x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ნოლი კომპლექსი: ვარსკვლავები, ვისთვისაც კადრში გა@იშვლება პრობლემა არ არის

image


მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები მიჩვეულები არიან რეჟისორის მითითებებს დაემორჩილონ, ყველა მათგნი თამამ სცენებში მონაწილეობისთვის მაინც არ არის მზად. ზოგი აღნიშნული მოთხოვნისგან ბოლომდე აბსტრაგირდება, ზოგიც კი უხერხულობის გრძნობას ალკოჰოლით იკლავს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც კამერის წინ საცვლების გახდა არანარ სირთულეს არ წარმოადგენს. დღეს, სწორედ იმ მსახიობებზე ვისაუბრებთ, ვისთვისაც კადრში დედიშობილა გამოჩენა პრობლემა არ არის.





შარლიზ ტერონი


image

ამ მსახიობმა, თავისი კოლეგების მსგავსად, კინოში თავისი პირველი როლები მხოლოდ გარეგნობის წყალობით მიიღო. რეჟისორები მშვენიერი, გრძელფეხა ქერა ლამაზმანისთვის როლებს თამამ სცენებში უპრობლეომოდ პოულობდნენ, რაზეც ის ძალიან მშვიდად რეაგირებდა. თუ ამა თუ იმ ეპიზოდს ის შესაფერისად თვლიდა, მაშინ გოგონა შეთავაზებაზე თანხმდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მოუწევდა მას კამერის წინ გამოჩენა.





მონიკა ბელუჩი


image


მომაჯადოებელი შავგვრემანი ლამაზმანი საკუთარ თაყვანისმცემლებს პიკანტური სცენებით ხშირად ანებივრებდა. რეჟისორები მისი სილამაზის მაყურებლისგან დამალვას მკრეხელობად მიიჩნევდნენ, და იმისდა მიუხედავად რომ მსახიობის მეორე ნახევრები მის სიმშვიდეს ასეთ სცენებთან დაკავშირებით ყოველთვის არ იზიარებდნენ, ის თავისას მაინც არ იშლიდა, მონიკა მათ არწმუნებდა რომ არანაირ დისკომფორტს არ განიცდიდა, რადგან ეს ყველაფერი ფიქცია იყო.




ქეით უინსლეტი


image

"ტიტანიკში" ქეით უინსლეტის მიერ შესრულებულმა მშვენიერმა როუზმა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სრული უმრავლესობა მოხიბლა. ახალგაზრდა მსახიობი სულ არ დააბნია იმ სცენამ, სადაც ის საკუთარი პარტნიორის წინაშე დედიშობილა პოზირებდა. ამ გახმაურებული დრამის შემდეგ მსახიობი ისეთ როლებზე, სადაც მკერდის მოშიშვლება ან სხეულის სხვა ინტიმური ნაწილების ჩვენება იყო საჭირო უარს პრაქტიკულად არასდროს ამბობდა.





ემილია კლარკი


image


"GOT"-ის ვარსკვლავის თქმით, მას შიშველი გადაღება არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, პირიქით, მოსწონს კიდეც. მთავარია - ამას ისე მოეპყრო როგორც საქმეს, და როლი ბოლომდე იმ ფორმით შეასრულო, როგორშიც გმირი უნდა იყოს, აცხადებს - "Game of Thrones"-ის ვარსკვლავი, ემილია კლარკი.





რაიან გოსლინგი


image


კანადელი მსახიობი კადრში შიშველი ტორსით სიამოვნებით ჩნდება. ის თავის საქმეს, პირველ რიგში, ხელოვნებად მიიჩნევს, და შიშველ სხეულში განსაკუთრებულ სენსუალობასაც პოულობს.





ტომ კრუზი

image


ფილმ "შეუსრულებელი მისიის" ვარსკვლავს კარიერის გარიჟრაჟზე ხშირად სთავაზობდნენ როლებს "გახდით", რადგან ახალგაზრდა მსახიობი კადრში არა მხოლოდ კარგად და ჰარმონიულად მუშაობდა, არამედ გამოჩენისთანავე მრავალი გოგონას კერპიც გახდა. ფილმში კრუზის თამამი სცენების დამატებით, რეჟისორები საკუთარი ნამუშევრების საკასო შემოსავალს ერთი ორად ზრდიდნენ.







0
1165
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1165