x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნახევრადძვირფასი ქვების მაგია – გაიგეთ რომელს რა შეუძლია
image


ამ სამყაროში, ბუნებრივ და საკმაოდ ჩვეულებრივი საგანებს, უჩვეულო შედეგები გამოწვევა შეუძლიათ... და ქვები ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამკაული. თავად განსაჯეთ – იმისათვის, რომ დედამიწის წიაღში, ეს კრისტალები ჩამოყალიბებულიყო, არაერთი ათასი და ზოგიერთ შემთხვევაში, მილიონი წელიც კი იყო საჭირო!

ყველა ტიპის კრისტალს აქვს თავისი, უნიკალური სამკურნალო და სულიერების ასამაღლებელი თვისება და ქვის შეძენის დროს, ამ თვისებების გათვალისწინება აუცილებელია.


კვარცი


image


ეს მინერალი ადამიანს ენერგიას მატებს და მის «თანმიმდევრულ» აზროვნებას უწყობს ხელს. სხეულს ნეგატიური ენერგიისგან ათავისუფლებს და ხელს უწყობს აზრების მობილიზირებას. თუ თავს დათრგუნულად და მოდუნებულად გრძნობთ, კვარცი, – საუკეთესო არჩევანია.

გარდა ამისა, კვარცი წყლის საუკეთესო ფილტრია. ხოლო ასეთი წყალი, საუკეთესო მკურნალია მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემების დაავადება აწუხებთ.

კვარცის ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის და დამშვიდება ესაჭიროება.

ყველა სახის კვარცი (მთის ბროლი, ამეთვისტო, რაუხტოპაზი, მორიონი, ციტრინი) ადამიანს ამშვიდებს, შიშს უქარწყლებს და სტრესს აძლევინებს.

ამასთან, კვარცი სივრცეს ნეგატიური ენერგიისგან ასუფთავებს.


ამეთვისტო

image


ამ ქვას ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია და სტრესის მოსახსნელად, საუკეთესო საშუალებაა. ამეთვისტო აძლიერებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს მისი მოძრაობას.

წარმოუდგენელია, მაგრამ ამ ქვით ალკოჰოლიზმის განკურნებაც შეუძლია, თუ პაციენტი ამ ქვაზე დაყენებულ წყალს დალევს.

ეს ქვა უძილობის მკურნალიც არის. იმ შემთხვევაში, თუ ის საწოლის სიახლოვეს არის, ან უფრო უკეთესი, – საწოლში დევს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ის სივრცეს ნეგატიური ენერგიისგან ასუფთავებს და ლოცვის დროს, მისი სიახლოვე (ხელში დაჭერა), ძალიან კარგ გავლენას ახდენს ადამიანზე. კერძოდ, მის სულიერ მდგომარეობაზე.


მთვარის ქვა


image


მთვარის ქვა აძლიერებს აღქმის და ინტუიციის უნარს. არეგულირებს ემოციებს, აღვივებს საკუთარი თავისადმი რწმენას.

ტიბეტურ მედიცინაში, მას ეპილეფსიის, სხვა ნერვული შეტევების სამკურნალოდ და ნერვული სისტემის გამოფიტვის დროს იყენებენ.

ეს ქვა დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც თირკმელები, ღვიძლი, კუჭი, ნაღვლის ბუშტი და საშარდე გზები აწუხებს. ასევე გამოიყენება დამბლის, შეშუპების, სეფსისის, ასთმის, ხერხემლის და ძვლის ქსოვილების დაავადების მკურნალობის დროს.

წარსულში, ზოგიერთ ხალხებში, მთვარის ქვას უფრო დიდი ფასი ჰქონდა, ვიდრე ოქროს და ის წმინდა ქვად ითვლებოდა.

უძველესი დროიდან მოყოლებული, მთვარის ქვა ორატორების და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების თილისმად ითვლეა.


