x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აირჩიეთ ხე და გაიგეთ ხართ თუ არა მოღალატე
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან.

დღევანდელ სტატიაშიც მინდა ფსიქოლოგიური ტესტი შემოგთავაზოთ, სადაც მოცემულია 7 ხე, მათგან კი მხოლოდ ის ერთი უნდა ამოირჩიოდ, რომელმაც ყველაზე მეტად მიგიზიდათ. შესაბამისად კი წაიკითხეთ დასკვნა და გაიგეთ რამდენად მოღალატე ხართ. წარმატებებს გისურვებთ.

image


1. თქვენ იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისაც ადვილად შეუძლიათ სხვებს უღალატონ. თქვენი ემოციები პიკს არის და ამიტომ ხელმძღვანელობთ არა გონებით, არამედ გარემოებებით. ამის გამო ხშირად არასწორად იქცევით, რაც გაიძულებთ ჰკითხოთ საკუთარ თავს "ეს რატომ ჩავიდინე"?! ამ უარყოფით თვისებასთან ადვილია გამკლავება, უბრალოდ ხშირად იფიქრეთ თქვენს საქციელზე და აკონტროლეთ ემოციები.



2. თქვენ იმ კატეგრიის ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისაც არ გააჩნია საკუთარი აზრი, რასაც ხშირად უარყოფით გადაწყვეტილებამდე მიყავხართ და აქედან გამომდინარე გიწევთ ღალატიც. განერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უარყოფითი ენერგიით გტვირთავენ და მხოლოდ ცუდი და ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ.




3. თქვენ ძალიან თბილი ადამიანი ხართ და ყოველთვის გადარდებთ სხვისი გრძნობები. ღალატზე იმ შემთხვევაშიც არ იფიქრებთ, თუ ადამიანი ძალიან გაგანაწყენებთ. გახასიათებთ გულღია და პატიოსანი რჩევები და საუბრები, თუ კი მოსაუბრე ან მეგობარი თქვენს აზრებს არ ემთხვევა, თავისუფლად იშორებთ გზიდან, რადგან თქვენი დევიზია "გავუფრთხილდეთ ნერვებს".



4. თქვენთვის ღალატი სახალხო განათლების ღონისძიებაა და ამ ხერხს (ღალატს) მხოლოდ საპასუხოდ მიმართავთ. თქვენი ქცევა კი ამ შემთხვევაში გეგმიურია: ჯერ პატიობთ მოღალატე მეგობარს (ახლობელს), შემდეგ აგრძელებთ მასთან ურთიერთობას სრული ნდობით და ამ ჯერად უკვე მოულოდნელად თქვენ ღალატობთ სამაგიეროს გადახდის მიზნით. ეს რა თქმა უნდა არასწორია, თუმცა მიგაჩნიათ, რომ ამგვარი ქმედებით მოღალატეს აგრძნობინებთ თუ როგორია ამ სიტუაციაში ყოფნა და ფიქრობთ ის შეიცვლება.



5. მოღალატე პიროვნებას ნამდვილად ვერ გიწოდებთ, თუმცა თუ მოხდა ერთჯერადად ასეთი შემთხვევა, სინანულით თავს იწამებთ, სანამ დაზარალებული არ გაპატიებთ. რომც არ გაპატიოთ, ვეღარაფერს შეცვლით და ამიტომ ეცადეთ გააგრძელოთ ცხოვრება მშვიდათ.



6. მცირე, ღალატისმაგვარი ქმედებებით ცდილობთ ხოლმე ადამიანის მწყობიდან გამოყვანას, რადგან არ იცით როგორ მართოდ ემოციები და რა ხერხით შესძინოთ თქვენს ცხოვრებას ფერები. ჯერ აყენებთ ადამიანს შეურაცხყოფას, ან აწყენინებთ, ამ გულისტკენის შემდეგ კი ყველა ღონეს იყენებთ ნდობის დასაბრუნებლად. დროა გაიზარდოთ.



7. თქვენ ძალიან ეგოისტი ადამიანი ხართ, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა სარგებელი მოუტანოს საკუთარ თავს. ამიტომ, როდესაც წარსდგებით სარგებელისა და ღალატის წინაშე, წარბშეუხრელად ყოველთვის პირველზე აჩერებთ არჩევანს. გვიან ხვდებით, რომ ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური აქტივები.




იხილეთ აგრეთვე:


* ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს

* ამოირჩიეთ ვაშლი და აღმოაჩინეთ თქვენი თვისებები

* იპოვეთ შეცდომა მხოლოდ 7 წამში

* ყველაზე საინტერესო თავსატეხი, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა

* შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი- რამდენად კარგად იცით საქართველოს წარსული?

* იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?

* 20 განსაცვიფრებელი ოპტიკური ილუზია, რომლებიც აგიფეთქებთ ტვინს

* რამდენი საზამთროა სურათზე? ფოტო, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა

* მხოლოდ ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით ამოხსენით მაგალითი



4
8464
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
8464
  
2016, 8 დეკემბერი, 12:51
:))))
2016, 8 დეკემბერი, 12:35
7 :D:D:D
2016, 8 დეკემბერი, 12:31
რა იყო ალექს, რომელი ხე აირჩიე? :)))
2016, 8 დეკემბერი, 12:19
ვაიმეე :D:D:D
0 1 4