საზოგადოება ბიჭი გამოცდილების და კულინარიული განათლების გარეშე მილიარდერის პირად შეფმზარეულად მოეწყო და მილიონობით ნახვას აგროვებს 2023, 9 აგვისტო, 10:21 TikTok–ის ამომავალმა ვარსკვლავმა და სამზარეულოს ვირტუოზმა რობერტ ლიმ ცოტა ხნის წინ თავის არხზე ვიდეოების ატვირთვა დაიწყო და უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა.
ბიჭი უზიარებს გამომწერებს, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, როგორ გადის მისი, როგორც მილიარდერის პირადი შეფის სამუშაო დღე. მის არხზე მხოლოდ რამდენიმე ვიდეოა, მაგრამ ნახვების რაოდენობამ უკვე 20 მილიონს გადააჭარბა. „საუზმე (08:30): ბანანი–შვრიის ბლინები ნეკერჩხალი–ნუშის გრანოლით და კენკრის ასორტით“. „სადილი (12:30): პასტა რიგატონი ბარდის პესტოთი და რუკოლათი, ბურატათი და შაქრის ბარდით“. „ვახშამი (19:45): პაელა ზღვის პროდუქტებით“. მზარეული ირწმუნება, რომ კულინარიის შემსწავლელი კურსები არ დაუმთავრებია და მანამდე რესტორანშიც არ უმუშავია. ერთ–ერთი გამომწერის კითხვაზე, როგორ მოეწყო ასეთ სამსახურში, რობმა უპასუხა, რომ მან და მისმა დამსაქმებელმა ერთმანეთი შემთხვევით იპოვეს და უბრალოდ გაუმართლა. ქსელის მომხმარებელთა უმეტესობა თვლის, რომ ის თავად არის იდუმალი მილიარდერი, რომელზეც ბიჭი მუშაობს, თუმცა რობი ყველაფერს უარყოფს და ხუმრობს: „ასე რომ იყოს“ „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ვიდეოები ამდენ გამოხმაურებას მოიპოვებდა“ – ამბობს ახალგაზრდა შეფმზარეული. გასაკვირი არაა, რომ მისი აუდიტორიის ინტერესი არ ქრება, რადგან ყოველ ჯერზე რობი ახალ კერძს ამზადებს. ერთ–ერთი გამომწერის კითხვაზე, ნუთუ არასდროს უთხოვიათ კერძის გამეორება, უარყოფითად პასუხობს. შესაძლოა, სახლის მფლობელს სხვადასხვა კულინარიული შედევრების დაგემოვნება უყვარს. ისეც მომხდარა, რომ მის კერძზე უარი თქვეს, რაც ძნელი დასაჯერებელია. ვიდეოების მიხედვით, რობი სამსახურში დილით ადრე მიდის, რომ საუზმის მომზადება მოასწროს. ჯერ ბაზარში ახალ ბოსტნეულს ყიდულობს, შემდეგ პირდაპირ კვლებიდან მწვანილს კრეფს, ამის შემდეგ კერძის მომზადებას იწყებს. კომენტარებში ყვება, რომ სახლის მფლობელი საკრედიტო ბარათს აძლევს, რომ ყველა საჭირო პროდუქტი იყიდოს. რობს კერძების არჩევაში სრული თავისუფლება აქვს და ასე კულინარიული შედევრები გამოდის. „წარმოიდგინეთ: თქვენ მილიარდერის შეფმზარეული ხართ ჰემპტონსში (ჰემპტონსი ნიუ–იორკის ელიტარული უბანია, რომელიც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს)“. საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის რობს ცოტა თავისუფალი დრო აქვს. ამ დროს მანქანაში ატარებს ან სუფთა ჰაერზე ეზოში, ვიდეოებს ამონტაჟებს. რა თქმა უნდა, დასვენების დღეებიც აქვს, მაგრამ, როგორც წესი, დამსაქმებელი აფრთხილებს, როცა არ იქნება სახლში და რობერტი უბრალოდ სამსახურში არ მიდის. კულინარიული ნიჭით აღფრთოვანების გარდა ზოგიერთი გამომწერი მისი პირადი ცხოვრებითაც ინტერესდება: ეძებს თუ არა შეყვარებულს ან უკვე იპოვა თუ არა მეორე ნახევარი. რობი პასუხობს, რომ მისი გული თავისუფალია და იმ ერთადერთის პოვნა სურს. „ვახშამი (19:30): ჩინური სალათი ფორთოხლით და კეშიუთი, სეზამი–კოჭის საკაზმით“. „ვახშამი (19:30): ინგლისური სალათი. გამომწერებს კიდევ ერთი დეტალი არ გამორჩათ. რობი მდიდრებისთვის დახვეწილ და რთულ კერძებს ამზადებს, თავისთვის – ატრიას ან ბურღულს. ბევრი ინტერესდება, თუ აქვს საკუთარი კერძების გასინჯვის უფლება. ბიჭი პასუხობს: „კი, თუ მინდა“. როგორც თავად აღიარებს, რომ სახლის მფლობელიც მის ვიდეოებს უყურებს. ახალგაზრდა შეფმზარეული არ ჩერდება, აგრძელებს ვიდეოების გადაღებას და გამომწერებისთვის სულის ნაწილის გაზიარებას. კომენტარებში ბევრი წერს, რომ პირად შეფმზარეულზე ოცნებობენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც რესტორნული „მოდური“ კერძები არ მოსწონთ და სიამოვნებით გაცვლიდნენ შემწვარ კარტოფილზე. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ბიჭმა თავისი მოდელი დის ფოტოები გაიმეორა და მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა 2. გოგონამ მამას აუხსნა, თუ რა არის ინსტაბლოგერი და „ინსტაგრამში“ სუპერ პოპულარული გახდა 3. დედა და მისი 6 წლის ქალიშვილი წითელი ხალიჩის კაბებს ქმნიან - ორიგინალები დაჩრდილეს 4. მოთხოვნა: იყავით მხიარული და პასპორტი გქონდეთ - მოგზაური წელიწადში 52 ათას დოლარად დამხმარეს ეძებს 5. ბელგიელი წყვილი მსოფლიოში შიშველი მოგზაურობს და ახალგაზრდებს ნატურიზმის ცდას ურჩევს 6. მოხუცები სკეიტბორდებზე - სიბერის შესახებ ყველა სტერეოტიპს ანადგურებენ 205 შეფასება არ არის |