სხვა მეცნიერებმა ხვრინვის ახალი მიზეზი იპოვეს: საქმე ენაშია 2020, 21 ივლისი, 9:27 პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვრინვის მიზეზი შეიძლება ენის სისქე იყოს. ძილის აპნოე ხდება მაშინ, როცა წამიერად სუნთქვას წყვეთ და შემდეგ აგრძელებთ. ეს დაბრკოლების გამო ხდება, რომელიც სასუნთქ სისტემაში ხდება – დიდი ნუშისებრი ჯირკვლები, სიმსუქნე, ანატომიური განსაკუთრებულობა.
ენა და ხვრინვა „ექიმების უმეტესობა ენის სისქეს, როგორც პოტენციური ხვრინვის მიზეზს არასდროს განიხილავდა. ახლა, როცა ეს დავადგინეთ, შეგვიძლია აღმოფხვრის მიზნით თერაპია შევთავაზოთ“ – განმარტავს რიჩარდ შვაბი, კვლევის თანაავტორი და ძილის ცენტრის დირექტორი პენსილვანიაში. ზომას მნიშვნელობა აქვს სიმსუქნემ შეიძლება ენის სისქეზე გავლენა იქონიოს, თუმცა ეს მოსაზრება პრაქტიკით უნდა დამტკიცდეს, სანამ რაიმე დასკვნა გაკეთდება. „ზოგიერთი მომავალი კვლევა განიხილავს საკითხებს, თუ რომელი დიეტა გამოდგება ენის ცხიმოვანი დაგროვების შესამცირებლად, ასევე შესაძლებელია თუ არა მკურნალობის მეთოდების გამოყენება და მუცლის ცხიმის შემცირება ენის ცხიმოვანი დაგროვების შესამცირებლად“ – ამატებენ ექსპერტები. მსგავსი დიაგნოზი ექიმმა უნდა დაადგინოს, რომელიც დიეტის შეცვლაში დაგეხმარებათ. ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა 189 შეფასება არ არის |