სხვა გამოქვაბულში გაუჩინარებული მამაკაცი 20 წლის შემდეგ დაბრუნდა და იდუმალ მიწისქვეშა ცივილიზაციაზე ალაპარაკდა 2023, 28 ნოემბერი, 13:40 ეს ამბავი ეკვადორში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ თავი ევოლუციის გვირგვინად მიგვაჩნია, ამ ისტორიით მტკიცდება, რომ საკუთარი პლანეტის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით... მაგ., წარმოდგენა არა გვაქვს, რა ხდება დედამიწის სიღრმეში? უფრო სწორედ, აქამდე არ გვქონდა, რადგან მამაკაცმა ეკვადორიდან, რომელიც მთელი 20 წლის მანძილზე, დაკარგული იყო, ამ კითხვაზე პასუხი გასცა და უნდა ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი არსებობს... მან თქვა, რომ ამ წლების მანძილზე, მიწისქვეშა ცივილიზაციის წარმომადგენლებთან იყო. მანუელი ეკვადორის გამოქვაბულებში უცნობი ცივილიზაციის მემკვიდრეობის ისტორიით იყო დაინტერესებული, რომლის შესახებ, გასულ საუკუნეში, არგენტინელი ეთნოლოგი ხუან მორიცი საუბრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მოწყობილი ოფიციალური ექსპედიცია უშედეგოდ დასრულდა, მანუელმა ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, რადგან თვლიდა, რომ მორიცმა მემკვიდრეობის ნამდვილი ადგილ–მდებარეობა განზრახ დამალა. მანუელი შეგროვებულ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დროდადრო, ექსპედიციებს აწყობდა და უძველეს გვირაბებს იკვლევდა. პირველმა ექსპედიციებმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა, მაგრამ, არც რამე შედეგი ჰქონია. თუმცა, მანუელმა ახლობლებს მიანიშნა, რომ რაღაც იპოვა და შემდეგ ჯერზე, ფართომასშტაბიანი აღმოჩენას ელოდა. მას დეტალები არ გაუმჟღავნებია და უბრალოდ, გამოქვაბულების დასალაშქრად, კიდევ ერთხელ წავიდა... ოჯახის წევრებმა განგაში ერთი კვირის შემდეგ ატეხეს, როდესაც მანუელის დაბრუნების იმედი გადაეწურათ. მას პოლიცია, კინოლოგების ჩართულობით ეძებდა. საძიებო სამუშაოებში უამრავ მოხალისე ჩაერთო და მასში ადგილობრივი ინდიელებიც კი მონაწილეობდნენ, მაგრამ მანუელს ვერსად მიაგნეს... ბოლოს, პოლიციამ ის გვირაბებში დაკარგულად გამოაცხადა, რაც დაღუპვის ტოლფასი იყო. მაგრამ, ოჯახს ამის დაჯერება არ უნდოდა და მის ისევ ელოდა. გავიდა თვეები, წლები... და აი, 20 წლის შემდეგ, სახლის ზღურბლზე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც ძალიან ჰგავდა მანუელს. პრობლემა კი ის იყო, რომ ის ისევე გამოიყურებოდა, როგორც სახლიდან გასვლის წინ, ანუ ეს 20 წელი, თითქოს არც ყოფილა. უფრო მეტად კი, ყველა იმან გააკვირვა, თუ რა რეაქცია ჰქონდა მას საკუთარ ოჯახთან შეხვედრაზე – ის მათი გარეგნობით შოკირებული იყო და საკუთარი მამა ძლივს იცნო. ხანგრძლივი და თბილი შეხვედრის შემდეგ, ყველა მანუელს მიაშტერდა, იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს შეიტყობდნენ, თუ რა დაემართა და ამ წლების მანძილზე სად იყო? მანუელმა მათ უთხრა, რომ გამოთვლებში შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, უძველესი გვირაბების ქსელში, დაიკარგა. რაღაც მომენტში კი მიხვდა, რომ საჭმელი და წყალი გაუთავდა და გზის