x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134702
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508922
ქალების ისტერიკას მეცნიერული გამართლება უპოვეს: ისინი უბრალოდ ცდილობენ, არ მოკვდნენ
აშშ-ს პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ქალის მაღალი ემოციურობა და ამის მეცნიერული ახსნა იპოვეს. თურმე ქალების ისტერიკა არ არის ახირება ან ფსიქიკური გაუწონასწორებლობა, არამედ მათში ბუნებით ჩადებული გადარჩენის განსაკუთრებული მექანიზმი. ახლა ზედმეტად ემოციური ქალბატონები სრულიად რეაბილიტირებულნი არიან და ვერაფერს დააბრალებთ.



image


მრავალსაუკუნოვანი წარმოდგენა ზოგიერთი გოგოს ჭირვეულ ხასიათზე, რომლებიც ისტერიკებს აწყობენ, მცდარია. გადაჭარბებული ემოციურობა ქალების მეთოდია გადარჩნენ ჩვენს საშიშ და არამეგობრულ სამყაროში.



ისტერიულობაში ბრალდებები ხშირად იწვევს ქალში სერიოზულ კომპლექსს, როდესაც იწყებს ფიქრს, რომ რაღაც არ არის რიგზე მის ფსიქიკაში. პიტსბურგის მეცნიერებმა ქალები გადაარჩინეს, სრულიად გაამართლეს მათი ზედმეტი ემოციურობა. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებმა ემოციები ხშირად უნდა გამოხატონ, რომ მათი მიწიერი მოგზაურობა არ შეამოკლონ.




image


ეს არ არის ხუმრობა. თავშეკავებულობა ისე არ მოქმედებს ქალებზე, როგორც კაცებზე, მათ სიცოცხლეს ამოკლებს. მეცნიერებმა შეისწავლეს 304 ქალი „პერიმენოპაუზის“ (ასაკის მატებასთან ერთად რეპროდუქციული სისტემის ფუნქციების დაქვეითებით) და „პოსტმენოპაუზის“ (რეპროდუქციული სისტემის „დაშლილი“ ფუნქციებით) პერიოდში, რომელთან თითოეული იყო ურთიერთობაში.



შეგროვებული მონაცემები ამბობს, რომ ემოციურად თავშეკავებული ქალები უფრო ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ასანთივით ფეთქდებოდნენ. მშვიდი ქალების არტერიებში აღმოაჩინეს ბევრი არტერიული ფოლაქი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის, ინფარქტის და სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების ალბათობას.



image


დადგინდა, რომ თავშეკავება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას იწვევს, რადგან ყველაფერი მტკივნეულის შიგნით შენახვა ძალიან სახიფათოა. კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკი მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება მხოლოდ ყველა თემაზე საუბრით, პრობლემებზე გაჩუმების გარეშე. მცირე უთქმელობაც საშიში შეიძლება იყოს. თუ გოგონა მალავს, რომ არ მოსწონს საყვარელი ადამიანის მიერ შერქმეული მეტსახელი, ესეც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.



პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ზუსტია. ამ თემაზე კვლევა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს ადრეც ჩატარებული აქვთ, მაგრამ პრობლემებზე გაჩუმებას მხოლოდ დეპრესიისა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემების გამოჩენის მიზეზს უწოდებდნენ. ახლა ვიცით, რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულია და ქალის თავშეკავებულობა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის უკუპროპორციულია.



image


ამერიკელი მეცნიერების ნამუშევარი საჭიროებს დამატებით დაზუსტებას, ვინაიდან მონაწილეთა მცირე რაოდენობა არ იძლევა პრობლემის სიღრმისეული შესწავლის საშუალებას. ამის მიუხედავად, კვლევამ უკვე მოიტანა სარგებელი, რადგან მან არა მხოლოდ გამოავლინა თავშეკავებულობის რეალური რისკები, არამედ ხაზი გაუსვა სხვადასხვა სქესის გენდერული მახასიათებლებისადმი პატივისცემის გამოხატვის აუცილებლობას.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა

2. რატომ არ შეიძლება ტუალეტში შესვლა, თუ ღამით გაგეღვიძათ

3. სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი

4. მეცნიერებმა ხვრინვის ახალი მიზეზი იპოვეს: საქმე ენაშია

5. შიში სასარგებლოა: სტრესი და პანიკა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება

6. შფოთვა შიშს და ორჭოფობას ბადებს: მის მოშორებას ცისფერი ნივთებით შეძლებთ

7. მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს

8. სილამაზის ექსპერტი ირწმუნება, რომ ყოველდღე მეტროთი მგზავრობა ნაადრევ სიბერეს იწვევს

9. რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება - კვლევის შედეგი

10. მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
97