x
image
Yoona
Mediator image
ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება
სიბერე გარდაუვალი პროცესია, რომელიც ხშირად შეუმჩნევლად ხდება და ადამიანებს ეს ყოველთვის არ უხარიათ. როგორც აღმოჩნდა, სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირად არ ბერდება. ადამიანი ვერ ამჩნევს, მაგრამ ზოგი ორგანო სხვებზე უფრო სწრაფად ბერდება. მსგავსი მოვლენის დასამტკიცებლად ექსპერიმენტები ჩაატარეს.


image

დაბერების პროცესი

დაბერების პროცესს ადამიანი მშვიდად იღებს, რადგან ეს გარდაუვალია. ასაკთან ერთად ადამიანის სხეული ბერდება, კანი ძველებურ სიგლუვეს კარგავს. აღმოჩნდა, რომ კანზე უფრო სწრაფად სხეულის სხვა ნაწილი ბერდება.



image

საინტერესოა, მაგრამ ტვინი ყველაზე სწრაფად ბერდება. განსხვავებას ვერ ვამჩნევთ, რადგან წამით არის განსხვავებული. 79 წლის ასაკშიც კი სხვაობას ვერ დავინახავთ, რადგან ამ დროს თავი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით მხოლოდ 90 მლრდ წამით უფრო მოხუცი იქნება.


image

ალბერტ აინშტაინის თეორია

მსგავსი დაბერების პროცესის ფენომენი აინშტაინის ფარდობითობის თეორიას ემყარება. ამ თეორიიდან გამომდინარეობს, რომ დროის მოძრაობის სიჩქარე ადამიანის მოძრაობის სიჩქარეზე და ადამიანის გრავიტაციული ველიდან დაშორებაზეა დამოკიდებული.


image

თეორიის თანახმად, მაღალ სიმაღლეზე დრო უფრო სწრაფად გადის. ეს საათებით იყო შემოწმებული, რომლებიც სიმაღლეზე და ზღვის დონეზე დააყენეს. აღმოჩნდა, რომ საათი რაც უფრო მაღლა იმყოფება, მით უფრო სწრაფად მუშაობდა.


image

ჩატარებული კვლევა

იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანი უფრო სწრაფად ბერდება, თუ მაღალ კიბეზე დგას და მისი სხეულის ნაწილები სხვადასხვანაირად ბერდება, სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის ფიზიკოსებმა აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოიყენეს.


image

ფიზიკოსებმა ერთი საათი მეორეზე ზუსტად 1 ფუტის სიმაღლეზე დაკიდეს და შენიშნეს, რომ ზემოთ დაკიდული საათი უფრო სწრაფად მოძრაობდა, რადგან სიმძიმის ძალა მცირედით შემცირებული იყო. ასე ჩატარებული ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ თუ დრო სწრაფად მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მაღლა იმყოფება.


image

სწორედ ამიტომ, ადამიანის თავი უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე ფეხები. აქედან გამოდის, რომ სხეულის ყველა ნაწილი ერთდროულად და ერთნაირად ვერ დაბერდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ

image

დამტკიცებულია მეცნიერულად: სახლში კატის ყოლის კარგი მიზეზები

image

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ

image

ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

image

თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

image

მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
324
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
324