სხვა სწორია - არასწორია! ქართული ენის მართლწერის საკითხები - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2018, 20 დეკემბერი, 14:15
მიუხედავად იმისა, რომ გვინდა სწორად ვწეროთ და ვიმეტყველოთ, მაინც ხშირად გვეპარება შეცდომები. სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც მრავლად გვხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დავიწყოთ საკუთარი სახელებით:
ყველაზე პრობლემურია უცხოური გეოგრაფიული საკუთარი სახელები, რომლებიც "ა"- ზე ბოლოვდება. მაგალითად, ბარსელონ-ა.
სწორია: ბარსელონ-ის, ბარსელონ-იდან. არასწორია: ბარსელონ-ას, ბარსელონა-დან. ნათესაობითი ბრუნვა (ბრუნვის ნიშანი -ის) არ უნდა აგვერიოს მიცემით ბრუნვაში ( ბრუნვის ნიშანი -ს). მაგ, ფრაზა: "ბარსელონას ვგულისხმობ" - აქ მიცემით ბრუნვაში დგას "ბარსელონა", და თუ ვამბობთ: "ბარსელონის აეროპორტი", აქ "ბარსელონა" დგას ნათესაობით ბრუნვაში. ასევე ხშირად გვხდება საკუთარი სახელების არასწორად გამოყენების შემთხვევები: არასწორია - სწორია: მერაბისთან - მერაბთან ჯემალისთან - ჯემალთან ანზორისთან - ანზორთან გურამისთან - გურამთან ოთარისთან - ოთართან გიორგთან - გიორგისთან თამაზიზე - თამაზზე ნესტანიზე - ნესტანზე ნოდარიზე - ნოდარზე რამაზიზე - რამაზზე დიმიტრზე - დიმიტრიზე ლევანიზე - ლევანზე ბაკურისთან - ბაკურთან ეთერიზე - ეთერზე რაოდენობითი რიცხვითი სახელების ჯერობის გამოხატვისას ემატება -ჯერ, მაგრამ გამონაკლისია - ერთხელ (და არა, ერთჯერ). არასწორია: ერთჯერ. სწორია: ერთხელ ( გამონაკლისია ) დაიმახსოვრეთ: არასწორია - რამოდენიმე სწორია - რამდენიმე არასწორია - თითეული ან თვითეული სწორია - თითოეული არასწორია - ჩვენთაგანი, თქვენთაგანი სწორია - ჩვენგანი, თქვენგანი ხშირია შეცდომა "იგივე" (ერთი და იგივე) ნაცვალსახელის ბრუნებისას. სახელობიითი ბრუნვის გარდა, დანარჩენ ბრუნვებში "იგივე"-ს ენაცვლება "იმავე", მაგ: სახ. იგივე / ერთი და იგივე სახლი მოთ. იმავე-მ / ერთმა და იმავე სახლ-მა მიც. იმავე-ს / ერთ(სა) და იმავე სახლ-ს ნათ. იმავე-ს / ერთი და იმავე სახლ-ის მოქ. იმავე-თი / ერთი და იმავე სახლ-ით ვით. იმავე-დ / ერთ(სა) და იმავე სახლ-ად 2577 3-ს მოსწონს
|