სხვა შფოთვა შიშს და ორჭოფობას ბადებს: მის მოშორებას ცისფერი ნივთებით შეძლებთ 2021, 6 აპრილი, 16:15 მოგწონთ ცისფერი ნივთები? ფსიქოლოგების აზრით, ამ ფერს, რომელიც ზღვის სიმბოლოდ ითვლება, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ბოლო კვლევებით, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს, ცისფერი ადამიანს ამშვიდებს და სტრესულ სიტუაციაში თავს კარგად აგრძნობინებს.
თუ გარკვეული ვითარების გამო სტრესს და შფოთვას ხშირად განიცდით, შეგიძლიათ თქვენი კარადა ცისფრად შეღებოთ ან სახლი ცისფერი ნივთებით მორთოთ. ასე მშვიდ გარემოს შექმნით. 6 ნივთი, რომელიც ცისფერ ფერში უნდა შეარჩიოთ.
ინტერიერის ნივთები სახლისთვის ცისფერი ფარდა, ხალიჩა, კომოდი ან სხვა ინტერიერის ნივთი იყიდეთ. ასე სტრესს მოიშორებთ. სახლში შესვლისთანავე ცისფერ ხალიჩას ან ფარდას დაინახავთ, რაც დამამშვიდებელ ეფექტს შექმნის. ფინჯანი ცისფერი ფინჯანი შეიძინეთ და ყოველდღე მისგან ჩაი ან ყავა დალიეთ. ყოველჯერზე, როცა ჩაის დალევა მოგინდებათ, ცისფერი ფინჯანი აიღეთ და დამშვიდდებით. პირსახოცი კვლევის თანახმად, წითელი ან ღვინისფერი პირსახოცი ნერვულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და გაღიზიანებას იწვევს. სჯობს ცისფერი პირსახოცი გამოიყენოთ. ტანსაცმელი არავინ ამბობს, რომ თეთრი ან შავი ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვათ, ეს ნორმალურია. თუ შფოთვა გაწუხებთ, ცისფერი ტანსაცმელი ცუდ განწყობას მოგაშორებთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტანსაცმელი: ფეხსაცმელი, შარვალი ან მაისური. სკამი სპეციალისტების ერთი უჩვეულო რჩევა. ცისფერი სკამი შეიძინეთ და დადეთ ოთახში, სადაც ხშირად ისვენებთ. ეცადეთ მასზე ხშირად დაისვენოთ. ეს განწყობაზე დადებითად აისახება. კედლები თუ ძილის პრობლემები გაწუხებთ, ოთახების კედლები ცისფერში შეღებეთ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს უძილობის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი მეთოდია. ცისფერი თვალებს ამშვიდებს და თქვენ მოდუნებას შეძლებთ. ასევე დაგაინტერესებთ: თუ სწრაფად დამშვიდება გსურთ, სახე ან ზურგი დაინამეთ: ფსიქოლოგის რჩევები იყავით ზარმაცები: მარტივი ხრიკი, რომელიც სულის და სხეულის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ შიში სასარგებლოა: სტრესი და პანიკა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა 16 1-ს მოსწონს |