x
მეტი
  • 21.03.2023
  • სტატია:126654
  • ვიდეო:356230
  • სურათი:499382
პროსტიტუცია ირანში ისლამურ რევოლუციამდე - საინტერესო ფაქტები ფოტოსურათებით

image
ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ისლამური რევოლუციის დაწყებამდე თეირანში არსებობდა ღია და აყვავებული “წითელი ფანრების კვარტალი". მას ციტადელს უწოდებდნენ და 1920-იანი წლებიდან ეს იყო ადგილი, სადაც ყოველთვის შეეძლოთ ფულის სანაცვლოდ სასურველის მიღება. არსებობდა პატარა კუთხეც, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მეძავები მუშაობდნენ.

imageimageimage
1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც აღადგინა შაჰის ძალაუფლება, მთავრობამ ტერიტორია შეზღუდა, გადააქცია “გეტოდ", რომელშიც მხოლოდ ქალი მეძავები და მათი შვილები ცხოვრობდნენ. მამაკაცებს, რომლებსაც სურდათ ამ ადგილის მონახულება, დაცვას მეთვალყურეობის ქვეშ უწევდათ მასიური რკინის კარიბჭეების გავლა.

imageimageimage
1970-იან წლებში 1500 მეძავი მუშაობდა თეირანში და მათი უმეტესობა ციტადელში ცხოვრობდა. მათმა ქალიშვილებმა, “პროფესია" მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო მათი ვაჟები შეუერთდნენ თეირანის დაჯგუფებებს. უნდა ითქვას, რომ მამაკაცები ციტადელს ყოველთვის სექსის გამო არ სტუმრობდნენ. ზოგჯერ მათ აინტერესებდათ სასმელი, ნარკოტიკები, ამ გეტოს გარეთ აკრძალული ფილმები ან უბრალო ცნობისმოყვარეობა.imageimage

ციტადელს ჰქონდა საკუთარი კლინიკა, პოლიციის განყოფილება, სოციალური მუშაობის სამსახური და სკოლაც კი, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას. მეძავების ცხოვრება საკმაოდ მძიმე იყო: ისინი განიცდიდნენ ძალადობას, ჰეროინზე დამოკიდებულებას, სიფილისს და სიღარიბეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მუშაობისთვის ზედმეტად ასაკოვნები იყვნენ.

1975-1977 წლებში ირანელმა ფოტოჟურნალისტმა კავე გოლესტანმა ციტადელი მოინახულა და მასში მცხოვრები ხალხის ფოტოები გადაიღო:

imageimageimage















1
777
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
777
  
3 თებერვალი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1