x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136041
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
მღვდელი, რომელიც თავს ღმერთად ასაღებდა, მრევლის მასიურად გაუპატიურებაშია ბრალდებული
image

ბრიტანეთში მღვდელს, რომელიც ღმერთად ასაღებდა თავს გააუპატიურებებში ედება ბრალი.


ბრიტანეთის ქალაქ კოვენტრიში მრევლმა ინდუისტი მღვდელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ The Sun წერს.


68 წლის რაჟინდერ კალია ამტკიცებდა, რომ ავტოავარიის შემდეგ სიარული არ შეეძლო, მაგრამ შემდეგ თითქოს სასწაული მოხდა და ფეხზე წამოდგა.



1986 წელს კალიამ დიდ ბრიტანეთში საკუთარი ტაძარი გახსნა და საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა. ზებუნებრივი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ის მორწმუნეებს ფოკუსებს უკეთებდა: ლიმონიდან სისხლს წურავდა და წყალს ცეცხლს უკიდებდა.


image

ათწლეულების შემდეგ ყოფილმა მრევლმა კალიას უჩივლა. ისინი მას მოტყუებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ კომპენსაციას რვა მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით. ერთმა ქალმა თქვა, რომ კალიამ 22 წლის განმავლობაში 1320-ჯერ გააუპატიურა.


ის ამ ქალს უმტკიცებდა, რომ ამ დროს ინდუისტური ღვთაება კრიშნასაც სიამოვნებდა სექსი.


სხვა მრევლის თქმით, კალიამ მისი სექსუალურად შევიწროება 13 წლის ასაკში დაიწყო. 21 წლის ასაკში მან სასტუმროს ნომერში გოგონას ქალიშვილობა დააკარგვინა.


image

ამის შემდეგ ის პოლიციას დაუკავშირდა, მაგრამ მათგან მხოლოდ მუქარა მიიღო. კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ამბობდა, რომ კალია მასზე ოთხი წლის ასაკიდან ძალადობდა..


მორიგი მსხვეროლის თქმით, მას მღვდელი 13 წლის ასაკიდან უფათურებდა ხელებს და ასევე ქალწულობა დააკარგვინა.


სხვები ამტკიცებენ, რომ მათ კალიამ ფული მოტყუებით გადაარიცხვინა, მათ შორის ერთმა, 5000 ფუნტი გადაიხადა "მისი ძაღლის კიბოსგან განსაკურნებლად".


გარდა ამისა, სტუდენტებმა ყოფილი გურუ გამოძალვაში დაადანაშაულეს.


კალია ყველა ბრალდებას უარყოფს.

0
309
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0