სხვა დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ 2019, 6 თებერვალი, 11:21 სიყვარულის შესახებ ციტატები შეიძლება იყოს ბრძნული, რომანტიკული და სასაცილოც კი. ისე, შეგახსენებთ, რომ სიყვარული ვალდებულებად არ უნდა მიიღოთ. გთავაზობთ ლამაზ და შთამაგონებელ ციტატებს სიყვარულის შესახებ, რომლებიც დიდებულ ადამიანებს ეკუთვნით.
ლამაზი ციტატები სიყვარულის შესახებ „სიყვარული ყველაზე ძლიერი ვნებაა, ის ერთდროულად თავს, გულს და გრძნობას ეხება“ - ლაო ძი.„სიყვარული ციებ-ცხელებას ჰგავს, შენი ნების მიუხედავად მოდის და მოდის“ - სტენდალი. „სიყვარული არა თვალებით, არამედ გულით იყურება“ - უილიამ შექსპირი. „სიყვარული ველური ძალაა. როცა მის გაკონტროლებას ვცდილობთ, ის გვანადგურებს. როცა ვცდილობთ მას ჩავწვდეთ, გვაბნევს“ - პაულო კოელიო. „სიყვარული ძალების საუკეთესო აღმდგენელია“ - პაბლო პიკასო. „სიყვარული ნიშნავს, იყო სულელი, მაგრამ ერთად“ - პოლ ვალერი. „ქალის მთელი სულით შეყვარება არ ღირს, არშეყვარება კი არ გამოდის“ - სალვადორ დალი. „სიყვარული გრძნობების პოეზიაა“ - ონორე დე ბალზაკი. „სიყვარული თამაშია, რომელსაც ორი თამაშობს და ორივე მოგებული რჩება“ - ევა გაბორი. „ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება იმაში დარწმუნებაა, რომ ჩვენ ვუყვარვართ, ვუყვარვართ იმის გამო, ვინც ვართ ან იმის მიუხედავად, რომ ისეთი ვართ, როგორიც ვართ“ - ვიქტორ ჰიუგო. „სიყვარული შესანიშნავი ტყუილია, რომელსაც ადამიანი კეთილი ნებით ეთანხმება“ - პუშკინი. „მეგობრობა - სიყვარულია ფრთების გარეშე“ - ლორდ ბაირონი. „სიყვარული ტელესკოპით იყურება, მაგრამ მიკროსკოპით არის დამოკიდებული“ - ჯოშ ბილინგი. „პარადოქსი აღმოვაჩინე: თუ ტკივილამდე გიყვარს, ტკივილი ქრება და სიყვარული რჩება“ - დედა ტერეზა. „ქალმა საყვარლის სახე იცის, როგორც მეზღვაურმა ღია ზღვა“ - ონორე დე ბალზაკი. „სიყვარული ერთადერთი გონივრული და დამაკმაყოფილებელი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ არსებობს კაცობრიობა“ - ერიხ ფრომი. „ცხოვრება არის ყვავილი, რომლისთვისაც სიყვარული თაფლია“ - ვიქტორ ჰიუგო. „როცა ცხოვრებას გადახედავთ, მიხვდებით, რომ მხოლოდ სიყვარულით ანთებული ქმედებები არის ნამდვილად ღირებული“ - ჰენრი დრამონდი. „ჩვენ გვიყვარს ცხოვრება არა იმიტომ, რომ ცხოვრებას მივეჩვიეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სიყვარულს მივეჩვიეთ“ - ფრიდრიხ ნიცშე. „ცხოვრება რომ შეიცნოთ, ბევრი რამ უნდა შეიყვაროთ“ - ვან გოგი. „სიყვარულის გარეშე ცხოვრება ცოდვა და უზნეო მდგომარეობაა“ - ვან გოგი. „სიყვარულის გარეშე ცხოვრება უნაყოფო ხეს ჰგავს“ - ხალილ გიბრანი. „იქ, სადაც სიყვარულია, ცხოვრებაცაა“ - მაჰათმა განდი. „სიყვარული ერთმანეთის ყურებას არ ნიშნავს, სიყვარული ერთი მიმართულებით ხედვას ნიშნავს“ - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი. „რა არის ჯოჯოხეთი? იმის ტანჯვა, რომ უკვე სიყვარული აღარ შეგიძლიათ“ - ფიოდორ დოსტოევსკი. „ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს. ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ მხოლოდ ცოტას უნახავს“ - ფრანსუა დე ლაროშფუკო. „გიყვარდეს, ესე იგი გიყვარდეს. სიყვარული არგუმენტებს არ ცნობს“ - პაულო კოელიო. „საკუთარი თავის მიმართ სიყვარული რომანის დასაწყისია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება“ - ოსკარ უაილდი. „გრავიტაცია დამნაშავე არაა იმაში, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ“ - ალბერტ აინშტაინი. ასევე დაგაინტერესებთ: 20 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე სამყაროს მწარე სიმართლეს ამხელს კლინიკური ფსიქოლოგი თავისუფალ დროს სურათებს ხატავს. მათ გასაგებად, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ 14 ცნობილი მამა, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრეს ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი 9 წელი სამსახურში მიმავალ ადამიანებს სურათებს უღებდა და ეს კადრები ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე 10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ “მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 657 1-ს მოსწონს
|