სხვა მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ 2019, 24 მარტი, 9:12 ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება ყნოსვის უნარი დავკარგოთ. ხანდაზმულ ადამიანებს სპეციფიკური სუნების განსაზღვრება, ერთი არომატის მეორესგან გარჩევა უჭირთ ან ზოგჯერ მათ ამოცნობას საერთოდ ვერ ახერხებენ.
რატომ ხდება ასე ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ჩვენი ყნოსვის უნარის შემცირება შეიძლება კოგნიტური მოძრაობის შემცირებით იყოს გამოწვეული და ხშირად ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე ადამიანებში გვხვდება, როგორიცაა ალცჰაიმეირი და პარკისონი. შეგრძნების დისფუნქცია ვლინდება უფრო ადრე ვიდრე დემენციის სხვა ნიშნები გამოვლინდება. ჩვენი ნეიორონები გამოცდილების საპასუხოდ ახალ კავშირებს ქმნიან და ამით შეიძლება აიხსნას, თუ ყნოსვა ტვინს რატომ სტიმულირებს. სინამდვილეში, ხანდაზმულები, რომელთაც სუნების გარჩევა უწევთ, 5 წელში დემენცია 2-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მათ ვისაც ყნოსვის მნიშვნელოვანი შემცირება არ ახასიათებთ. რა მოხდება თუ უკეთ ყნოსვას შევძლებთ? ასე კოგნიტური მოძრაობის შემცირების კომპენსირებას მოვახდენთ? ბოლო კვლევამ, ხანდაზმულ ადამიანებში ყნოსვის ვარჯიშის შესახებ, აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ მაჩვენებლებს აუმჯობესებს, არამედ ყნოსვის სფეროს გარეთ სხვა კოგნიტურ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებდა. როგორ უკავშირდება ჩვენი გრძნობები ტვინს? ყნოსვის პროცესი ტვინში რთულ კავშირებს ააქტიურებს. მაგალითად, როცა ჩვენ ვარდის სუნს შევიგრძნობთ, ცხვირის რეცეპტორები მრავალრიცხოვან მოლეკულებს აღმოაჩენენ, რომლებიც ამ ვარდის სუნს შეადგენენ. ეს ინფორმაცია შემდეგ ტვინის ბევრ სფეროს გადაეცემა, რომელიც სუნის ინფორმაციის დამუშავებაში გვეხმარება. სუნის, როგორც ვარდის განსაზღვრებისთვის, მისი უნიკალური მოლეკულის შესახებ ჩვენ საწყობში ან დამახსოვრებელ ცოდნასთან მიღების ნებართვას ვღებულობთ. სუნის გამოცნობა კოგნიტურ ამოცანად ითვლება. რა არის სუნის შესწავლა? სუნის შესწავლა სხვადასხვა ცხოველებზე შეისწავლეს. იმ ცხოველებს, რომლებიც ბევრი სუნის განსაზღვრას ახერხებენ, ტვინის უჯრედების გაზრდილი რაოდენობა და მათ შორის მეტი კავშირი აქვთ. ასევე სწავლის და მეხსიერების გაუმჯობესების დემონსტრირებას ახდენენ. დღესდღეობით ყნოსვის შესწავლა მოიცავს სუნების შესწავლის სხვადასხვა კატეგორიას: ყვავილები, ხილი, არომატული ან ფისის სუნები, როგორიცაა ვარდი, ლიმონი, ევკალიპტი ან მიხაკი. მონაწილეებს დღისით და ღამით ხშირად ვარჯიშს თხოვენ. როგორც წესი, ვარჯიში რამდენიმე თვე გრძელდება. შემეცნებითი შესწავლა ტვინის ვარჯიში, როგორც კოგნიტური ფუნქციების შესანარჩუნებელი ან გასაუმჯობესებელი ვარჯიში ხანდაზმულ ადამიანებში დემენციის რისკის ან უკვე განვითარებული დაავადების დროს კარგად შეისწავლეს. დამკვიდრებული მიდგომები ხელს უწყობენ ვიზუალური ან ყნოსვის სტიმულების საპასუხოდ სწავლის სტრატეგია და მეხსიერება გამოიყენონ. თუმცა, დღეს ფორმალური კოგნიტური ვარჯიში სუნის გამოყენებით არ ჩატარებულა. ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ნეირომოქნილობის ქსელის და კოგნიტური ვარჯიშების მეთოდების მნიშვნელოვანი გამოყენება სუნის და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებას იწვევს. კიდევ რა შეიძლება დაეხმაროთ ხანდაზმულ ადამიანებს? ხანდაზმულ ადამიანებში გუნდური სიმღერის, თეატრალური გამოსვლის და ვიზუალური ხელოვნების შესწავლის შესახებ აქტუალური კვლევები აჩვენებენ, რომ ხელოვნებაში მონაწილეობას ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება შეუძლია. „მკვლევარები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ გაარკვიონ, თუ შეუძლია და როგორ მონაწილეობს ხელოვნებით დაკავება კოგნიტურ ფუნქციებთან და მეხსიერებასთან კავშირში იყოს. მეცნიერები სწავლობენ, მუსიკას თუ შეუძლია, დემენციის ნიშნების შემცირება, როგორიცაა სტრესი, აგრესია, აღტყინება და აპათია“ - ამბობს ლიზა ონკენი, ქცევის და სოციალური კვლევის განყოფილების ფილოსოფიის მეცნიერი. მუსიკა სამყაროს გადაარჩენს „ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ახალი, მდგრადი და ეკონომიური ეფექტური მიდგომების შემუშავება არის საჭირო. სიმღერა მათ აქტიურობაში ხელს უწყობთ.“ - ამბობს ჯულენ ჯინსონი, ფილოსოფიის ექიმი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. გუნდში მონაწილეობა მათი მდგომარეობის 6 თვით გაუმჯობესებას იწვევს. ხშირად ეს მარტოობის გრძნობას ამცირებს და ცხოვრების მიმართ ინტერესს ზრდის. თუმცა კოგნიტური და ფიზიკური შედეგები და ჯანდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ექიმი ჯონსონი პაციენტში გუნდში მონაწილეობას ურჩევს, რაც შესაძლებლობას იძლევა რეგულარულად ახალი ადამიანები გაიცნონ, სოციალური მხარდაჭერა შექმნან და საკუთრების გრძნობა გააძლიერონ. „კვლევამ ცხოვრების მიმართ ინტერესის გაზრდა აჩვენა, რადგან გუნდში სიმღერა მათ რეგულარულ, სტრუქტურულ საქმიანობას ხელს უწყობდა. მრავალფეროვან საქმიანობასთან ხელმისაწვდომობა ხანდაზმული ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აქტიურები დარჩნენ.“ - ამბობდა ის. თეატრი დემენციას ებრძვის ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტში ხელოვნების სხვა ფორმა გამოიყენეს, თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ადრეული დემენციის მქონე ხანდაზმულებს ეხმარება გახდნენ სოციალური და ცხოვრება გააუმჯობესონ. „მეხსიერების ანსამბლი“ განკუთვნილია ალცჰაიმერის და დემენციის სხვა ტიპის მქონე ადამიანებისთვის, რომლების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას ეძებენ.“ - ამბობს დარბი მორხარდტი, ფილოსოფიის ექიმი. „მეხსიერების ანსამბლის“ 69 მონაწილე მონაწილეობს იმაში, თუ როგორ გამოიყენონ ინსტიქტები, კრეატივი და სპონტანურობა, რომ თეატრალური წარმოდგენა დადგან. მუსიკასა და ტვინს შორის კავშირი მუსიკის, თეატრის, ცეკვის, შემოქმედების და ხელოვნების სხვა სფეროში ჩატარებული კვლევები, რომლებიც მონაწილეობაზე დაფუძნებული, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ხანდაზმული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას აჩვენებს, მათ შორის კოგნიტური ფუნქციების, მეხსიერების და საკუთარი ღირსების შეგრძნების გაზრდა და სტრესის და სოციალური ურთიერთქმედების გაძლიერება. „ჩვენ ვიცით, რომ დემენციის მედიკამენტებით მკურნალობა ადამიანების დაბნევას იწვევს“ - ამბობს პროფესორი ბეიკერი. „ჩვენ შემოქმედებითი მიდგომა უნდა ვისწავლოთ, რომლის დახმარებით დემენციის მქონე ადამიანები პრობლემის გამკლავებას შეძლებენ“ - აგრძელებს ის. „მუსიკის დახმარებით ისინი პროცესში არიან ჩართულნი, სადაც საკუთარ იდეებს და პერსპექტივებს სთავაზობენ. ერთმანეთს სიამოვნებით ეკამათებიან იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ლირიკა და ტექსტი მელოდიას შეესაბამება თუ არა“. რამაც ყველაზე მეტად გააკვირვა პროფესორი ბეიკერი იყო ის, რომ მონაწილეებს გაახსენდათ მუსიკა, რომელიც მათ შექმნეს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა 2. მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს 3. მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს 4. სხეულმა იცის როდის ახლოვდება სიკვდილი. ყველაფერი ცხვირიდან იწყება 5. როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია!
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
210 შეფასება არ არის
|