x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
«ბუნებით ჯადოქრები» – ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლსაც ზებუნებრივი შესაძლებლობები გააჩნია

ბავშვობაში, ზღაპრის წაკითხვის, ან ფანტასტიკის ჟანრის ფილმის ნახვის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობას, ალბათ, ჯადოსნურ ჯოხზე ან ზებუნებრივი შესაძლებლობებზე უოცნებია... და მართლაც, როდესაც ასეთი საშუალება არსებობს, ყველა პრობლემა თავისთავად გვარდება და ნებისმიერი სურვილის შესრულდება შეიძლება.

როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, პარანორმალური ნიჭი მხოლოდ კი არ არსებობს, ის ადამიანს დაბადებიდან გააჩნია. თუმცა, «მაგიის» უნარით, ზოდიაქოს მხოლოდ რამდენიმე ნიშანით დაბადებული ადამიანები არიან დაჯილდოვებულნი და როგორც ამბობენ, მათ, ამ მიმართულებით, საკუთარი უნარ–ჩვევების განვითარება შეუძლიათ...


image


საერთოდ, მსგავსი ნიჭი 6 ზოდიაქოს ნიშანს აღენიშნება. არის შემთხვევები, როდესაც ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, რასაც გრძნობენ, სიტყვებით ვერ გადმოსცემენ, მაგრამ მაგ., წინათგრძნობა მათ, ცხოვრებაში, გარკვეულწილად ეხმარება.

მაგ., სასწორის ნიშნით დაბადებულები, ხშირ შემთხვევაში, ვერც კი ხვდებიან საკუთარი ნიჭის არსებობის შესახებ და მას მხოლოდ შემთხვევით იყენებენ.

მსგავსი სიტუაცია აქვთ მერწყულებსაც. მათ ექსტრასენსორული ნიჭი გააჩნიათ. მაგრამ, ამის შესახებ არ იციან, ან ამ მიმართულების უნარების განვითარება, უბრალოდ, ეზარებათ

ხოლო, ტყუპებს, საკუთარი ზებუნებრივი შესაძლებლობები, ალბათ, შემჩნეული აქვთ. მაგრამ, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, არასდროს აღიარებენ, რომ საკუთარი მიზნებისთვის, მაგიას მიმართავენ.

რაც შეეხება, ძლიერი, მაგი–ზოდიაქოს ნიშნების სამეულს, მას კირჩხიბი ხსნის. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, საგნების შელოცვის (ჯადოს გაკეთება, მოხსნა..) და ადამიანების განკურნების უნარი გააჩნიათ. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანდაყოლილ ძალას და ნიჭს განივითარებენ.

მეორე ადგილზე, ვნებიანი და იდუმალი, მორიელები არიან. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მორიელები მაგიისთვის და ჯადოქრობისთვის არიან დაბადებულნი — შეუძლიათ ჯადოს გაკეთება, გარდაცვლილი ადამიანების სულებთან ურთიერთობა და ა. შ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათი მთავარი იარაღი, მაინც ქარიზმაა.

მაგ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ძლიერები — თევზები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნიშნით დაბადებულები, უბრალოდ მაგები კი არა, ნამდვილი კუდიანები არიან. ასტროლოგების თქმით, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ზებუნებრივი უნარების განვითარების შემდეგ, მომავალი წინასწარმეტყველება, სხვისი აზრები წაკითხვა და სხვა «მაგიური» უნარების გამოვლენა შეეძლებათ.

imageimageimageimageimageimage





0
400
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0