საზოგადოებრივი ელ–ტოროს არტიფაქტები — აცტლანის ცივილიზაციის კვალი 2021, 17 აგვისტო, 10:01 მოყვარულმა არქეოლოგებმა ელ–ტოროს (ქ. Ojuelos–იდან 5 კმ–ს დაშორებით, ხალიკოს შტატი, მექსიკა) ყორღანებზე, საოცარი არტიფაქტები აღმოაჩინეს, რომლის მიკუთვნება ტრადიციული ისტორიისთვის არ შეიძლება და ამიტომ, ის ფალსიფიკაციად და გამოუსადეგარ არტიფაქტად მიიჩნიეს. ყველა ფაქტი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ ეს აღმოჩენა აცტლანების ცივილიზაციის არსებობის მტკიცებულებას წარმოადგენს. ამის დაჯერება რთულია, თუმცა ფაქტები, საკუთარ თავზე, თავადვე მეტყველებენ. ხოლო აღმოჩენამ, რომლის ასაკი 25 ათას წელს აღემატება, შეუძლია ბევრ ისტორიულ საიდუმლოს შუქი მოჰფინოს. კვლევის შედეგად, შეიძლება, ისიც გავიგოთ, თუ ვინ სტუმრობდა ჩვენს პლანეტას წარსულში. აღმოჩენის ადგილი ელ–ტოროში, ადგილობრივი მოსახლეობა, ძვლით და ქვით გაკეთებულ, უჩვეულო არტიფაქტებს, ჯერ კიდევ, 60–80 წლის წინ პოულობდა. ყველაზე საოცარი კი, — არტიფაქტებზე დატანილი გამოსახულებები იყო. ელ–ტოროს არტიფაქტებზე სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლების და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ნახვაც კი შეიძლება. ხოლო, ასეთი ფანტასტიკური მოტივები, არაფრით არ შეესაბამება თანამედროვე მეცნიერების ხედვას. აცტლანი — მითი, თუ რეალობა? მართალია, ჯერ–ჯერობით, აღმოჩენილი არტიფაქტები ინდიელთა კულტურისთვის არ მიუკუთვნებიათ. თუმცა, არსებობს აზრი, რომ არტიფაქტები ინდიელების უძველესი მითიური ქვეყანიდან არის. ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, რთულია, რადგან ამ მიმართულებით, ოფიციალური კვლევა არ მიმდინარეობს. ხოლო, იქ ჩასვლა დაინტერესებული პირისთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადვილი არ არის. ხელოვნური გამოქვაბული, რომელშიც აღნიშნული არტიფაქტები აღმოაჩინეს, მიწის ზედაპირს ძალიან ვიწრო გვირაბებით უკავშირდება, რომელთა უმრავლესობა დანგრეულია. აქამდე აღმოჩენილი ყველა არტიფაქტი არასქნქცირებული გათხრების შედეგად არის მოპოვებული. არტიფაქტების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. თუმცა, ადგილობრივების თქმით, 3–5 ათასამდე უნდა იყოს. ხოლო, წინასწარი კვლევის შედეგები, შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: არტიფაქტების უმრავლესობის ასაკი 2–4 ათასი წელია. თუმცა, ზოგიერთი მათგანის ასაკი 15–დან – 25 ათას წლამდე ვარირებს, რაც ექსპერტებს ძალიან აკვირვებს. საინტერესოა, რომ «უცხოპლანეტელებთან კონტაქტების» გარდა, არტიფაქტებზე რთული სამედიცინო პროცედურების და ოპერაციების ჩანახატების ნახვაც შეიძლება. სავარაუდოდ, ძველი ინდიელების მედიცინის დონე, თანამედროვე მედიცინას არ ჩამოუვარდებოდა და იქნებ, უკეთესიც კი იყო... 2010 წ. სიმართლის დადგენა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს. მათ ის არტიფაქტები შეისწავლეს, რომელზეც ვარსკვლავების რუკები იყო დახატული. მათ მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე ალფა კენტავრიდან ჩამოდიოდნენ... და ამ თანავარსკვლავედში, მეცნიერებმა ეგზოპლანეტა მხოლოდ 2016 წელს აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის დადასტურება მოხა, ოფიციალური მეცნიერების წარმომადგენლები მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არტიფაქტები ფალსიფიცირებულია და კვლევის დაწყებას არ აპირებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კი, მათ აღიარებას ელოდება, რომ მოპოვებული არტიფაქტები, მუზეუმებში სარფიანად ჩააბარონ ან აუქციონებზე გაყიდონ. არტიფაქტების ნაწილი კი, უკვე კერძო კოლექციებში ინახება. დასკვნის ნაცვლად ინდიელების ძველ ლეგენდებში, ხშირად არის ნახსენები აცტლანი – ქვეყანა, რომელსაც ისტორიკოსები ინდიელების სამშობლოდ თვლიან. სავარაუდოდ, მათ საკუთარი იმპერია, უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემდეგ შექმნეს. მათი წყალობით, ინდიელებმა ასტრონომიაში და მედიცინაში მიიღეს ცოდნა, ისწავლეს საიუველირო ნაკეთობების შექმნა და ა. შ. – ჩვენთვის ხომ, ბევრი რამ დღემდე უცნობია! როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი არტიფაქტის ასაკი 25 ათასი წელია და შესაძლებელია, აცტლანები მართლაც არსებობდნენ და ვიდრე აცტეკები მეხიკოს ველზე დამკვიდრდებოდნენ და საკუთარ იმპერიას შექმნიდნენ, უკვე ჰქონდათ ქვეყანაც და იმპერიაც, რომლის დატოვების შემდეგ, არტიფაქტები თან წაიღეს და უსაფრთხოების მიზნით, გამოქვაბულში შეინახეს. ხოლო, დღეს, მეცნიერები ამ არტიფაქტებს შესწავლაზე უარს ამბობენ... არხის სხვა სიახლეები:1. ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში 4. «ბუნებით ჯადოქრები» – ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლსაც ზებუნებრივი შესაძლებლობები გააჩნია 5. ყველაზე უმთავრესი ცხოვრებაში
528 4-ს მოსწონს
|