x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134296
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508397
7 ფაქტი ჰოლივუდის მსახიობების შესახებ, რომლებზეც თავად არასდროს საუბრობენ

ჰოლივუდში, მსოფლიო კინოს დედაქალაქში, სხვადასხვა ნიჭის და შესაძლებლობის, უამრავი მსახიობია. მათი უმეტესობა სრულიად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ არიან ისეთები, დიდი პოპულარობით რომ სარგებლობენ და მათი სახელები, დიდიან–პატარიანად, ყველამ იცის.

ცნობილი მსახიობები, მთელი ცხოვრება, საზოგადოების თვალწინ ტრიალებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაყვანისმცემლებმა მათ შესახებ ყველაფერი იციან. ძალიან ხშირად, პოპულარული მსახიობები საკუთარი ბიოგრაფიის გარკვეული პერიოდის, თუ მოვლენის დამალვას ცდილობენ. ზოგჯერ კი, წარსულის "გასაწმენდად", დახმარებისთვის, პროფესიონალ პიარ–სპეციალისტებს მიმართავენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს დიდ სტუდიასთან აფორმებენ.

აქ ცნობილ მსახიობს წარმოგიდგენთ, რომელთა ნაწილი წარსულის გარკვეული მომენტების დამალვას ცდილობდა, ზოგი – სირცხვილის გამო, სხვები კი, იმის გამო, რომ შეიძლება მსგავსმა ინფორმაციამ, მათი პროფესიული კარიერა დააზიანოს.


არნოლდ შვარცენეგერიimage


შვარცენეგერი მთელი თავისი კარიერის მანძილზე, გამორჩეული სპორტსმენი იყო და ბოდიბილდინგში მისი მიღწევების გადაჭარბებულად შეფასება, ნამდვილად რომ ძნელია. ხოლო, კინო–ინდუსტრიაში ჩართვის შემდეგ, ის სასტიკი მამაკაცების როლების თამაშისთვის იყო განწირული... ხშირ შემთხვევაში კი, მისი ნახვა სამხედრო პირის როლში შეიძლება, რომელსაც იარაღი მუდმივად მზადყოფნაში ჰქონდა.

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, არნოლდს სულაც არ ჰქონდა სურვილი, რომ ვაჟკაცური უნარ–ჩვევები ნამდვილ ჯარში გამოემუშავებინა.


image


მომავალ ვარსკვლავს, როდესაც ის ავსტრიის ჯარში სამსახურისთვის გაიწვიეს, სხეულის უკვე შთამბეჭდავი ზომები და არაერთი სპორტული ჯილდო ჰქონდა. ამიტომ არმიაში, შთამბეჭდავი გარეგნობის ახალგაზრდას ტანკის საჭე ანდეს. მაგრამ, არნიმ იმდენი "მოახერხა", რომ სამხედრო მანქანა რამდენჯერმე გააფუჭა, ერთხელ ჩაძირა და დაკარგა კიდეც.

ექვსი თვის შემდეგ, რიგი ხულიგნური და სულელური ქმედებების გამო, მას პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, რიგითი არნოლდი შეიწყალა და ჯარიდან, დროზე ადრე გამოუშვეს.


ხოაკინ ფენიქსი
image


ნიჭიერმა მსახიობმა, თავისი კარიერის მანძილზე, არაერთი სახასიათო როლი ითამაშა და ყოველი მათგანი, სრულყოფილებამდე მიიყვანა. მიზეზი, რის გამოც ფენიქსს რთული და არაორდინალური როლები ასე იზიდავს, სავარაუდოდ, მის ბავშვობას უკავშირდება.

თინეიჯერობის ასაკში, მომავალი მსახიობი, ოჯახთან ერთად მთელს ქვეყანაში მოგზაურობდა და მოსახლეობას მისი მშობლების რელიგიურ სექტაში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. ასეთმა ცხოვრებამ და ახალგაზრდობის ასაკში, ტვინის საფუძვლიანმა გამორეცხვამ, ძლიერი გავლენა მოახდინა წარმატებული მსახიობის ცხოვრებაზე.


image


თავად ხოაკინს, ცხოვრების ამ ეტაპის შესახებ საუბარი არ სურს. ცხადია, რომ ასეთი ბიოგრაფია მიუღებელია ისეთ მასობრივ ინდუსტრიაში, როგორიც კინოა.



დრიუ ბერიმორი
image


მსახიობი ბავშვობიდან, ვარსკვლავობისთვის იყო განწირული, რადგან თბილი ადგილი ჰოლივუდში, მისთვის თავად სტივენ სპილბერგმა დაჯავშნა, რომელიც დრიუს ნათლია იყო... და ასეც მოხდა.