გაგრძელების ძალაც აღარ ჰქონდა. ხოლო, ცოტა ხნის შემდეგ, გონებაც დაკარგა და ალბათ, სიკვდილისთვის იყო განწირული, მაგრამ ბედს, მასთან დაკავშირებით, სხვა გეგმები ჰქონდა... მანუელი გონზე უცნაურ ქვის ოთახში მოვიდა. მის გვერდით კი, არსება იჯდა, რომელიც ადამიანს კი ჰგავდა, მაგრამ მისგან ძალიან განსხვავდებოდა. როდესაც მანუელმა თვალები გაახილა, არსებამ მის ენაზე უთხრა, რომ დაეცადა, ვიდრე სხვები მოვიდოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, ოთახში სხვა არსებები შევიდნენ და მანუელის მახლობლად, ნახევარწრეში განლაგდნენ. თავიდან მას ეგონა, რომ გარდაიცვალა და ჯოჯოხეთში მოხვდა. მაგრამ, მოულოდნელად არსებებმა საუბარი დაიწყეს და მამაკაცს უთხრეს, რომ ისინი დედამიწაზე, პირველი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და რომ ამჟამად, ჩვენს მეზობლად, მიწისქვეშეთში ცხოვრობდნენ. მათ ასევე უთხრეს, რომ ტერიტორიის მორიგი სკანირების დროს, ის შემთხვევით იპოვეს და თათბირის შემდეგ, დახმარება გადაწყვიტეს. არსებებმა ასევე თქვეს, რომ ისინი კეთილგანწყობილები არიან ჩვენი სახეობის მიმართ, რადგან მათთან გარკვეული მსგავსება გვაქვს. თუმცა, კონტაქტის დრო, განვითარების განსხვავების გამო, ჯერ არ დადგა. ისინი ჩვენ ჯერ შორიდან გვაკვირდებიან. შემდეგ კი უთხრეს, რომ მას ეს ადგილი რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა, რადგან იქ ყოფნას მისთვის, გარკვეული შედეგი ექნებოდა. კონკრეტულად რა შედეგი – არ უთქვამთ. მაგრამ, მანუელმა გარისკვა არ ისურვა და იქაურობას გაცლა ამჯობინა. როდესაც ის ნაგებობიდან გაჰყავდათ, მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, გიგანტურ პირამიდაში იმყოფებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ისინი ქვის დიდი კომპლექსთან მივიდნენ, შემდეგ კი, არსებებმა კაცს პატარა ოთახისკენ მიუთითეს. ის შიგნით შევიდა, კარი დაიხურა, უცებ დაბნელდა და მანუელმა გონება დაკარგა... როდესაც მდგომარეობიდან გამოვიდა, უკვე მღვიმის კომპლექსის შესასვლელთან იყო. მან იქიდან გამოსვლა შეძლო და სახლისკენ გაიქცა, რომ მომხდარის შესახებ მოეყოლა. ხოლო, როდესაც სახლში დაბრუნდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, თუ რა შედეგზე საუბრობდნენ ის არსებები. მანუელის შეგრძნებით, მისი სახლიდან გასვლიდან, რამდენიმე დღე უნდა ყოფილიყო გასული. მაგრამ რეალურად, დღე კი არა, 20 წელი გავიდა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა ერთადერთი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არ არის დედამიწაზე. ამასთან, "მეზობლები", ბევრად უფრო განვითარებულები არიან და ჩვენთან კონტაქტის დამყარების სურვილი არ გააჩნიათ. რაც შეეხება მანუელს, მას უცხო ცივილიზაციის მოძებნა აღარ უცდია – ერთხელ გადარჩა და მეორედ გარისკვა აღარ უნდოდა. არხის სხვა სიახლეები:* მოულოდნელი "მტრედები" მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან* 7 ფაქტი ჰოლივუდის მსახიობების შესახებ, რომლებზეც თავად არასდროს საუბრობენ* ეს მოდაა, მოდა...* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად868 2-ს მოსწონს
|