ციტრინი



image


ციტრინი ხელს უწყობს თავმოყვარეობის ზრდას და საკუთარ «მე»-სთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებას უზრუნველყოფს. ის სიმდიდრეს და მატერიალურ კეთილდღეობას იზიდავს.
ასე, რომ, თუ პრობლემები გაქვთ სამუშაოზე, ეს ქვა საუკეთესო არჩევანია!
რაც შეეხება, მის მოქმედებას ორგანიზმზე: ციტრინი აუმჯობესებს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, განწყობილებას, ატონიზირებს და აძლიერებს ტვინის მოქმედებას. ეხმარება ადამიანს დეპრესიის და ქრონიკული დაღლილობის დამარცხებაში. კარგ გავლენას ახდენს მათზე, ვისაც მეტყველების დეფექტი აქვთ.

აზარტულ ადამიანებს, ციტრინის თილისმა, სარისკო სიტუაციებში, წარმატების შანსებს უზრდის. ხოლო, წაგების შემთხვევაში, წონასწორობის დაკარგვის საშუალებას არ აძლევს.

ეს მინერალი კარგად მოქმედებს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებზეც, – აძლევს რა, შთაგონებას, ახალი იდეებისთვის, ძალას - პროექტების რეალიზებისთვის და ამავდროულად, შემოსავალს – დახარჯული შრომისთვის და ახალი იდეების განხორციელებისთვის.


ვარდისფერი კვარცი


image


ითვლება, რომ ვარდისფერი კვარცი გულის მინერალია და სიყვარულის, სილამაზის, სინაზის და სულიერი წონასწორობის სიმბოლო არის. ის ოჯახურ ბედნიერებას იცავს და შეუცვლელია სიყვარულის დროს. მას შეუძლია მრისხანების ჩახშობა და გაუთხოვარ ქალბატონებს ბედის გახსნაში ეხმარება.

ვარდისფერი კვარცი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პრობლემები აქვთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით. ის ორგანიზმს დაღლილობისგან ათავისუფლებს. გარდა ამისა, კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, გამოყოფის ორგანოებზე, დიაბეტზე, ლიმფურ და იმუნურ სისტემებზე.

არსებობს აზრი, რომ იგი ხელს უწყობს ადამიანის დღეგრძელობას და რომ ის, სასიცოცხლო ძალებით უზრუნველყოფს პატრონს.


კიანიტი


image


კიანიტი – «ინი და იანის» კონცეფციის განსახიერებაა. ის ადამიანს ემოციური სტრესისგან და მისგან გამოწვეული შედეგებისგან ათავისუფლებს, ხელს უწყობს ორგანიზმში, უჯრედების რეგენერაციას და ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს და დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას.

ეს ქვა წესიერების სიმბოლოდ ითვლება და ის მიმნდობ და კეთილ ადამიანებს, მზაკვარი და ბოროტი ადამიანებისგან იცავს. მისი გავლენით, ადამიანი უფრო ფრთხილი და დაკვირვებული ხდება, რაც საბოლოო ჯამში, მას ფინანსური დანაკარგებისგან იცავს.


შერჩევა:


როგორც ვნახეთ, ყველა კრისტალი სხვადასხვა სახის ენერგიას ასხივებს და ის ქვა უნდა აირჩიოთ, რომელიც მოცემულ მომენტში, ყველაზე მეტად გამოგადგებათ. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ქვის შერჩევისას, რომელიმე ქვამ უფრო მეტად მიგვიზიდოს. ასეთ დროს, ინტუიციას უნდა ენდოთ და მასზე უარი არ უნდა თქვათ!


image


საერთოდ კი, ქვის შერჩევის დროს, მნიშვნელოვანია მისი ენერგია შეიგრძნოთ. ხოლო ამისთვის, ქვის თავზე, ხელის გული ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გაჩერება და მისი «ვიბრაცია» იგრძნოთ. ის ქვა უნდა შევიძინოთ, რომელსაც უფრო ძლიერ შევიგრძნობთ. ქვა პირადად უნდა ავირჩიოთ, სხვების რჩევების გარეშე! და რაც უფრო მეტი ქვა გექნება, მით უფრო მეტ პოზიტიურ ენერგიას მივიღებთ!.. და რაც უფრო ღრმა არის პრობლემა, მით უფრო დიდი კრისტალის შერჩევა არის საჭირო. imageimageimageimageimageimageimage




0
189
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0