x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134295
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508397
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელ გოგონებს შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
image


ეს ორი ქვეყანა კორეის ნახევარკუნძულს იყოფს, მათ საერთო საზღვარი და მსგავსი სახელწოდებები აქვთ, თუმცა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მსგავსება სწორედ აქ მთავრდება. პოლიტიკური კურსი, ცხოვრების დონე, ღირებულებები - ყველაფერი ეს ადამიანთა ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს და ამაში ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოებიდან თავადაც დარწუნდებით. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ამ ორ ქვეყანაში მცხოვრები ქალბატონების ყოველდღიურობა ფაქტებითა და კადრებით ილუსტრირებული.




სამხრეთ კორეა


image


გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოველ მეხუთე სამხრეთ კორეელ ქალს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მეტიც, ქვეყანაში თანამედროვე მედიცინის ამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პროგრესირებადი მიმართულებით გატაცება ზებუნებრივად და სამარცხვინოდ სულაც არ ითვლება.


imageimage


მაგრამ ყველაზე გასაკვირი მაინც ის არის, რომ მშობლები საკუთარ შვილებს პლასტიკურ ოპერაციას საჩუქრის სახით როგორც წესი, სკოლის დამთავრებისთვის ჩუქნიან.


imageimage


სამხრეთ კორეაში უმრავლეს შემთხვევაში ყველა ქალს თითქმის იდენტური გარეგნობა სურს, პლასტიკური ქირურგებისადმი მათი მოთხოვნა საკმაოდ სტანდარულია - პატარა ცხვირი, V-ს ფორმის ნიკაპი და დიდი თვალები. პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი უახლესი ტენდენცია კი - სახეზე ღიმილის შექმნაა, რომლის მისაღწევადაც ტუჩების კუთხეების ხელოვნურად ზემოთ აწევა ხდება, რაც ნაზი ღიმილის ილუზიას ქმნის.



imageimage


გამოკითხვის მიხედვით, კორეელი ქალების 25%-ს სექს - ინდუსტრიაში, პროსტიტუციასა და ესკორტის მომსახურებაში საკმაო გამოცდილება აქვს.


image


მწეველი სამხრეთ კორეელი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სამხრეთ კორეაში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დაწესებული, საშუალოდ 100 $-ი, თუმცა როგორც კი ღამის წვეულებების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ ადგილობრივი მწეველი იქ არც ისეთი იშვიათი ფენომენია.


image




ჩრდილოეთ კორეა


image


რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეებს მათი ჩაცმულობა სამხრეთელებისგან განსახვავებით ბევრად უფრო აკადემიური და მოკრძალებულია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს კლასიკურ ჩაცმულობას უხამებენ. ჩრდილოეთ კორეელი ქალები იძულებულნი არიან მკერდზე სახელმწიფოს მმართველის გამოსახულებიან სამკერდე ნიშანი ატარონ, წვეულებისთვის კი როგორც წესი, მკვეთრ, ტრადიციულ კოსტიუმებს ირჩევენ.


image


ჩრდილოეთ კორეელი ქალები დამოუკიდებლები და ძლიერები არიან. ცხოვრებაში მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ. სახელმწიფოსგან და საკუთარი პარტნიორისგან კი დახმარებას ისინი უკვე დიდი ხანია აღარ ელიან.


image


ვერ ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ქალები ბევრ ფულს შოულობენ, თუმცა მათი შემოსავალი ადგილობრივი მამაკაცების ანაზღაურებას ერთმნიშვნელოვნად აღემატება.


image


ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. ბევრი კორეელი ქალი არასრულფასოვანი კვებისა და სხვადასხვა სახის დაავადების გამო იტანჯება, რაც მრავალსაათიანი მუხლჩაუხრელი შრომით არის განპირობებული.


image


ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილი ქალები ჩინეთში ადამიანებით ვაჭრობის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. ფასი ერთ ადამიანზე 100 $ - დან 2 000 $-მდე მერყეობს.


imageimage









0
383
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
383