x
მეტი
  • 09.10.2024
  • სტატია:137529
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511417
30 მლნ. წლის არტეფაქტი, რომელიც საიდუმლო ლაბორატორიაში ინახება

ღრმად მიწის ქვეშ, ურალის სამხრეთში, სსრკ-ს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ლაბორატორია მდებარეობდა. იქ ყველაზე უჩვეულო და ამოუხსნელი აღმოჩენები მიჰქონდათ და იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაწესებულება დღემდე ფუნქციონირებს, მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. თუმცა, ზოგჯერ, ამ იდუმალი ადგილიდან ინფორმაცია მაინც ჟონავს და ის საყოველთაო განსჯის საგანი ხდება.


imageხაკასეთში ნაპოვნი არტეფაქტი (მოდელი)


ასე, მაგალითად, 2008 წელს ყოფილმა სამხედრო–ინჟინერმა ი. სალკაზმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ 1967 წ. თავად მონაწილეობდა ჩრდ. პოლუსზე ჩატარებულ ექსპედიციაში, რომლის მსვლელობისაც, საოცარი არტეფაქტი აღმოაჩინეს.

რესპონდენტის თქმით, ისინი გამოქვაბულში შევიდნენ, რომელიც ყინულის დნობის შემდეგ გაიხსნა. პირველი რამდენიმე გასასვლელი არაფრით იყო გამორჩეული – ასეთი ათასობით არის, მთელს მსოფლიოში. თუმცა, უფრო ღრმად შესვლისას, მათ, დაახლოებით, 5 მეტრის სიგრძე–სიგანის ოთახი აღმოაჩინეს, რომლის თეთრი კედლები იდეალურად იყო დამუშავებული. "ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს ვიღაცამ, ეს სივრცე კლდეში გამოჭრა და შემდეგ, კედლები იქამდე აპრიალა, ვიდრე სრულიად გლუვი ზედაპირი არ მიიღო. ოთახის ცენტრში კი, პატარა კვარცხლბეკი იყო, რომელიც ვიზუალურად, მალაქიტს ჰგავს. ხოლო მასზე, ტოროიდული მოლურჯო-ოქროსფერი ობიექტი იდგა" (იხ. ქვედა ფოტო).

"ოქროს" მასალა ბრინჯაო აღმოჩნდა და ის მუქ–ლურჯ რგოლებს ფარავდა, რომლებზეც ათასობით მიკროსკოპული წარწერა იყო, სავარაუდოდ, პროტოენებზე.


imageჩრდ. პოლუსზე ნაპოვნი არტეფაქტი


imageდა მისი შიდა მხარე, გადახერხვის შემდეგ


არტეფაქტის ასაკი ზუსტად ვერ დაადგინეს. თუმცა, როგორც ამბობენ, 30 მლნ. წლის მაინც უნდა იყოს. უცნაური აღმოჩენა საიდუმლო ლაბორატორიაში გადატანის შემდეგ, 186–ე ნომრით დაარეგისტრირეს.

ახლა დავუშვათ, რომ ნომრებს ობიექტებს, რაოდენობის მიხედვით ანიჭებდნენ... და თუ ეს ნივთი ლაბორატორიაში, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოხვდა, რთული წარმოსადგენია არ არის, თუ რა რაოდენობის არტეფაქტებია ლაბორატორიის საცავებში დღეს.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ არტეფაქტს, უნდა აღინიშნოს, რომ მასალის შემადგენლობის დადგენა, რომლითაც ის იყო დამზადებული, ვერ მოხერხდა, რადგან მისი ფერი, სტრუქტურა, ქიმიური და ფიზიკური თვისებები, ხელის შეხებისას იცვლებოდა. უცვლელი მხოლოდ ფორმა იყო და მისი ზომა – 40 სმ–ს არ აღემატება.

დღეს არტეფაქტი სპეციალური კონტეინერით ინახება, რადგან ვინც მას ხელით შეეხო, ყველას თავის ძლიერი ტკივილი დაეწყო. უკვე ნათქვამის გარდა, მის შესახებ, სხვა არაფერია ცნობილი. მაგრამ, თუ მის ასაკს და შექმნის ტექნოლოგიას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ცივილიზაციას ეკუთვნის, რომელიც ბევრად უსწრებდა ჩვენი განვითარების დონეს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* მიწიერი ცხოვრების დასასრული და სულის შეგრძნებები სიკვდილის შემდეგ

* სამართალი ძველ ეგვიპტეში

* გამოცანები გონებამახვილთათვის (პასუხები აქვს)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



1
893
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
893
  
2023, 16 აგვისტო, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1