საზოგადოება როკფელერს ჰკითხეს, როგორ აღვზარდოთ ბავშვები და მან 4 რჩევა გასცა 2019, 4 ივნისი, 10:23 მას შემდეგ, რაც ჯონ როკფელერმა კომპანია Standard Oil დაარსა და თავისი ოჯახი გაამდიდრა, თითქმის 150 წელი გავიდა და როკფელერის შთამომავლობამ მისი ქონების შენახვა და გამრავლება შეძლეს.
ოჯახის მემკვიდრეებად 170 ადამიანი ითვლება. ფორბსის მიხედვით, როკფელერების ქონება 11 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
დევიდ როკფელერი უმცროსი, ჯონ როკფელერის ისტორიაში ერთ-ერთი შთამომავალი და კომპანიის Rockefeller&Co წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს შესაძლებელი ოჯახში მხოლოდ ოთხი პრინციპის დაცვით გახდა. 1. რეგულარული საოჯახო შეხვედრები წელიწადში ორჯერ საოჯახო შეხვედრებს ვაწყობთ, ხშირად ოჯახის 100-ზე მეტი ადამიანი ერთ ოთახში იმყოფება - მაგ., საშობაო საღამოზე“. როკფელერი ამატებს, რომ ოჯახში ე.წ. ფორუმების ჩატარების ტრადიცია არსებობს, რომელშიც 21 წელს ზემოთ ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს. ფორუმზე მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ბიზნესის სფეროში განიხილება. 2. საგვარეულო ღირებულებები მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოჯახის ისტორიის შენახვაა. როკფელერები მოწიწებით ინახავენ საგვარეულო ქონებას, სადაც შეკრება და წარსულთან შეხება შესაძლებელია. „ეს არის ადგილი, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით და რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მე შემიძლია დავბრუნდე ადგილას, სადაც ჩემი ბაბუა 100 წლის წინ ცხოვრობდა და დავინახოთ, თუ ის როგორ ცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდნენ მისი შვილები და შვილიშვილები“. 3. არანაირი „ოჯახური კომპანია“ როკფელერის ბავშვების წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად ისეთი მოვლენის არ არსებობაა, როგორიცაა საოჯახო კომპანია. 1911 წელს აშშ-ს მთავრობამ ნავთობის მონოპოლიის პატარა ფირმებად დაყოფა მოითხოვა. გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ როკფელერების კეთილდღეობის ზრდას ხელს შეუწყო, არამედ ოჯახს დაეხმარა ბიზნესის გამო არ ეჩხუბათ. „ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ ერთი ბიზნესი არ გვქონდა, რომელიც ოჯახში ქაოსს შემოიტანდა“. 4. ქველმოქმედება დევიდ როკფელერი უმცროსის თქმით, ოჯახის წარმატების მთავარ ფაქტორად გახდა ის, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე საქველმოქმედო საქმიანობის მნიშვნელობას განუმარტავენ. მან თავისი პირველი შემოწირულობა 10 წლის ასაკში გააკეთა. ოჯახის სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს შორის, როგორიცაა საერთო ჯამში Rockefeller Foundation, Rockefeller Brothers Fund და David Rockefeller Fund 5 მლრდ დოლარია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თანამედროვე ბავშვების ჩუმი ტრაგედია, რომლის შესახებ არავინ საუბრობს 2. 3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან 3. 7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“ 4. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა 5. თქვენი ბავშვები განსაკუთრებულები არიან, თუ თვის ამ რიცხვში დაიბადნენ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
643 შეფასება არ არის |