x
მეტი
  • 07.12.2023
  • სტატია:132200
  • ვიდეო:357625
  • სურათი:506786
რატომ უყიდა ალა პუგაჩოვამ "არლეკინოს" ავტორს ბინა და საჩუქრად გადასცა
image

მეწარმე ანდრეი კოვალევმა YouTube შოუში "ალენა, ჯანდაბა!"(Алена, блин!»)გააჟღერა ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ისტორია, თუ როგორ უყიდა ალა პუგაჩოვამ ბინა სიმღერის "არლეკინის" ავტორს, რამაც იგი ვარსკვლავად აქცია. საუბარია პოეტ ბორის ბარკასზე.


ბარკასმა სმა დაიწყო, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ლოთობაში გადაიზარდა და შედეგად ცოლმა სახლიდან გააგდო.


პოეტმა დაკარგა პასპორტიც და უსახლკაროდ დარჩა.იგი ქუჩაში ათევდა ღამეს . როდესაც პუგაჩოვამ ამის შესახებ შეიტყო, მან დაურეკა კოვალევს.



”ალა ბორისოვნა მირეკავს და მეუბნება: ”ანდრიუხა, მოდი რა ვიყიდოთ მისთვის ბინა?” და ჩვენ ვიყიდეთ ბინა მისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მან არ შეწყვიტა სმა. ორ კვირაში პრაქტიკულად ეს ბინაც მოინელა და ორიოდე თვეში გარდაიცვალა“, - ამბობს ბიზნესმენი.

ბინა მემკვიდრეობით პოეტის ცოლს და ქალიშვილს დარჩა.


-ქალს არასდროს ვთხოვ დახმარებას. ინვალიდი არ ვარ, წუმპეში არ ვზივარ. მირჩევნია კიდევ ერთი ჰიტი დავწერო პუგაჩოვასთვის დიდი სიამოვნებით! - თქვა პოეტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

imageფოტოზე:ბორის ბარკასი და ალა პუგაჩევა



ბორის ბარკასი წერდა ტექსტებს არა მხოლოდ ალა პუგაჩოვას სიმღერებისთვის. ალექსანდრე გრადსკი, ალექსანდრე ბუინოვი, ჯგუფი "მაშინა ვრემენი და "ავტოგრაფი", აი არასრული სია იმ შემსრულებლებისა, რომლებიც ქმნიდნენ ჰიტებს მის ლირიკაზე. პოეტი 2007 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image


ცნობილი შლაგერის "არლეკინო"-ს მუსიკა ეკუთვნის ბულგარელ კომპოზიტორს ემილ დიმიტროვს, არსებობს 1964 წლის სსრკ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ფონდის ჩანაწერი ავტორის მიერ ბულგარულ ენაზე შესრულებული. ორიგინალ ბულგარულ ტექსტში საუბარი იყო ხის თოჯინაზე, რომელიც სიყვარულის ალმა დაწვა....დაახლოებით 11 წლის შემდეგ, 1975 წელს სიმღერა გამოჩნდა ალა პუგაჩოვას რეპერტუარში, ბორის ბარსაკის ტექსტში იყო «Арлекин, ну, Арлекин», პუგაჩოვამ შეცვალა იგი «Арлекино, Арлекино»

სიმღერა ჩაიწერა სტუდიაში და გამოვიდა მომღერლის პირველი სოლო სინგლის სახით, რომელიც გახდა პუგაჩოვას სავიზიტო ბარათი კარგა ხნით.


ამ სიმღერით ალა პუგაჩოვამ 1975 წელს ბულგარეთში საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე, „ოქროს ორფეოსი“ გრან-პრი აიღო.


0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0