x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
7 რამ, რაც ოდესღაც ნაკლად ითვლებოდა, დღეს კი - სილამაზის ნიშანია

image


სილამაზის სტანდარტები მუდმივად იცვლება, და ის რასაც ჩვენი წინაპრები ოდესღაც ნაკლად თვლიდნენ, დღეს შეიძლება მიმზიდველადაც კი გამოიყურებოდეს. გთავაზობთ, ქალის გარეგნობისთვის დამახასიათებელ იმ რამდენიმე სახასიათო ნიშანს, რომელიც ცოტა ხნის წინ, დეფექტად ითვლებოდა, დღეს კი სილამაზის ნიშანია.




ჭორფლი


image



არაერთი ასწლეულია, მამაკაცები კამათობენ: უხდება თუ არა ჭორფლი ქალს? თუმცა უდა ვაღიაროთ რომ ბევრი ქალბატონი სწორედ მისი წყალობით გამოიყურება მიმზიდველად.






სავსე ფორმები


image



სხეულის მრგვალი ფორმები განსაკუთრებით ბოლო რანდენიმე წელია ერთგვარ ტრენდად იქცა, "მადისაღმძვრელი" ფორმებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ცნობილ სელებრითებშიც შეიმჩნევა.






თანდაყოლილი ლაქა



image


უჩვეულო პიგმენტურ ლაქებთან და კანის მთელ რიგ დაავადებებთან შეგუება არც ისე მარტივია, ვინაიდან ისინი ხშირად ნამდვილი სილამაზის აღქმას ხელს უშლიან, თუმცა კანის ეს თავისებურება შეიძლება წარმატების მიღწევის შესაძლებლობადაც კი იქცეს.

image



შეგახსენებთ, რომ ცნობილი კანადელი მოდელი ვინი ჰარლოუა სწორედ კანის პიგმენტაციის დარღვევის წყალობით გახდა მსოფლოში ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი მოდელი.






ხვეული თმა


image


ადრე ხვე­უ­ლ თმას ქალბატონები საგანგებოდ სხვადასხვა გასასწორებელი საშუალებების დახმარებით ისწორებდნენ, დღეს კი, კუ­ლუ­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლო­ბის სიმ­ბო­ლოს წარმოადგენს, მეტიც, ბევ­რი ქალი ხუჭუჭა თმისთვის პარიკსაც კი იყენებს.






კბილებს შორის ღარი


image


დიასტემა კოსმეტიკურ დეფექტად ითვლება, რომლის აღმოფხვრაც სრულიად მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა დღეს, უკვე ნათლად ვხედავთ უამრავ მაგალითს იმისა, რომ კბილებს შორის არსებულმა ღარმა ცნობილ ადამიანებს წარმატების მიღწევაში არა თუ ხელი შეუშალა, არამედ მათ კარიერულ ზრდაშიც კი დაეხმარა.






დიდი დუნდულები


image

სხეულის არც ერთი ნაწილი ალბათ, იმხელა ყურადღებას არ იქცევს, რამდენსაც ქალის დუნდულები, მაგრამ თუ მამაკაცებისთვის სხეულის ეს ნაწილი მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არის მიმზიდველი, სპეციალისტებისთვის უკანალის ფორმა, უპირველეს ყოვლისა, მისი პატრონის ჯანმრთელობის მაჩვენებელია. ბევრი წლის წინ, ჯენიფერ ლოპესმა საზოგადოების ყურადღება დუნდულების დაზღვევით მიიპყრო და დაამტკიცა რომ სექსუალურობა მხოლოდ მკერდის ზომაზე დამოკიდებული არ არის, აგერ უკვე წლებია რაც გლუტეოპლასტიკა მთელს მსოფლიოში ნამდვილ ტრენდად იქცა. დუნდულოების პლასტიკის გაკეთება ჯენიფერმა რამდენიმე წლის წინ კიმ კარდაშიანსაც შთააგონა.






პატარა მკერდი



image


მოკრძალებული მკერდი წლებთან ერთად მოდის სტანდარტად იქცა, აკურატული, პატარა მკერდი უკვე არაერთი წელია რაც აქტუალურად ითვლება.









0
487
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
487