კინო 8 კომიკოსი მსახიობი, რომლებმაც ითამაშეს დრამაში და დაამტკიცეს, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ 18 თებერვალი, 12:35 ![]() როდესაც ადამიანი თავის სფეროში ნამდვილ ოსტატობას აღწევს, შეიძლება განვითარება აღარ მოინდომოს. რა საჭიროა, თუ ისედაც ყველაფერი მშვენივრად მიდის? მაგრამ ბევრ ადამიანს ახალი მწვერვალების დაპყრობა სურს. ამ პრინციპს მისდევენ ამ სტატიის გმირები - მსახიობები, რომლებმაც თავიანთი კომედიებით ბევრი გულშემატკივარი შეიძინეს, მაგრამ არ გაჩერდნენ და დრამატული როლის მორგება გარისკეს. და არა უშედეგოდ, რადგან დიდებულად გამოუვიდათ. მათი მსახიობობის ნიჭით ბევრი მაყურებელი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. ენდი სემბერგი - „ლი“ ![]() ენდი სემბერგის ყველაზე ცნობილი როლი არის დეტექტივი ჯეკ პერალტა კომედიურ ტელესერიალში „ბრუკლინი 9-9“. 8 სეზონის განმავლობაში მაყურებელი თვალს ადევნებდა შეუპოვარი და მხიარული ჯეკის სახალისო და არაპროგნოზირებად თავგადასავლებს. გასაკვირი არ არის, რადგან სემბერგი არის არა მხოლოდ მსახიობი, არამედ კომიკოსიც. ამიტომაც უფრო მოულოდნელი იყო მისი ხილვა დრამაში „ლი“ - რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ბიოგრაფიული ისტორია. ფილმი მოგვითხრობს ლი მილერზე, ყოფილ მოდელზე და დამწყებ ფოტოგრაფზე, რომელიც ბედის ნებით აღმოჩნდა პლანეტის ყველაზე საშიშ ადგილებში და თავი იპოვა საველე ფოტოჟურნალისტად. მელისა მაკ-კართი - „შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?“ ![]() მელისა მაკ-კართი არის მსახიობი, რომელმაც თავი გამოიჩინა კომედიაში. ეკრანზე მას ხშირად აძლევდნენ საყვარელი, სასაცილო მომღიმარი გოგოს როლს და მელისაც შესანიშნავად ასრულებდა. ამას ადასტურებს პრესტიჟულ ჯილდოებზე არაერთი ნომინაცია. აი, დრამატულ როლში მსახიობმა აჩვენა ყველაფერი, რაც შეეძლო. მან შეასრულა მთავარი როლი ბიოგრაფიულ დრამაში „შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?“ იმის მიუხედავად, რომ სრულიად საპირისპირო როლში აღმოჩნდა, მაყურებლები და კინოკრიტიკოსები აღფრთოვანებულნი იყვნენ. მსახიობი ამ როლისთვის ოსკარზეც იყო ნომინირებული. ადამ სენდლერი - „დაცარიელებული ქალაქი“ ![]() ადამ სენდლერის კარიერას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ სტაბილური და პროგნოზირებადი. ითამაშა უამრავ ფილმში, აჩვენა თავისი კომედიური ნიჭი და არაერთ ჯილდოზე იყო ნომინირებული. ზოგიერთი ნომინაცია საკმაოდ შეუსაბამოა, მაგალითად, „ყველაზე ცუდი მსახიობი“ ფილმისთვის „დიდი მამიკო“. რომ არა მისი როლი ფილმში „დაცარიელებული ქალაქი“ მაყურებელი ვერასდროს გაიგებდა, რომ კომიკოსს შეუძლია მართლაც მაგარი დრამატული როლის შესრულება. ადამს შეხვდა ჩარლის როლი - კაცი, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს მთელი ოჯახის დაკარგვას ტრაგიკული გარემოებების გამო. რთული როლია მათთვის, ვინც ყოველთვის კომიკოსი იყო, მაგრამ სენდლერმა ბრწყინვალედ შეასრულა. უილ ფერელი - „ყველაფერი კარგადაა“ ![]() უილ ფერელი კიდევ ერთი კომიკოსია, რომელმაც თავი იჩინა დიდ ეკრანზე და წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. სატელევიზიო გამოსვლებიდან დაწყებული სტენდ-აპამდე, ფერელი მართლაც კარგია კომედიაში და ამას ადასტურებს მრავალი ნომინაცია. „ყველაფერი კარგადაა“ - იშვიათი ფილმი, რომელშიც ფერელი სერიოზულ როლს ასრულებს. მისი გმირი ნიკი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. სამსახურიდან