სხვა ბედი მოატყუა: ბეთჰოვენის დნმ–ის ანალიზმა აჩვენა მისი სუსტი მუსიკალური შესაძლებლობები 10 მაისი, 15:44 დიდი კომპიზოტირის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა ძალიან დაბალი მიდრეკილება რიტმის სინქრონიზაციისადმი. ეს თვისება ხშირად ასოცირდება ადამიანის მუსიკალურობასთან. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფს ბეთჰოვენის მაგალითით სურდა ეჩვენებინა, რომ ამა თუ იმ ადამიანის მიდრეკილებების შესახებ გენეტიკური პროგნოზების პრაქტიკა საშიში შეიძლება იყოს.
დნმ–ის და გენეტიკის სფეროში მიღწევები ზრდის ცდუნებას, მივიღოთ პროგნოზები, თუ რა მიდრეკილებები ექნება ადამიანს. მათ შორის კრიმინალური ან გენიალური. თუმცა პიროვნების ყველა თვისება არ შეიძლება აიხსნას გენეტიკურად ჩადებული პროგრამებით. მეცნიერებმა შეადარეს მუსიკალურობაზე პასუხისმგებელი გენების ნაკრები ბეთჰოვენში და ათასობით თანამედროვე ადამიანში, რომელთაც აქვთ გარკვეული მიღწევები მუსიკის სფეროში. აღმოჩნდა, რომ დიდი კომპოზიტორის დნმ არა მხოლოდ უღიმღამოა, არამედ უარესია, ვიდრე შესწავლილი მონაცემთა ნაკრები. გენეტიკური ანალიზის თანახმად, ამ მასივის ადამიანების 90%–ს უფრო დიდი მიდრეკილება ჰქონდა მუსიკის მიმართ. კვლევის ავტორები დარწმუნებულნი არიან, ეს ნათლად აჩვენებს ამ მიდგომის პრობლემას. ზოგიერთი ექსპერტი და მეცნიერებისგან შორს მყოფი ადამიანები გვთავაზობენ მის გამოყენებას პიროვნებაში დანაშაულის ჩადენის მიდრეკილების გამოსავლენად. ამან შეიძლება შექმნას სერიოზული სამართლებრივი და ეთიკური პრობლემა. „ჩვენი მიზანი იყო გამოგვეყენებინა ეს შემთხვევა, როგორც გენეტიკური პროგნოზების გაკეთებასთან დაკავშირებული გამოწვევების მაგალითი. დნმ–ზე დაფუძნებულ პროგნოზსა და ბეთჰოვენის მუსიკალურ გენიას შორის შეუსაბამობა სასწავლო მომენტია. ეს გვიჩვენებს, რომ გენეტიკური ტესტები ვერ მოგვცემს საბოლოო პასუხს იმაზე, რამდენად ნიჭიერი იქნება ადამიანი“ – ტარა ჰენეხოვიჩი, კვლევის თანაავტორი (ვანდელბილტის უნივერსიტეტი). მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტატისტიკური მონაცემების დაგროვებისას და დნმ–ის შესწავლის ხარისხის ღრმა შესწავლით შესაძლებელი იქნება უკეთ გავიგოთ გენების გავლენის ხარისხი ადამიანის გარკვეულ ტენდენციებზე. მხოლოდ დნმ–ის ანალიზზე დაყრდნობა ადამიანის ქცევის პროგნოზირებისთვის ჯერ ადრეა. გარემომცველი ფაქტორების გავლენა არავითარ შემთხვევაში გამორიცხული არ არის. ასევე დაგაინტერესებთ: შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს კომპონენტი, რომელიც ბავშვის გონებაზეა პასუხისმგებელი, დედის რძეში იპოვეს 216 1-ს მოსწონს |