x
მეტი
  • 16.08.2022
  • სტატია:121544
  • ვიდეო:354833
  • სურათი:493667
12 შემაშფოთებელი ფაქტი, რომლებიც სჯობს, რომ არ იცოდეთ

image
ხანდახან შემთხვევით ვაწყდებით ისეთ ინფორმაციას, რომელიც იმდენად უცნაური ან ან შემაშფოთებელია, რომ ვნანობთ კიდეც მის გაგებას. სამყარო სავსეა უცნაურობებით, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობამ არ იცის:

1. ყველაფერი, რასაც ჭამთ და სვამთ, შეიცავს მიკროპლასტიკებს. ჰაერიც კი, რომელსაც თქვენ სუნთქავთ, შეიცავს პლასტმასს.image

2. მშობიარობის დროს სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე აბორტის დროსimage

3. არსებობენ პატარა ტკიპები, რომლებიც სახლდებიან თავის, წამწამების და წარბების თმის ფოლიკულებში, აგრეთვე სახის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარებში და სეკრეციაში. ამ პრობლემასთან გამკლავება ძალიან რთულია. image

4. პოლარული დათვის ღვიძლი შეიცავს 10400 სტანდარტულ ერთეულ A ვიტამინს, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი, თუ მას შეჭამს.image

5. კვერცხს აქვს ცილის სტრუქტურა, რომელიც იმდენად ჰგავს ჩვენს სისხლს, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სისხლი, როგორც კვერცხის შემცვლელი ნამცხვრებში და ა.შ.image

6. ადრე ამერიკელი ექიმები ჩვილებს გულის ოპერაციას ანესთეზიის გარეშე უკეთებდნენ. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა დასრულდა. ყოველ შემთხვევაში მისი გამოყენება 1980-იანი წლების შემდეგ შეწყდა.image

7. როდესაც რენტგენის ტექნოლოგია პირველად გახდა ფართოდ ხელმისაწვდომი პედიატრებისთვის, მათ შენიშნეს ნახატებში გატეხილი ძვლების გასაოცრად დიდი რაოდენობა. დაბნეულმა ექიმებმა ჩათვალეს, რომ ბავშვებში ადრე უცნობ ძვლის დაავადებას ხედავდნენ. გამოდის, რომ ექიმებს უბრალოდ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად გავრცელებული იყო ბავშვებზე ძალადობა ოჯახებში.image

8. ზოგიერთ სიმსივნეს, რომელსაც ტერატომას უწოდებენ, შეუძლია კბილები და თმა გაიზარდოს“.

ტერატომა არის ქსოვილი ან თუნდაც ორგანო, რომელიც არ არის დამახასიათებელი სიმსივნის ლოკალიზაციისთვის: ტერატომაში შეიძლება იყოს თმა, კუნთოვანი ქსოვილი, ძვლოვანი ქსოვილი, ნაკლებად ხშირად უფრო რთული ორგანოები - თვალი, ღერო, კიდურები.image

9. ვეშაპები არ კვდებიან სიბერით, ისინი უბრალოდ კარგავენ ძალას, რომ ამოვიდნენ ზედაპირზე ჰაერისთვის და ნელ-ნელა იძირებიან.image

10. დამხრჩვალი ადამიანის ცხიმი საპნის მაგვარ ნივთიერებად იქცევა, თუ ის წყლის ქვეშ რჩება ჰაერთან შეხების გარეშე.image

11. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების დაახლოებით 30% მოკლულია და ყველაზე ხშირად იმ პირის მიერ, ვინც მათ დაკარგულად აცხადებს. ამის შესახებ პოლიციამ შეიძლება იცოდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მტკიცებულებები არ გააჩნიათ.image

12. თუ ჭიანჭველა დაინფიცირდება პარაზიტული სოკოთი Cordyceps lopsided, ის გააკონტროლებს თავის ტვინს და მწერს ზომბად აქცევს.image

0
585
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
585
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0