გათავისუფლება, მეუღლესთან დაშორება, ფულის, კომუნიკაციის საშუალების და მანქანის დაკარგვა - ყველა ამ სირთულემ მხოლოდ სიბნელე და დრამა შემატა სურათს, მაგრამ უილმა შეძლო ეჩვენებინა, თუ რა შეუძლია და მაყურებელმა მისი სამსახიობო შრომა ძალიან კარგად შეაფასა. სტივ კარელი - „მელიებზე მონადირე“ ![]() სტივის მთავარი როლი იყო მაიკლ სკოტის როლი სერიალში „ოფისი“. უკვე მაშინ, მაყურებელს მოეწონა კარელის თამაში. მიიღო არაერთი ჯილდო ამ როლისთვის, ხოლო ერთმა ჟურნალმა შეარქვა „ყველაზე მხიარული ადამიანი“. სტივმა განაგრძო კომედიებში გადაღება და თავისი ნიჭით ფანების გახარება. თუმცა გადაწყვიტა მხიარულის როლით არ შემოსაზღვრულიყო და დრამატულ როლზე გადავიდა. ამ მხრივ მისი სადებიუტო ფილმი იყო „მელიებზე მონადირე“, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. აქ სამსახიობო ნიჭის გამოვლენის დიდი შესაძლებლობა ჰქონდა. კრისტენ ბელი - „ქალი მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში“ ![]() კრისტენის მთავარი იმიჯი ეკრანზე რომანტიკული, ხალისიანი გოგონაა, რაც განასახიერა თავის ბევრ ფილმში: „ისევ შენ“, „ერთხელ რომში“, „უკეთეს სამყაროში“ და მრავალი სხვა. ფანებს შეიძლება ეფიქრათ, რომ კრისტენი სერიოზულ დრამას ვერ გაუმკლავდებოდა. ვინც ასე ფიქრობდა, მიხვდა თავის შეცდომას, როდესაც 2022 წელს გამოვიდა სერიალი „ქალი მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში“. ბელს იუმორზე სრულად უარი არ უთქვამს. მისი პერსონაჟი ხანდახან ხუმრობდა, მაგრამ დრამასაც აჩვენებდა. მთავარი გმირი არ არის დარწმუნებული იმაში, რასაც ხედავს, აქვს ბევრი ცუდი ჩვევა, უმკლავდება დარდს და მძიმე ფობიას - კრისტენმა შესანიშნავად ითამაშა და მაყურებლებმა ეს დააფასეს. როუენ ატკინსონი - „მეგრე“ ![]() როუენი იმდენად შეერწყა მისტერ ბინის პერსონაჟს, რომ არსებითად გახდა ერთი როლის მსახიობი, რომელიც ამ პერსონაჟს თითქმის 30 წლის განმავლობაში თამაშობდა. სხვა როლები, როგორიცაა ჯონი ინგლიში, მაინც ტიპური იყო. მაყურებელს მოსწონდა მსახიობის იუმორის გრძნობა და მის მიერ შესრულებული პერსონაჟები. მაგრამ ატკინსონმა გადაწყვიტა მიმართულების შეცვლა და კომისარი მეგრეს როლი მიიღო. მსახიობი თავად არის კომისრის თავგადასავლების შესახებ წიგნების დიდი მოყვარული, ამიტომ ამ როლში მთელი ძალისხმევა გაიღო. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა, ხოლო თავად როუენმა ყველას, ვისაც მისი არ სჯეროდა, დაუმტკიცა, თუ რა შეუძლია. კუნალ ნაიარი - „ეჭვქვეშ“ ![]() ტელევიზიის ბევრ გულშემატკივარს ახსოვს კუნალი, როგორც ასტროფიზიკოსი რაჯეშ კუთრაპალი სერიალიდან „დიდი აფეთქების თეორია“. მომხიბვლელი, მაგრამ მორცხვი რაჯი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო 12 წლის განმავლობაში, მაგრამ კუნალი არ გახდა კომიკური სტილის ტყვე. 2022 წელს ითამაშა თრილერში „ეჭვქვეშ“. სერიალმა კრიტიკოსებისგან არაერთგვარი შეფასებები მიიღო და პირველი სეზონის შემდეგ დახურეს. შოუ ყველას არ მოეწონა, მაგრამ კუნალის მსახიობობამ სასიამოვნოდ გააკვირვა მრავალი გულშემატკივარი. ასევე დაგაინტერესებთ: 9 ფილმი, რომელიც პოპულარული გახდა აბსურდული ჩანაფიქრის მიუხედავად 14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება 10 მსახიობი, რომლებმაც დამაჯერებლად განასახიერეს სხვა მსახიობები მათ ცნობილ როლებში ფილმები, რომლებიც გაიძულებთ ნახვის შემდეგ რამდენიმე წუთი სიჩუმეში განმარტოვდეთ 153 შეფასება არ არის |