x
image
Yoona
ისპანახი, ვაშლი და ბანანი. ვამზადებთ ვიტამინებით მდიდარ სმუზს
უჩვეულოდ მსუბუქი, ამავდროულად ცხარე მწვანე სმუზი შესანიშნავია განწყობისთვის და იმუნიტეტისთვის, ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს. მოსამზადებლად ბევრი პროდუქტი და დიდი დრო საჭირო არაა.


სასარგებლო მწვანე სმუზი

image

ფოთლოვანი მწვანილის ხავერდოვანი ნარევისგან მომზადებული ვიტამინებით მდიდარი სასმელი მოეწონება ყველას, რადგან მასში შედის კომბოსტო, ისპანახი და გაყინული ხილი. სმუზი ყოველთვის სავსეა მინერალებით, პრობიოტიკებითა და ვიტამინებით. მარტივად მზადდება. ყველა ინგრედიენტი წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ და გასაყინად პარკში ჩააწყოთ, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლო სასმელი მხოლოდ რამდენიმე წუთში მოამზადოთ.

image


ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები წინასწარ მოამზადეთ. პირველ რიგში, ისპანახი. ადვილად ბლენდერდება და სმუზს ამწვანებს. მას ნაზი გემო აქვს, მაგრამ ახალი კომბოსტოთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. კრემისებრი ტექსტურისთვის დაგჭირდებათ უბრალო იოგურტი (მაწონი, რძე ან ხაჭო).

image

ისპანახის სიმწარე რომ დამალოთ და სასმელს ტკბილი გემო მიანიჭოთ, ფორთოხლის წვენი დაუმატეთ. წყალი ან ანანასის წვენიც გამოგადგებათ. ამ სასმელს უჯრედისს დაამატებს მწვანე ვაშლი, რომელიც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ყურძნით, მანგოთი, მსხლით ან ატმით. გაყინული ბანანი სმუზს ნატურალურ შაქარს მისცემს. ავოკადო ან მანგო კარგი ალტერნატივაა.

image

სმუზის რეცეპტი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ნებისმიერი მწვანილი, კენკრა, ხილი ან წვენი, რომელიც მაცივარში შეგიძლიათ ნახოთ. თუ მუქ ხილს გამოიყენებთ, უფრო სასარგებლო და გემრიელ სასმელს მიიღებთ.


სმუზის რეცეპტი

image

სასარგებლო სასმელი მხოლოდ 5 წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ.


დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

0, 5 ჭიქა იოგურტი

4 ჭიქა ახალი ისპანახი

1 ჭიქა გაყინული ანანასის ნაჭრები

1 დაჭრილი მწვანე ვაშლი

2 გაყინული ბანანი

image

ბლენდერის ჭიქაში დაამატეთ იოგურტი და ფორთოხლის წვენი, ახალი ისპანახი დაუმატეთ და დააბლენდერეთ. ამის შემდეგ ვაშლი, ანანასი, ბანანი დაუმატეთ და ისევ დააბლენდერეთ.

image

გემოვნებით წვენში ან წყალში გააზავეთ. მაშინვე დალიეთ, რომ ახალი, გემრიელი და ნოყიერი იყოს. მაქსიმუმ 1 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს იმუნიტეტს

2. 12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის

3. 8 ნიშანი, რომ თქვენი სხეული ვიტამინების დეფიციტზე ყვირის

4. „მტვერსასრუტი“ ფილტვებისთვის: 4 პროდუქტი ფილტვების გასაწმენდად

5. ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

6. ერთადერთი ბურღული - კოლაგენის მდიდარი წყარო ქალის ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
50