x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ბალტიის ზღვაში აღმოაჩინეს

ამ სენსაციურმა კადრმა მსოფლიო შემოიარა, რადგან ის რაც მასზეა აღბეჭდილი, ნამდვილად რომ გასაოცარია... ბალტიის ზღვის ფსკერზე არის რაღაც, რაც უცხოპლანეტელების ხომალდს ძალიან ჰგავს!


image


უცნაური ობიექტი შემთხვევით აღმოაჩინეს. პროფესიონალი მყვინთავების გუნდი, დენის ასბერგის მეთაურობით, ჩაძირულ გემს იკვლევდა და როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, შვედეთსა და ფინეთს შორის ყურეში, მოულოდნელად, მათმა მოწყობილობამ უცნაური სიგნალების გამოცემა დაიწყო.

ტერიტორიის შესასწავლად, იმ ადგილზე, მყვინთავების ახალი ჯგუფი გაგზავნეს. როდესაც მათ, მიზანს თითქმის, მიაღწიეს, რატომღაც, ელექტრონული მოწყობილობები გაეთიშათ და ნათურებიც კი გადაიწვა.

ობიექტი 87 მ–ს სიღრმეზეა და 60 მ–ს დიამეტრის მქონე, სრულყოფილ წრეს ჰგავდა, ხოლო სიმაღლე, დაახლოებით, 4 მ. აქვს. თუმცა, ყველაზე საოცარი ის არის, რომ მის სიახლოვეს, 300 მეტრიანი ზოლია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მან ავარიული დაშვება განახორციელა და ეს კვალი ზღვის ფსკერზე გაცურების და დამუხრუჭების შედეგად გაჩნდა.


image


გასაოცარია, რომ გამოჩენილმა მეცნიერებმაც კი, ვერ შეძლეს ამ ობიექტის წარმოშობის ახსნა. ერთი რამ კი ცხადია: ყველაზე მეტად, ის დისკის ფორმის ხომალდს ჰგავს, რომელსაც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, ზოგჯერ ცაში ხედავენ.

მყვინთავებმა ობიექტიდან ნიმუშების აღება მოახერხეს. ხოლო, გამოკვლევამ აჩვენა, რომ უცნაური აპარატი ბაზალტისგან არის დამზადებულია, ზოგიერთი ნაწილი კი, არამიწიერი წარმოშობის ნედლეულის არის.
ბაზალტი დღეს თანამედროვე მშენებლობაშიც გვხვდება. მაგ., ცოტა ხნის წინ, მისგან, ცათამბჯენებისთვის არმატურის დამზადება დაიწყეს.

ანგარიშში ექსპერტებმა მიუთითეს, რომ აღმოჩენილი ობიექტი, რაღაც ხომალდის ნაწილი უნდა იყოს... ანუ მათ დაადასტურეს უფოლოგების მოსაზრება — ზღვის ფსკერზე, ნამდვილად ამოუცნობი მფრინავი ობიექტია!


image

სხვა სიახლეები:


* მეცნიერულად დადასტურებული 9 ფაქტი, რომლის დაჯერება რთულია

* ასტეროიდ ეროსზე იდუმალი "კოშკი" აღმოაჩინეს

* ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
618
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0