x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6 ყველაზე ცნობილი ძვირფასი ქვა კაცობრიობის ისტორიაში

ასობით და ათასობით წლის განმავლობაში, ძვირფასი ქვები, მთელს მსოფლიოში, ადამიანურ ვნებებს აღვიძებდა, — მათ სხვადასხვა სამკურნალო და ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. ეს ქვები ძალაუფლების სიმბოლო იყო და ქვეყნებს შორის, ომების მიზეზიც კი გამხდარა.


image


ხოლო აქ, ყველაზე გამორჩეულ, 6 ქვას წარმოგიდგენთ, განსაკუთრებით საინტერესო ისტორიული წარსულით:


«კულინანის» ალმასიimage


«კულინანს» (იგივე «აფრიკის ვარსკვლავი»), ოდესმე აღმოჩენილ ალასებს შორის, ყველაზე დიდი ქვის სტატუსი აქვს, — ეს უნიკალური კრისტალი გასული საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მაღაროში აღმოაჩინეს და მისი მფლობელის სახელი დაარქვეს. ის 621 გრ. იწონიდა, ხოლო ზომით, დაახლოებით, 10 X 6, 5 სმ. იყო.

პოვნიდან 2 წლის შემდეგ, ძვირფასი ქვა ბრიტანეთის მონარქის ედუარდ VII ხელში აღმოჩნდა (დაბადების დღეზე აჩუქეს). მეფემ მისი დაწახნაგება, ამ დარგის წამყვან ევროპელ სპეციალისტს მიანდო, რომელმაც კრისტალის მხოლოდ შესწავლაზე, არაერთი თვე დახარჯა.


image


სამუშაოს დაწყების წინ, იუველირმა სხვა ხელოსნების თანდასწრებით, მისი ზედაპირი მხოლოდ დაკაწრა, შემდეგ, რამდენიმე ზუსტი დარტყმა განახორციელა და ქვა რამდენიმე ნაწილად გაიყო: ერთი ალმასიდან, 2 დიდი, 7 საშუალო და ასამდე პატარა ფრაგმენტი მიიღო. ქვების დამუშავებაზე კი, იუველირმა 2 სრული წელი დახარჯა.

მიღებული ბრილიანტებიდან, ყველაზე შთამბეჭდავი «კულინან-I» იყო — რომლის წონა 530 კარატ შეადგენს და ამჟამად, ედუარდ VII კვერთხს ამშვენებს.


ბრილიანტი «კოჰინური»image


105 კარატიანი «კოჰინური», ერთ–ერთი დიდი ბრილიანტია მსოფლიოში. დღეს ის, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გვირგვინის ნაწილია, რომელიც ლონდონში ინახება. ალმასის ისტორია, ფესვებით XIV ს. ინდოეთში მიდის, სადაც ის, ძლიერი დინასტიის მმართველებს ეკუთვნოდა. როდესაც ინდოეთი მონღოლმა დაიპყრეს, ქვა თემურლენგის შთამომავლობის ხელში აღმოჩნდა. ხოლო იმპერიის კრახის შემდეგ, ის ჯერ სპარსეთში წაიღეს, იქიდან ავღანეთში და ბოლოს, ისევ ინდოეთში ჩაიტანეს. ბრიტანელები «კოჰინურს» XIX ს. დაეუფლნენ — პრინცმა ალბერტმა მისი დაწახნაგება გადაწყვიტა და ჰოლანდიელ იუველირთან, შესაბამისი ბრძანებით, თავად წავიდა. დამუშავების შედეგად, ალმასის წონა 191 კარატიდან, 105 კარატამდე შემცირდა.



«შავი პრინცის ლალი»image


ბრიტანული მონარქიის ხაზინაში ინახება ქვა, რომელიც «შავი პრინცის ლალის» სახელით არის ცნობილი. მის ზომასა ქათმის კვერცხის ზომას ადარებენ (34 გრამს (170 კარატს) იწონის) და დღეს ის, დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინის ჯვარს ამშვენებს.

«შავი პრინცის ლალის» ისტორია XIV საუკუნიდან იწყება, როდესაც ის ინგლისის სამეფო ოჯახის მფლობელობაში მოხვდა. ძვირფასი ქვა ტახტის მემკვიდრეს ედუარდ III ესპანელმა გრაფმა, კასტილიის მონარქის ძმასთან კონფლიქტში მხარდაჭერისთვის, მადლიერების ნიშნად გადასცა. ხოლო სახელი, პრინცის პატივსაცემად მიიღო.

წლების მანძილზე, მუქი წითელი ფერის გამო, ქვა, როგორც ლალი, შეცდომით იყო კლასიფიცირებული. მაგრამ, ქიმიური ანალიზის მეთოდების განვითარების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ის, სინამდვილეში შპინელია, რომელიც ლალისგან სიმკვრივით, სიმყარით და სინათლის რეფრაქციული მახასიათებლებით განსხვავდება.


საფირონი «მილენიუმი»image


«მილენიუმის» სახელის ტარებას, დედამიწაზე ყველაზე ლამაზი საფირონი იმსახურებს. მისი ისტორია კ. მადაგასკარზე ХХ ს–ის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად, ქვამ ყურადღება იმით მიიქცია, რომ თითქმის 90 000 კარატი იყო. დაწახნაგების პროცესში კი, წონის თითქმის მესამედი დაკარგა, მაგრამ მის ფასზე ამან მხოლოდ დადებითად იმოქმედა.

ახლა «მილენიუმის» მასა 61, 5 ათასი კარატია და ის გინესის რეკორდების წიგნში, ოფიციალურად არის დარეგისტრირებული.


აკვამარინი «დონ პედრო»image


«დონ პედრო» — შეუდარებელი ზომის აკვამარინია და ის ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის მუზეუმის კოლექციის მთავარი ექსპონატია. ძვირფასი ქვა, გასული საუკუნის 80–იან წლებში ბრაზილიაში იპოვეს. თავდაპირველად, 45 კგ–ს იწონიდა, ხოლო დაწახნაგების შემდეგ, კრისტალი დიდებულ ობელისკად გადაიქცა, რომლის სიმაღლე 35, 6 სმ–ია და 2 კგ–ს (10 000 კარატი) იწონის. აკვამარინის დარჩენილი ნამსხვრევები იუველირების ხელში მოხვდა, რომლებმაც ქვები სამკაულების შესაქმნელად გამოიყენეს.


დევონშირის ჰერცოგის ზურმუხტიimage


ეს უნიკალური ზურმუხტი, რომლის წონა 277 გრამია (1 400 კარატი) კოლუმბიის მაღაროშია ნაპოვნი. მრავალი შიდა ბზარის გამო, მისი დამუშავება არ მოხდა და ქვამ თავისი პირვანდელი სილამაზე შეინარჩუნა.

მას შემდეგ, რაც კრისტალი ევროპაში მოხვდა, დევონშირის ჰერცოგის საჩუქრის სახით გადაეცა. ის დღემდე, სწორედ მის სახელს ატარებს. ზურმუხტის დემონსტრირება სხვადასხვა გამოფენებზე ხშირად ხდება და ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"...

* უცხოპლანეტელები და კაცობრიობის ცივილიზაცია

* გაიცანით გომბეშო, რომლისაც კაციჭამია ნიანგებსაც კი ეშინიათ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
308
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0