x
image
Yoona
Mediator image
შიში სასარგებლოა: სტრესი და პანიკა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება
მეცნიერები შიშს შესანიშნავ ინსტრუმენტად თვლიან, რომ ადამიანმა თავისი ხასიათის უპირატესობა რეალურად შეიგრძნოს. შიში მოკავშირე უნდა იყოს, მაშინ ეს გრძნობა ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებში კონცენტრირებაში, მობილიზებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

image

საზღვრის შეგრძნება

შიში საზღვრების დადგენას გვაიძულებს, რომლის ფარგლებს გარეთ ყოფნა საშიშია. ზოგჯერ ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, იმის შიში, რასთან შეხებაც არ შეიძლება, ნამდვილად სასარგებლოა.


image

პირადი აღიარება და შეცნობა

შიშთან შეჯახებისას საკუთარ თავს უკეთ გაუგებთ. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტს ისწავლით, გამოცდილებას მიიღებთ და ეცდებით გააკეთოთ ის, რაც ადრე მიუღწეველი გეჩვენებოდათ.

კონცენტრაცია

შიში საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ სიტუაციის საფრთხე რეალურად შევაფასოთ. იმ შემთხვევაში, როცა ფიქრის დრო არაა და მოქმედებაა საჭირო, სწრაფად კონცენტრირებას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.

image

დაგეგმვა

თუ რაიმესი გეშინიათ, დრო გამოყავით, რომ ამ სიტუაციისთვის მოემზადოთ. ასე დაგეგმვას, მიზანდასახულობას და პროგნოზირებას ისწავლით.

დაბრკოლებების გადალახვა

თვითგადარჩენის შიში დაბრკოლებების გადალახვას გასწავლით. შიშის წყაროს დაძლევას ყოველთვის ვერ ვახერხებთ, ამიტომ სირთულეების მიზანმიმართული მოგვარების გარდა არაფერი გვრჩება.

ახალი შესაძლებლობების და რესურსების აღმოჩენა

ზოგიერთ ადამიანს საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასება არ შეუძლია, რადგან რაღაც ზედმეტის გაკეთების ეშინია. თუ შიშის წყაროს გაუგებთ და საკუთარ თავზე იმუშავებთ, ცხოვრებაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ. სწორედ ამიტომ, შიშს „სახეში“ ჩახედეთ, თქვენი მოკავშირე გახადეთ, სიტუაცია შეაფასეთ და საკუთარ თავს გვერდიდან რჩევა მიეცით. ასე შიშთან „დამეგობრებას“ და ბევრი სარგებლის მიღებას შეძლებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა

image

ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ

image

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ

image

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

image

შეწყვიტეთ იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც არ უყვარხართ

image

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
36