x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გაიცანით გომბეშო, რომლისაც კაციჭამია ნიანგებსაც კი ეშინიათ

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, თუ რა კვალს ტოვებთ დედამიწაზე? ადამიანი — ყველაზე წარმატებული ბიოლოგიური სახეობაა პლანეტაზე, მაგრამ, ასევე — ყველაზე წინ დაუხედავი. განვითარებითს და ახალი ტერიტორიების ათვისების გზაზე, კაცობრიობამ, საკუთარი უგუნურობით და დაუდევრობით, იმდენი ცოცხალი არსების განადგურება მოახერხა, რომ წითელი წიგნი ყველას აღსარიცხად, საკმარისი ნამდვილად არ იქნება... ხოლო, ეკოსისტემების განადგურების ყველაზე მთავარი მიზეზი, სხვადასხვა რეგიონში, ცხოველთა ახალი სახეობების შეყვანა გახდა.


image


ლერწმის გომბეშო (აგა), ოდესღაც, მხოლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში, თავისთვის, მშვიდად ცხოვრობდა და ხოჭოებით და ლიფსიტებით იკვებებოდა. მაგრამ, ვიღაცას სულელური იდეა გაუჩნდა... და ამფიბიები წყნარი ოკეანის კუნძულებზე და ავსტრალიაში შეიყვანეს.

რომ იცოდეთ, ეს საკმაოდ დიდი გომბეშოა, საშუალოდ, 2 კგ–ს იწონის, ხოლო სხეულის სიგრძე, — 23 – 25 სმ. შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ, მთავარი ეს არ არის — გომბეშოს ჯირკვლები აქვს, რომელიც ყველა ძუძუმწოვრისთვის და მათ შორის ადამიანისთვისაც, სახიფათო (შხამიან) ნივთიერებას შეიცავს. საკმარისია გომბეშოსთვის ხელის უხეშად შეხება და ჯირკვლებიდან შხამი იფრქვევა, რომელიც კანში აღწევს და სისხლს ერევა. ხოლო, მოწამვლის შედეგი, შეიძლება, იმდენად სერიოზული იყოს, რომ გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს.

ახლა კი, იმის შესახებ, თუ რა მისია დააკისრეს და რატომ შეიყვანეს გომბეშოები, მათთვის უცნობ რეგიონებში. ამ ამფიბიებს განსახლების ახალ ადგილზე, ხოჭოები უნდა გაენადგურებინათ, რომლებიც შაქრის ლერწმის პლანტაციებს აზიანებდნენ.

მაგრამ, "ეკო მიგრანტებს" ისე მოეწონათ ბინადრობის ახალი ადგილი, რომ სწრაფად გამრავლდნენ, ყველა ხოჭო შეჭამეს, რომელსაც მისწვდნენ და შემდეგ, კაციჭამია ნიანგის კვერცხებზე დაიწყეს ნადირობა (ყოველწლიურად, მსოფლიოში, ნიანგების თავდასხმის გამო, დაახლოებით, 1000 ადამიანი იღუპება, მაგრამ ეს ქვეწარმავალი, ტბების და მდინარეების სანიტარი და ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია). ღია მტრობის მიუხედავად, ნიანგებმა გომბეშოების საკუთარ რაციონში ჩართვაზე, უარი თქვეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გომბეშოს ვირუსით განადგურების იდეა არსებობდა, მაგრამ მეცნიერებმა, მისი განხორციელებაზე, საბედნიეროდ, უარი თქვეს — ვირუსს კონტროლიდან გამოსვლა და კუნძულებზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის განადგურება შეეძლო.

რაც შეეხება ეკო ბალანსს, დღეს ნიანგების გამრავლება სპეციალურ ფერმებში ხდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელები და კაცობრიობის ცივილიზაცია

* რა უწინასწარმეტყველა ბოშამ სტალინს და რატომ სვამდა ღვინოს მხოლოდ ბროლის ჭიქით?

* ისტორიული ფოტოები, რომლებიც გაოცებას იწვევს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
478
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0