x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა"
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.

წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს, თუმცა ხდება ისეც, რომ შოკისმომგვრელი სცენარის გამო გონება ვერ წვდება აზრს და გვიწევს კადრი "დავაპაუზოთ", რათა გავაცნობიეროთ თუ რა ვიხილეთ სინამდვილეში.


წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა".



1. The Wolf of Wall Street - უოლ სთრითის მგელი.

image


ფილმში ერთი შეხედვით თითქოს არაფერია უცნაური, თუმცა თუ კადრს შეაჩერებთ სწორედ იმ მომენტში, როდესაც Margot Robbie ხელებს გაწევს თავისი ღირსებიდან, ადვილად შეამჩნევთ ხორცის ფერ საცვალს, თუმცა დღემდე გონია ბევრს, რომ მას საცვალი საერთოდ არ აცვია.





2. Deadpool - დედპული.image

თუ ფილმში გასართობ ბარ Dead Poll–ში დაფაზე დააკვირდებით, ადვილად ამოიკითხავთ რამოდენიმე ცნობილი ადამიანის სახელებს- Ryan Reynolds, TJ Miller, Miley Cyrus, Bill Cosby, Charlie Sheen, მათ შორის ვლადიმერ პუტინსაც.





3. Star Wars: A New Hope- ვარსკვლავური ომები: ახალი იმედი.image

ფილმში ის უხერხული მომენტია, როდესაც კადრში არსებული პერსონაჟებიდან ერთ-ერთი მათგანი (მარჯვენა მხარეს) არ გაეტია კარში.






4. Psycho - ფსიქო.image

ცოტაოდენი კლასიკა ჰიჩკოკისგან, გმირი Norman Beyts-ი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რის შემდეგაც ვხედავთ ცვლილებებს არამარტო მის ფსიქიკაში, არამედ ვიზუალშიც. მხოლოდ ზეადამიანური რეაქციის მქონეებმა მოახერხეს და შეამჩნიეს კადრში, თუ როგორ დაატანა ჰიჩკოკმა გმირს ჩონჩხის სილუეტი და მხოლოდ "დაპაუზების" შემთხვევაში თუ მოახერხებდით ამის გაანალიზებას, რომლის მცდელობაც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა ბევრისთვის.






5. INCEPTION – დასაწყისი.image


Christopher Nolan–ის ფილმი განსაცვიფრებელი ვიზუალური ეფექტებით გვაიძულებს განვიხილოთ და ვნახოთ კადრები კიდევ და კიდევ, განსაკუთრებით კი სწორედ ეს მოცემული მომენტი.





6. The basic Instinct – ძირითადი ინსტიქტი.image

სწორედ ამ ფილმმა მიანიჭა Sharon Stone–ს სექს სიმბოლოს სტატუსი ათწლეულების მანძილზე. ფეხის გადადების სცენარი მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში გახდა ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი.





7. Pulp Fiction – მაკულატურა.image

Quentin Tarantino–ს ერთ–ერთი სრულყოფილი, აზრიანი და ემოციური ეკრანიზაცია, რომელიც ხალხის არჩევანით გახდა ლიდერი და ეწოდა შედევრი. სტატისტიკის მიხედვით ბევრ თქვენგანს დაუჭერია შეჩერების ღილაკზე ფილმის ყურების დროს, რათა Bruce Willis–ი დაენახა სიშიშვლის მომენტში.





8. Fight club – მებრძოლთა კლუბი.imageimage

დევიდ ფინჩერმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მაყურებელს შეეტანა ეჭვი მთავარი გმირის არანორმალურობაში და ამაზე მეტყველებს სწორედ ეს კადრი, სადაც ნათლად ჩანს Tyler Durden–ის უცაბედი გამოჩენა.




9. The Lion King – მეფე ლომი.image

cartoon–მა აუდიტორიის უდიდესი ყურადღება მიიპყრო მომენტით, სადაც მულტფილმის გმირები სიმბა, პუმბა და ტიმონი წვანან ბალახზე და უყურებენ ვარსკვლავებს. როდესაც სიმბა სულს შეუბერავს მტვერს, ქარი აიტაცებს მას და ცაში გამოსახულებების ხატვას დაიწყებს. დღემდე სადავოა საკითხი რა გამოისახა ცაზე SEX თუ SFX? მშობლები შოკში ჩავარდნენ, რადგან ფიქრობენ რომ ეს იყო SEX, თუმცა რეჟისორი გვინმარტავს, რომ ცაზე გამოისახა ფილმზე მომუშავე ხმის და ვიზუალის ეფექტის გუნდის ინიციალები– SFX. თქვენ რას ფიქრობთ?



იხილეთ აგრეთვე:


● მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდეს

9 უსაშინლესი ტრაგედია ფილმის გადაღების დროს

კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომები

12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაში

ყველაზე "მახინჯი" ვარსკვლავი მამაკაცები, რომელთაც "ვაღმერთებთ"

მსახიობი მამაკაცები, რომლებიც როლის დროს უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე ცხოვრებაში

10 ფილმი, რომელთაც მაყურებლის გრძნობები "შეურაცხყეს"

ყველაზე საუკეთესო წყვილები კინოს ისტორიაში

ჩვენი კუმირი გმირები პირველ და "უკანასკნელ" როლში

10 ფილმი, რომლებმაც მამაკაცებიც კი ცხარედ ატირა

როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვეს


2
22565
27-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
22565
  
2018, 29 აგვისტო, 15:48
პირწავანდნილი სექსია გამოსახული, რა ესეფიქსი? :)))
0 1 2