x
image
Yoona
Mediator image
ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს
image

ოდრი ჰეპბერნს წარდგენა არ სჭირდება. ის არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი, არამედ დიდი გულის პატრონი იყო. ოდრი ჰერბენის სიტყვები ყველა ქალმა აუცილებლად უნდა მოისმინოს.


1.თუ დახმარების ხელი დაგჭირდება, იცოდე: ის შენ გაქვს - შენი საკუთარი. როცა უფრო ასაკოვანი გახდები, მიხვდები, რომ შენ ორი ხელი გაქვს: ერთი, რომ საკუთარ თავს დაეხმარო, მეორე, რომ სხვებს დაეხმარო.


2.ტუჩები რომ ლამაზი იყოს - მხოლოდ ლამაზი სიტყვები წარმოთქვი. თვალები რომ ლამაზი იყოს - ადამიანში მხოლოდ კარგი თვისებები ეძებე. სხეული რომ მოხდენილი იყოს - საკვები გაჭირვებულებს უწილადე. თმები რომ ლამაზი იყოს - დაე, ყოველდღე მისით ბავშვები გაერთოს. მოხდენილი პოზა რომ გქონდეთ - წარმოიდგინეთ, რომ მარტო არასდროს იქნებით.



3.ქალის სილამაზე არა ტანსაცმელში, სხეულში ან ვარცხნილობაშია. სილამაზე მისი თვალების ნათელშია. თვალი ხომ გულის ჭიშკარია, სადაც სიყვარული ცხოვრობს.


4.დავიმახსოვრე, რომ ბავშვობიდან არავის ვჭირდებოდი და მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, იქნებ ასე არ არის. შოკოლადი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო და მას არასდროს უღალატია.


image

5.ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ განახლება, წახალისება და პატიება. არასდროს არავინ „არ გადააგდოთ“.


6.ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებიც ჩემ გაცინებას ახერხებენ. მართლა ვფიქრობ, რომ სიცილი არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ეს ბევრ დაავადებას კურნავს. შესაძლოა, ეს ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანია.


7.მე მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მე მჯერა, რომ კალორიების დასაწვავად საუკეთესო მეთოდი - სიცილია. მე მჯერა, რომ ხვალ იქნება ახალი დღეს და....მე მჯერა სასწაულის. მე ქალი ვარ, რომელსაც გაუმართლა.


8.სექსუალურობა არის ის, რაც ქალის შიგნით იმალება. სექსუალურობა იგულისხმება და საჯაროდ ნაჩვენები არ უნდა იყოს. სოფი ლორენის ან ჯინა ლოლობრიჯიდას ფორმებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ სექსუალურობა ხომ მხოლოდ ზომები არ არის. მე არ მჭირდება საძინებელი, რომ ჩემი ქალურობა დავამტკიცო. მე შემიძლია ვიყო სექსუალური, უბრალოდ წვიმაში ვაშლის ხიდან ვაშლის მოწყვეტის დროს.

1
2103
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2103
  
2018, 1 ნოემბერი, 1:20
ოდრის გვარი არასწორად გიწერიათ და ჩაასწორებინეთ რედაქტორს.
0 1 1