სპილბერგის ფილმის – «უცხოპლანეტელის» დიდი წარმატების შემდეგ, 7 წლის მსახიობი ვარსკვლავი გახდა. ამით კი, დედამ ისარგებლა და არასრულწლოვანი დრიუს, სხვადასხვა კლუბებში და ბარებში ტარება დაიწყო, სადაც ჰოლივუდის მსახიობები, დროის გასატარებლად იკრიბებოდნენ.


image

რა შედეგი გამოიღო ამან პატარა მსახიობისთვის? – 12 წლის ბერიმორი ნარკოდამოკიდებულების კლინიკაში მოხვდა. ხოლო, 14 წლის ასაკში – ფსიქიატრიულში.


სილვესტერ სტალონე
image


რემბომ, როკიმ, კობრამ და ათეულბით სხვა როლმა, მსახიობი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახადა. თუმცა, მას პოპულარობის მოსაპოვებლად, ხანგრძლივი გზის გავლა მოუხდა. იყო დრო, როდესაც სტალონეს შესახებ ბევრმა არ იცოდა და მას არც მილიონიან ჰონორარებს სთავაზობდნენ.

გუშინდელ სტუდენტი, რომელსაც ზურგს უკან ათამდე თეატრალური დადგმა ჰქონდა, კინოინდუსტრიის მესვეურებს ძალიანაც არ სჭირდებოდათ. სწორედ ამ დროს, მსახიობი დაფიქრდა, თუ როგორ უნდა გადაეხადა, ბინის ქირა და კომუნალური ხარჯები, თუ უმუშევარი იქნებოდა?..


image


და სწორედ იმ დროს, გაიგო რომ სინჯები ტარდებოდა ფილმზე – «იტალიური ულაყი». სტალონე კასტინგი წარმატებით გაიარა და კინოში, თავისი პირველი როლიც ითამაშა.

მაგრამ, ეს უბრალოდ კონო კი არა, – დაბალხარისხიანი პორნო ფილმი იყო.


ჯონი დეპი
image


ექსცენტრული მსახიობი, საკუთარი მიზეზით, უხერხულ მდგომარეობაში ხშირად ხვდება. თუმცა, მის ბიოგრაფიაში არის ერთი მომენტი, რომლის გამოც, მას რცხვენია და მის აფიშირებას ერიდება.


image


ჯონმა ერთხელ თავად აღიარა, რომ მას საშუალო სკოლაც არ დაუმთავრებია, რადგან სასწავლებლიდან ე. წ. "მგლის ბილეთით" გამოუშვეს. ხოლო, მიზეზი ის იყო, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს, მომავალი ვარსკვლავი მერხზე ავიდა და მასწავლებლის შიშველი უკანალი აჩვენა.


ედი მერფი
image


პოპულარულ კომიკოს ახლა რთული პერიოდი უდგას, რადგან – ჰოლივუდში, მასთან მუშაობაზე ბევრი ამბობს უარს. ამის მიზეზი კი, ედი მერფის შესახებ გავრცელებული ხმებია.

მაგ., აღმოჩნდა, რომ ის მრავალშვილიანი მამა ყოფილა და რომ მას 5 სხვადასხვა ქალთან, 9 შვილი შეეძინა, რასაც მსახიობი გულდასმით მალავდა.


image

ამასთან, ზოგიერთი შვილის აღიარება, მას კატეგორიულად არ სურდა და ამის გაკეთება, მხოლოდ დნმ-ის ტესტის და სასამართლოს იძულებით მოუხდა.


ბენედიქტ კამბერბეჩი
image


ყველაზე ცნობილ ბრიტანელი მსახიობს, თაყვანისმცემლებისთვის, გარკვეული კინემატოგრაფიული იმიჯი აქვს. ის მაღალი და ჭკვიანი შავგვრემანია, პრიმიტიული ბრიტანული აქცენტით. განათლების და სიმაღლესთან დაკავშირებით, მაყურებელი მართალი არის, მაგრამ თმის ფერთან დაკავშირებით, ნამდვილად ცდებიან.

სიმართლე ის არის, რომ ბენედიქტ კამბერბეჩს ღია ჟღალი ფერის თმა აქვს. ხოლო, იმისთვის რომ დამამახსოვრებელი იმიჯი შეექმნა და შერლოკ ჰოლმსის როლი შეესრულებინა, შავად შეიღება.


image


გადაღების დასრულების შემდეგ, მსახიობი არ აპირებდა შავი ფერის დატოვებას და თმის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას გეგმავდა. თუმცა, მოულოდნელად, მარველის კინოსამყაროში ჩაერთო, სადაც ასევე შავთმიანი გმირის როლს ასრულებს. თავად მსახიობი, თმის გადაღებვის წინააღმდეგია, მაგრამ როდესაც ასეთ ჰონორარს გთავაზობენ, – დათმობაზე წასვლაც შეიძლება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნეიროქსელმა აჩვენა, როგორი იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები, პლასტიკური ოპერაციების გარეშე

* განსაცვიფრებელი ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

* "პირი ჰგავს – ჰგავს, ცხვირი ჰგავს – ჰგავს", თუმცა...

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
325
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0