საზოგადოება მოთხოვნა: იყავით მხიარული და პასპორტი გქონდეთ - მოგზაური წელიწადში 52 ათას დოლარად დამხმარეს ეძებს 2019, 24 მარტი, 9:30
ახალგაზრდა მილიონერი თანაშემწესა და თანამეგზურს ეძებს. ერთ-ერთი მოთხოვნაა - იყოთ მხიარული და გქონდეთ საზღვარგარეთის პასპორტი.
მილიონერი - მოგზაური სიდნეიდან მზადაა თანაშემწეს წელიწადში 52 ათასი დოლარი გადაუხადოს. 26 წლის ავსტრალიელი მეთიუ ლეპრე პირადი დამხმარის ვაკანსია გამოაცხადა, რომელიც მას ბიზნესის საქმეებში დაეხმარება და მილიონერთან ერთად იმოგზაურებს. სამსახურის მაძიებელი კომპიუტერსა და სოციალურ ქსელებში უნდა ერკვეოდეს. ასევე უნდა იყოს ორგანიზებული, ამბიციური და მხიარული. ლეპრე ხელფასთან ერთად სამედიცინო დაზღვევას, მოგზაურობის და საცხოვრებლის ხარჯებს აანაზღაურებს. მეთიუ ოთხი ონლაინ-მაღაზიისა და სხვადასხვა ქვეყანაში სემინარების ჩატარების წყალობით თვეში 120 ათას დოლარს გამოიმუშავებს. მისი თქმით, მუშაობის დროს მოგზაურობამ საშუალება მისცა იდეალურად იცხოვროს და მზადაა ასეთი შესაძლებლობა სხვასაც მისცეს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. “ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად 2. 6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა 3.10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს 4. დიდ ბრიტანეთში პირველი 3D-“ზებრა“ გააკეთეს. ის ყველას აფერხებს! 5. აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
114 შეფასება არ არის
|