სხვა როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია! 2018, 1 ნოემბერი, 18:17
ცნობილი ექიმი და მეცნიერი რისა რენკინი თავის ლექციებზე საუბრობს იმის შესახებ, რაც პლაცებო ეფექტზე წლების განმავლობაში დაკვირვების შედეგად ისწავლა. ის სერიოზულად თვლის, რომ ჩვენი ფიქრები ჩვენს ფიზიოლოგიაზე გავლენას ახდენს. და მხოლოდ ფიქრის ძალით ნებისმიერი დაავადების განკურნება შეგვიძლია.
რენკინმა კონკრეტული მტკიცებულება აღმოაჩინა იმის, რომ ჩვენ ორგანიზმს საკუთარი თანდაყოლილი დაცვის და შენების სისტემა აქვს.
მან ჩაატარა კვლევა და შეისწავლა 3, 500 ადამიანი, რომელთაც განუკურნებელი დაავადებების დიაგნოზი ჰქონდათ: კიბო, შიდსი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება და ა.შ. მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. ფიქრებით ცხოვრებას უკვე გამოემშვიდობენ.
ლისამ მათ პლაცებოს აბები მისცა. მხოლოდ მოხალისეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ: ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ დაავადების საწინააღმდეგო ახალ, ულტრაეფექტურ მედიკამენტს აძლევდნენ. ბევრი მათგანი განიკურნა! ამ ლექციაში ის საუბრობს ბატონ რაიტზე, რომელმაც პლაცებოს აბების დახმარებით სიმსივნის ორჯერ შემცირება შეძლო! ის შემცირდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად სჯეროდა რომ სიმსივნე შემცირდებოდა. შეუძლიათ თუ არა ადამიანებს თავად განკურნება ცნობიერების დახმარებით? აი ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ ეს შესაძლებელია: ესეც მისი 18 წუთიანი ლექციის მთავარი აზრი: „შეუძლია თუ არა ფიქრს სხეულის განკურნება? და თუ შესაძლებელია, არის თუ არა მტკიცებულება, რომელიც სკეპტიკოსს ექიმებს ამაში დაარწმუნებს? მე პლაცებოს უკვე წლებია ვიკვლევ. და ახლა დარწმუნებული ვარ რა და როგორ არის. ჩემამდე ბოლო 50 წლის განმავლობაში კვლევები ამტკიცებდნენ: აზროვნებას სხეულის განკურნება ნამდვილად შეუძლია. პლაცებოს ეფექტი - სამედიცინო პრაქტიკის ტკივილია. ეს არის უსიამოვნო ჭეშმარიტება, რომელიც ექიმებს ახალი და ახალი მედიკამენტის გამოშვების და ახალი მეთოდით მკურნალობის შანს უკარგავს. მე ვფიქრობ, რომ პლაცებოს ეფექტურობა კარგი ამბავია. ავადმყოფებისთვის და არა ექიმებისთვის, რა თქმა უნდა. ეს სიმართლეა, რომ ყველა ადამიანის სხეულში უნიკალური, ჩვენთვის უხილავი თავდაცვის სისტემა არის ჩადებული! შესაძლოა ეს ღმერთმა გვაჩუქა! თუ ამის დაჯერება გიჭირთ, შეგიძლიათ 3500 კვლევის მონაწილიდან რომელიმე ისტორია წაიკითხოთ, რომლებმაც სამედიცინო დახმარების გარეშე განუკურნებელი დაავადების განკურნება შეძლეს. საქმე ეხება სამედიცინო ფაქტებს და არა ლამაზ ისტორიებს. მე-4 სტადიის სიმსივნე მკურნალობის გარეშე განიკურნა? აივ დადებითი პაციენტი აივ უარყოფითი გახდა? გულის, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი, ჰიპერტონია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება - ეს ყველაფერი გაქრა!“ სამედიცინო ჟურნალები, გამოცემები, - პლაცებოს ეფექტის შემთხვევებით სავსე არის. როცა ადამიანს ეუბნებიან, რომ მას ეფექტურ წამალს აძლევენ, ამის ნაცვლად კი ფიზიოლოგიურ ხსნარს ან შაქრის შემცველი ჩვეულებრივი აბი - ეს ხშირად ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნამდვილი ქირურგია. 18-80 პროცენტის შემთხვევაში ადამიანი იკურნება! საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ისინი თავს უკეთ გრძნობენ. ისინი ნამდვილად უკეთ ხდებიან. ეს არის გაზომვადი. თანამედროვე ხელსაწყოების დახმარებით, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რა ხდება პაციენტის სხეულში პლაცებოს მიღების შემდეგ. მათი წყლულები მცირდება, ნაწლავის ანთების ნიშნები მცირდება. ეს, რომ ნამდვილად ხდება, ადვილად შეიძლება დამტკიცდეს! მე მომწონს როგეინის კვლევა. თუ მელოტ ადამიანს პლაცებოს მისცემთ, მას თმის ზრდა ეწყება! ან უკუეფექტი. მათ აძლევთ პლაცებოს და უწოდებთ ქიმიოთერაპიას და ადამიანებს გულისრევა ეწყებათ! მათ თმები სცვივათ! ეს ნამდვილად ხდება! როგორი უნდა იყოს „თვითშეფასების აფთიაქი“? საკუთარი თავის განკურნების შესაძლებლობა რომ გქონდეთ, მხოლოდ ჯანსაღი დიეტა და ფიზიკური ვარჯიში საკმარისი არ არის. მხოლოდ კარგად გამოძინება, ვიტამინების მიღება და ექიმთან რეგულარული ვიზიტი არაფერს იზამს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ჯანსაღი ურთიერთობა გვჭირდება. ჯანსაღი სამუშაო გარემო, შემოქმედებითი ცხოვრება, ჯანსაღი სულიერი და სექსუალური ცხოვრება. 2721 შეფასება არ არის
|