სხვა მერილ სტრიპი: "არ მყოფნის მოთმინება მათზე, ვინც არ იმსახურებს ჩემს მოთმინებას" 2023, 7 აპრილი, 17:41
არის რაღაც, რაზეც მოთმინება არ მყოფნის. არა იმიტომ, რომ ამპარტავანი გავხდი, უბრალოდ მივაღწიე ცხოვრების იმ ეტაპს, როცა აღარ მინდა დრო დავკარგო იმაზე, რაც ჩემთვის უსიამოვნოა ან ტკივილს მაყენებს.
ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, ზედმეტ კრიტიკას ან პრეტენზიულ ურთიერთობას. დავკარგე სურვილი ვასიამოვნო მათ, ვისაც არ მოვწონვარ ან უყვართ ისინი, რომელთაც მე არ ვუყვარვარ. არ ვიღიმი, თუ პასუხად არ სურთ გაღიმება. ერთ წუთსაც ვეღარ ვუთმობ მათ, ვინც მატყუებს ან ჩემით მანიპულირებას ცდილობს. გადავწყვიტე თავი ავარიდო პრეტენზიულ, თვალთმაქც, უსინდისო და მლიქვნელ ადამიანებს. ვეღარ ვიტან ვერც შერჩევით ერუდიციას, ვერც აკადემიურ ქედმაღლობას, ჭორების გავრცელების მომხრეც არ ვარ. კონფლიქტს და შედარებას ვერ ვიტან. გავურბივარ ხისტი და მოუქნელი ფსიქიკის ადამიანებს. მეგობრობაში ერთგულების ნაკლებობა და ღალატი არ მომწონს. არ მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებმაც არ იციან, როგორ თქვან კომპლიმენტი ან მხარდაჭერის სიტყვები. გაზვიადების მოყვარულები თავს მაბეზრებენ და მიჭირს მივიღო ადამიანები, რომელთაც ცხოველები არ უყვართ. რაც მთავარია, მოთმინება არ მყოფნის მათზე, ვინც ჩემს მოთმინებას არ იმსახურებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს 2. ერთი კითხვა, რომელმაც ალკოჰოლიკი, ურწმუნო ენტონი ჰოპკინსი ქრისტიანი გახადა 3. დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ 4. 10 ნიშანი, რომ თქვენ ჭკვიანი ქალი ხართ 5. როკფელერს ჰკითხეს, როგორ აღვზარდოთ ბავშვები და მან 4 რჩევა გასცა 6. სოფლის მღვდელმა მასწავლა სამი რამის გაკეთება, სანამ სახლიდან გავალ 67 შეფასება არ არის |