითვლებოდა, რომ დედამიწამ, თავისი საიდუმლოებები, მთლიანად გაუმხილა კაცობრიობას. თუმცა, კვლევითი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს ასე არ არის... და არც ის არის გამორიცხული, რომ 10 ათასი წელი, ბოლო ზღვარი არ იყოს, რადგან შუმერული და სხვა უძველესი ცივილიზაციების ნამოსახლარების გათხრები გრძელდება. ხოლო, ელექტრომაგნიტური მოწყობილობების დახმარებით, კიდევ უფრო უძველესი ისტორიული ფენების აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი უძველესი ცივილიზაციის საკითხი, ჯერ–ჯერობით, ღიად რჩება.



image

არხის სხვა სიახლეები:


* რა უწინასწარმეტყველა ბოშამ სტალინს და რატომ სვამდა ღვინოს მხოლოდ ბროლის ჭიქით?

* ისტორიული ფოტოები, რომლებიც გაოცებას იწვევს

* რა ბედი ეწია სტალინის შვილს, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ? – რეალური ისტორია

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
605
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0