კინო რობინ უილიამსი – ერთადერთი კომიკოსი, რომელიც თავისი მასალის ნახევარს სცენაზევე ქმნიდა 2019, 3 სექტემბერი, 14:22 ![]() მისი თქმით, მამა ზედმეტად სერიოზული იყო და უკონტროლოდ აცინებული პირველად ჯონათან უინტერსის სთენდ-აფის დროს ნახა და ზუსტად მაგიტომ გახდა უინტერსი მისი საყვარელი კომიკოსი. შემდგომ, უინტერსი და რობინი უახლოეს მეგობრებად იქცნენ. მისმა როლმა სიტკომში “Mork and Mindy”, სამუდამოდ შეცვალა სიტკომების გადაღების სტანდარტი. რაც გულისხმობს მე-4 ოპერატორის დამატებას, რომელიც მარტო იმ მიზეზით დაემატა, რომ სეტებზე რობინის სამსახიობო ოსტატობას და შექმნილ იმპროვიზაციას სამი ოპერატორიც კი ვერ ყოფნიდა. მთელი ცხოვრება იტანჯებოდა სხვადასხვა დამოკიდებულებებით. მეტწილად კი ალკოჰოლით, რომელიც მისივე თქმით საუკეთესო გამკლავების მექანიზმი იყო მის დემონებთან. ![]() ძალიან ხშირად ურეკავდა ხოლმე მეგობრებს და ცდილობდა მათ გამხიარულებას. მაგალითად სტივენ სპილბერგს, რომელსაც საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა “შინდლერის სიის” გადაღებების პარალელურად, ყოველკვირა ურეკავდა და 15 წუთიან შოუებს დგამდა მის გასამხიარულებლად. ასევე მისი საუკეთესო მეგობარი იყო კომიკოსი და მსახიობი ბილი კრისტალი... წაიკითხეთ სრულად 820 შეფასება არ არის
|