სხვა მოულოდნელი "მტრედები" მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2023, 27 ნოემბერი, 16:01 ზოგიერთ ქალაქში, მისი ზომის მიუხედავად, მტრედების რაოდენობა, შეიძლება, მოსახლეობის რაოდენობას უტოლდებოდეს ან უფრო მეტიც კი იყოს... ასეთ დასახლებებში, როგორც წესი, ფრინველებს საყვარელი ადგილები აქვთ. იქნება ეს პარკი, თუ ქალაქის ცენტრალური მოედანი. ხან კი, ქუჩებში ისე დადიან, რომ ადამიანებს არ ერიდებიან და გვერდი აქეთ უნდა აუქციოთ. მაგრამ მტრედები, ყველა ქვეყანაში ასე მრავლად არ არიან და სადაც ისინი არ ბინადრობენ, მათ ადგილს სხვა ფრინველები და ცხოველები იკავებენ. აქ მოცემულ ფოტოებზე სხვა "მტრედებს" წარმოგიდგენთ, რომლებიც ამ ქალაქებში მეტისმეტად მრავლად გვხვდება. ხოლო, ჩვენთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, მათთან ერთად ცხოვრება, წარმოუდგენელიც კი არის. თავად ნახეთ და გადაწყვიტეთ, ისურვებდით თუ არა, იქ ცხოვრებას? კარაკასი (ვენესუელა) – ამ ქალაქში, ველური არა აივნების ხშირი სტუმარია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ აივანზე გახვედით და იქ 95 სმ–ს სიგრძის ფრინველი დაგხვდათ. ეს კი, ტაილანდელი "მტრედები" არიან ქალაქი ნარა (იაპონია) ბაჰამის კუნძულებზე მტრედების მოვალეობას ღორები ასრულებენ იაპონია, კ. აოშიმა ეკვადორის "მტრედები" ავსტრალიაში თუ ჩახვალთ, საკვები უყურადღებოდ არ დატოვოთ, თორემ პატრონი მაშინვე გამოუჩნდება ნევადას შტატის სიმბოლო კი, ველური ცხენი არის ალასკას "მტრედების" ფონზე, კარაკასი რა მოსატანია?! იქაური "მტრედები" – არწივები არიან ისევ იაპონია და ოკუნოშიმა – ეს ნამდვილი კურდღლების კუნძულია, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით იცით ქათმების სამოთხე სად არის? – ეს კუნძული კაუა'ია. იქ ქათმები, ფაქტობრივად, ყველგან არიან ესეც ავსტრალიაა. ეტყობა, თუთიყუშებს, სახეობების მიხედვით, მთელი ქვეყნის ტერიტორია აქვთ გადანაწილებული... ბაჰამის კუნძულების კიდევ ერთი მშვენება – იგუანა არის არხის სხვა სიახლეები:* ნეიროქსელმა აჩვენა, როგორი იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები, პლასტიკური ოპერაციების გარეშე* განსაცვიფრებელი ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ* "პირი ჰგავს – ჰგავს, ცხვირი ჰგავს – ჰგავს", თუმცა...* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად238 2-ს მოსწონს
|