x
image
Yoona
4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს
ბალახების ჩაი სამკურნალო მცენარეების მიღების ყველაზე მარტივი და პოპულარული მეთოდია. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სამკურნალო თვისება გააჩნია. მაგალითად, სისხლში შაქრის დონის შემცირების უნარი.

ყველაზე უფრო გავრცელებულია ჩაის პაკეტების დაყენება, რომლის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

თუმცა ქვემოთ მოცემული რეცეპტისთვის ბალახები ნატურალური სახით, გამომშრალი ან ახალი, დაგჭირდებათ. მათ შეძენას ბაზრობაზე შეძლებთ ან შეგიძლიათ თავად მოკრიფოთ.

image


როგორ მოვადუღოთ ბალახების ჩაი?

ინგრედიენტები:

1 ჭიქა გასუფთავებული ცხელი წყალი (250 მლ)

1 ს/კ (100 გრ) თქვენ მიერ შერჩეული მცენარის მშრალი ფოთლები, ყვავილები ან ფესვები (ან 2 ს/კ (20 გრ) თუ მცენარე ახალია)

მომზადება:

1. ბალახები ჩაიდანში მოათავსეთ და მდუღარე დაასხით.

2. დააყენეთ 7 წუთით.

3. როგორც ჩაი მუქ ფერს მიიღებს, გადაწურეთ და ჭიქაში ჩაასხით.


ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ, რომ სასმელი დაატკბოთ. თუმცა, რადგან ჩვენი მიზანი შაქრის დონის შემცირებაა, სჯობს ამ შემთხვევაში არ დაუმატოთ.

ეს სქემა ნებისმიერი ბალახების ჩაის მოსამზადებლად მუშაობს.

image

რატომ უნდა შევამციროთ სისხლში შაქრის დონე?

ძალიან ბევრი გლუკოზა ან შაქარი ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

ჩვენ შაქარი გვჭირდება, მისგან ორგანიზმი ენერგიას ღებულობს, თუმცა ნორმის გადაჭარბებამ შეიძლება წინა დიაბეტური მდგომარეობა გამოიწვიოს და თუ დონეს არ გააკონტროლებთ, შეიძლება დიაბეტი განვითარდეს.

აღსანიშნავია, რომ წინა დიაბეტურ მდგომარეობაში ზოგიერთი ნიშნები შეიძლება არ გქონდეთ, მეორე მხრივ, მათ, ვისაც უკვე აქვთ დიაბეტი, რაციონის მიმართ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ და მუდმივად სისხლში გლუკოზის დონე უნდა აკონტროლონ.

სანამ აქ მოცემული ბალახების ჩაით მკურნალობს დაიწყებთ, რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან სრული კონსულტანცია გაიაროთ.


1. ბერძნული ულუმბო

ბერძნული ულუმბო ერთწლიანი ბალახების მცენარეა, რომელიც ევროპასა და სამხრეთ აზიაში იზრდება. მას აღმოსავლეთ სამზარეულოში სანელებლის სახით იყენებენ. მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება, რადგან კურნავს:

· გასტრიტს

· გაზრდილ ქოლესტერინს

· ოროფარინგალურ ანთებას

· სასარგებლოა ღვიძლისთვის

მასში შემავალი კუმარინის, ნიკოტინის მჟავისა და ტრიგონელინის წყალობით გამოიყენება როგორც ორალური ჰიპოგლიკემიის საშუალების შემცველი არაინსულინდამოკიდებული დიაბეტის შემთვევაში.

ზოგიერთ კვლევაში დაამტკიცეს, რომ ულუმბო შთანთქმული ნახშირწყლების შემცირების გარდა, ინსულინის პერიფერიულ ეფექტს აუმჯობესებს.

მიიღეთ დღეში 1 პაკეტი, 1 თვის განმავლობაში. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.


2. ჯენშენი

ჯენშენი Panax-ის ოჯახის მცენარეების საერთო დასახელებაა.

ის მთიან რეგიონებში იზრდება ნეპალიდან მანჯურიამდე და აღმოსავლეთ ციმბირიდან კორეამდე, მაღალი მოთხოვნის გამო სხვა ქვეყნებში აწარმოებენ.

პანაქსანის შემცველობის წყალობით გლუკოზის ჰიპოგლიკემიურ დონეს ამცირებს.

ჯენშენის ფესვებით მოდუღებული ჩაი 3 თვის განმავლობაში დალიეთ. ამის შემდეგ 1 თვე შეისვენეთ. შემდეგ სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ, შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ. თუმცა კურსის ხანგრძლივობა 9 კვირას არ უნდა აჭარბებდეს.


3. გვირილა

გვირილა ერთწლიანი მცენარეა, რომელიც ფართოდ ცნობილია როგორც სპაზმის მომხსნელი და საჭმლის მომნელებელი თვისებების მქონე. შეუცვლელია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა უძილობა, რევმატიული ტკივილი და ბუასილი.

ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ამასთან ღვიძლში გლიკოგენის მარაგს ზრდის და პანკრეასს მჟავე სტრესისგან იცავს.

დღეში 3 ჭიქა გვირილის ჩაი, ჭამის შემდეგ დალიეთ.


4. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის ჩაის ბუჩქისგან (Camellia Sinesis) ამზადებენ და მისი სამშობლო ჩინეთია, თუმცა ახლა ჩაის ეს სახეობა მთელ მსოფლიოში პოპულარულია.

მას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, რაც კატეხინების, ბეტა-კაროტინის, ასევე C და E ვიტამინების შემცველობით არის განპირობებული. სისხლში შაქრის დონის შემცირების მისი ეფექტურობა იმით არის განპირობებული, რომ მის ფოთლებში შემავალი პოლისაქარიდები მოქმედებს, როგორც ინსულინი.

დღეში 3-5 ჭიქა მწვანე ჩაი 2 თვის განმავლობაში დალიეთ. უზმოზე არ დალიოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ქიშმიში და წყალი ღვიძლს მხოლოდ 2 დღეში გაწმენდს

image

2. ვირუსებისა და ინფექციების იისფერი მტერი: კალიუმის პერმანგანატის სამკურნალო თვისებები

image

3. ხახვი სისხლში შაქრის დონეს შესანიშნავად ამცირებს! ამ რეცეპტის დახმარებით წლებია თავს კარგად ვგრძნობ

image

4. როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში

image

5. ლიმონი, წიწაკა და მარილი - საუკეთესო წამალი, რომელიც 9 პრობლემას კურნავს

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
951
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
951