სხვა მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს 2020, 21 იანვარი, 17:45 ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ შხაპი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც ყოველდღე უნდა შეასრულოთ.
![]() ![]() თუ ამ ჯგუფს მიეკუთვნებით და გაწუხებთ კითხვა, თუ რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ შხაპი, პასუხს მეცნიერები გაგცემენ: არც ისე ხშირად, როგორც ადამიანები თვლიან. ორი დერმატოლოგის კვლევა აშშ-დან აჩვენებს, რომ ხალხი შხაპს საჭიროზე მეტად იღებს. ![]() ყოველდღე შხაპის მიღების ფსევდო-ნორმა კარგი რეკლამიდან მოდის. ![]() საქმე იმაშია, რომ საჭიროზე მეტი შხაპის მიღებით სხეულს შეიძლება ზიანი მიაყენოთ. ზეიჰნერის და ხირშის აღწერით, ხშირმა დაბანამ (განსაკუთრებით ცხელი წყლით) შეიძლება თქვენი კანი გამოაშროს და დისკომფორტი გამოიწვიოს. ასევე დაბანის პროცედურებმა შეიძლება კარგი ბაქტერიები მოკლას, რომელიც კანზე ბუნებრივად არსებობს, და დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ. ორივე ექიმი ხაზს უსვამს: ბავშვები ყოველდღე არ დაბანოთ, ეს უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ზეიჰნერის თქმით, უსიამოვნო ბაქტერიებზე ნაადრევი ზემოქმედება უფრო გვიანდელ ასაკში კანს უფრო მგრძნობიარეს ხდის. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა აქტივობა და კლიმატი, რომელშიც ცხოვრობთ, ასევე განსაზღვრავს, თუ რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ შხაპი, მაგრამ ყოველდღიური შხაპი არავითარ შემთხვევაში რეკომენდებული არაა. რეკომენდებულია შხაპი ორ დღეში ერთხელ მიიღოთ, ან სამ დღეში ერთხელ. ასევე დაგაინტერესებთ: სილამაზის ექსპერტი ირწმუნება, რომ ყოველდღე მეტროთი მგზავრობა ნაადრევ სიბერეს იწვევს ![]() მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ ![]() ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა ![]() რატომ არ შეიძლება ტუალეტში შესვლა, თუ ღამით გაგეღვიძათ ![]() მეცნიერები: ტატუს მქონე ადამიანები უფრო რისკიანები არიან, მაგრამ უძილობით იტანჯებიან ![]() 829 შეფასება არ არის |