კინო ერთი კითხვა, რომელმაც ალკოჰოლიკი, ურწმუნო ენტონი ჰოპკინსი ქრისტიანი გახადა 2019, 26 მარტი, 10:12 ენტონ ჰოპკინსი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. მრავალი წლის განმავლობაში ის ათეისტი იყო. ყველაფერი შეიცვალა, როცა ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრაზე ერთმა ქალმა მისი ურწმუნოება ერთი მარტივი შეკითხვით ეჭვქვეშ დააყენა. ეს ენტონ ჰოპკინისთვის შთაგონების დასაწყისი იყო! მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად წარმატებული ჩანს ადამიანი გვერდიდან, ჩვენ ყველას შინაგანი პრობლემები გვაქვს. კარიერის დასაწყისში ენტონი ალკოჰოლიზმს ებრძოდა. დამოკიდებულება „გულუბრყვილობით“ დაიწყო. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, მალე ალკოჰოლმა მისი ცხოვრება დაიპყრო. 1975 წელს სასმელების მიმართ მისი სიყვარული კონტროლს არ ექვემდებარებოდა. „მე შეპყრობილი ვიყავი, ეს დემონებით შეპყრობას, დამოკიდებულებას ჰგავდა და მე გაჩერება არ შემეძლო“ - იხსენებს ლეგენდარული მსახიობი. ასეთ მომენტებში ღვთის ძალა ყველაზე უკეთ მუშაობს! ენტონი მიხვდა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა. ასე რომ, დახმარებისთვის ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრას მიმართა. ამ დრომდე ენტონი ათეისტი იყო, მაგრამ ალკოჰოლიკების შეხვედრაზე ერთმა ქალმა მას მარტივი კითხვა დაუსვა: „რატომ უბრალოდ არ გწამთ ღმერთი? ის დაფიქრდა: „რატომაც არა?“ „მე სასმლის მიტოვება არ შემეძლო, მაგრამ მე ცოტა დახმარება ვითხოვე და აი ისიც...ეს „ბინგოს“ ჰგავდა“ - იხსენებს ჰოპკინსი. ენტონი ამბობს, რომ სასმლის დალევის ძლიერი სურვილი „აღარასდროს გასჩენია“, იმ დღიდან მას ღმერთის სწამს და ყოველდღე მასში ეს რწმენა იზრდება. როცა მას CNN-თან ინტერვიუში ჰკითხეს, სწამს თუ არა ღმერთის, ყოფილმა ათეისტმა გულწრფელად უპასუხა: „დიახ, მწამს“. ენტონი ჰოპკინსი რწმენას ახალგაზრდა თაობას უზიარებს. რწმენის მიღებიდან წლების შემდეგ ენტონი ჰოპკინსი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მსახიობი გახდა. ფაქტიურად, მან სერის ტიტული მიიღო, როცა დედოფალმა ელისაბედმა 1993 წელს ხელოვნებაში ჩადებული შრომის გამო რაინდის წოდება მიანიჭა. ენტონი საშუალოს სკოლის და კოლეჯის თითქმის 500 მოსწავლის წინაშე ყოველდღიურ კონფერენციაზე „ლიდერობა, სრულყოფილება და თქვენი პოტენციალის დაჩქარება“ მიიწვიეს, სადაც შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა. „თუ ფულის დევნას დაიწყებთ, ეს არ იმუშავებს. თუ წარმატებას დაუწყებთ დევნას, ესეც არ იმუშავებს“ - ამბობს ის. „მე ბევრ ახალგაზრდა ადამიანს ვხვდები, რომელთაც სურთ რომ წარმატებულნი იყვნენ. და მათ ვეუბნები, როცა ხის კენწეროს მიაღწევთ, იქ არაფერი დაგხვდებათ. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. უბრალოდ, მადლიერები იყავით იმისთვის, რომ ცხოვრობთ“. როცა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ალკოჰოლიზმის პრობლემისგან როგორ გადარჩა, ენტონი განმარტავს, რომ ჩვენი სიტყვები ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. „ვთვლი, რომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია. დღემდე არ მჯერა, ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის ახლა, რადგან უელსში უნდა მოვმკვდარიყავი, მთვრალი ვგდებულიყავი ან რაღაც ამდაგვარი...ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს სწრაფი სიკვდილი ან ბედნიერი მომავალი დავარწმუნოთ. სხვანაირად არ გამოვა“. ენტონი რწმენამდე ცხოვრებას „დახურულ, უფანჯრო კამერაში ცხოვრებას“ ადარებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ 2. მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს 3. როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია! 4. „ერთმა „სასარგებლო“ საკვებმა დანამატმა ჩემი ღვიძლი გაანადგურა“ 5. ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
4995 1-ს მოსწონს
|