x
image
Yoona
Mediator image
14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს
შეძლებს თუ არა ფილმი გაქირავებიდან კარგი შემოსავლის მიღებას მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ბიუჯეტი კი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ყოველთვის არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ნამდვილი შედევრი რომ გადაიღო, აუცილებელი არაა, რომ დიდ კაპიტალს ფლობდე. ზოგჯერ კარგი იდეა და საქმის მცოდნე გუნდი საკმარისია.


image


დაბალ ბიუჯეტიანი ფილმი სენსაცია იშვიათად ხდება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ძვირადღირებული ბლოკბასტერების დაჩრდილვასაც ახერხებს.


1. ლა-ლა ლენდი (2016)

image


„შეპყრობილის“ თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, რომელმაც საკმაოდ მოკრძალებული ბიუჯეტით (3, 3 მლნ დოლარი) გაქირავებით 48 მლნ დოლარი შეაგროვა და 3 ოსკარიც მოიპოვა. რეჟისორმა, დემენ შაზელმა სრულმეტრაჟიანი ფილმი კლასიკური მიუზიკლების ნიმუშით გადაიღო. ფილმის იდეა ჯერ კიდევ 2010 წელს გაუჩნდა, მაგრამ კარგა ხანს ორიგინალურ მიუზიკლში ცნობილი სიმღერების გარეშე არც ერთი კინოსტუდია მასში ინსვეტირებისთვის მზად არ იყო, რადგან ამ ჟანრს „უკვე ჩამქრალს“ მიიჩნევდნენ.

ფინანსების მოპოვება შაზელმა სცენარის დაწერიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეძლო. სხვათა შორის, თავდაპირველად მთავარი მამაკაცის როლი მაილს ტელერს „შეპყრობილების“ ვარსკვლავს უნდა ეთამაშა.

IMDb რეიტინგი - 8, 0


2. ხელშეუხებელნი (2011)

image

ეტლს მიჯაჭვულმა მილიონერმა ფილიპმა მომვლელად დაიქირავა ექთანი, ემიგრანტი სახელად დრისი, რომელიც არისტოკრატში ცხოვრების გემოს აღვიძებს და მის ერთფეროვან ყოველდღიურ ცხოვრებაში თავგადასავლები შემოაქვს. ეს ფილმი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის უდავო ჰიტია.

საინტერესოა ის, რომ ფილიპ პოცო დი ბორგო - მთავარი გმირის პროტოტიპი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ფილმი პირველ რიგში კომედიური ყოფილიყო, არა დრამა. მას არ სურდა, რომ მის პერსონაჟს მაყურებელში სიბრალული და თანაგრძნობა გამოეწვია.

IMDb რეიტინგი - 8, 5


3. ბედნიერ სიკვდილის დღეს გისურვებ (2017)

image

ფილმის წარმატება რთული ასახსნელი არაა: ახალგაზრდული სლეშერის გადაღების იდეა თავისთავად გასართობი და არაჩვეულებრივია. შავი იუმორი ფილმს მხოლოდ მოუხდა.

პროექტი პირველად 2007 წლის ივლისში დაანონსდა, მთავარი როლი კი მეგან ფოქსს უნდა შეესრულებინა. გაღვიძების სცენებს ზედიზედ 2 დღე იღებდნენ, სრულ გადაღებებს 5 კვირა დასჭირდა.

IMDb რეიტინგი - 6, 5


4. მეფის სიტყვა (2010)

image

დრამა მორცხვი მეფის, ჯორჯ VI-ს შესახებ, რომელიც ნერვულ წიკს ებრძოდა. მთავარი როლი კოლინ ფერტმა შეასრულა. ფილმმა 4 ოსკარი მიიღო, სხვა პრესტიჟულ ჯილდოებს თუ არ ჩავთვლით. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დამსახურებულად, რადგან ფილმი შესანიშნავად გადაღებულია და მსახიობებმა ბრწყინვალედ ითამაშეს.

IMDb რეიტინგი - 8, 0


5. ჯუნო (2007)

image

კომედიური მელოდრამა ორსული სკოლის მოსწავლის შესახებ, რომელიც არასაბავშვო კითხვებზე პასუხებს ეძებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებას ცდილობს. ფილმის შემოსავალმა ბიუჯეტს 30-ჯერ გადააჭარბა და ოსკარზე საუკეთესო სცენარის ჯილდოც მიიღეს. ფილმის ავტორებმა ძალიან პროგრესული ისტორიის გადაღება შეძლეს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

IMDb რეიტინგი - 7, 4


6. მთვარის შუქი (2016)

image

არტჰაუსური დრამა აფროამერიკელი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდის შესახებ. ნამდვილად მრავალმხრივი ფილმი, რომელსაც ზოგი ზედმეტად სპეკულაციურად მიიჩნევს, ზოგი კი მწვავეს და გულისშემძვრელს. რეჟისორი ბერი ჯენკინსი დაჟინებით მოითხოვდა, რომ 3 მსახიობი, რომლებიც ბავშვობის, მოზარდობის და ზრდასრულობის ასაკში მთავარ პერსონაჟს თამაშობდნენ, გადასაღებ მოედანზე ერთმანეთთან არ გადაკვეთილიყვნენ. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ რაიმე მიბაძვა თავიდან აცილებული ყოფილიყო.

კრიტიკოსების და მაყურებლების აზრი ფილმის, შესრულებული როლის, პოეტური სცენების შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ფილმმა 3 ოსკარის მოპოვება შეძლო. ერთ-ერთი მათგანი „ლა-ლა ლენდს“ პირდაპირ ხელიდან გამოგლიჯა.

IMDb რეიტინგი - 7, 4


7. ანაბელი (2014)

image

რეჟისორ ჯეიმს ვანს საშინელებათა ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ტექნიკურ ოსტატს უწოდებენ. მისი ფილმები კარგი გაგებით ძველმოდურია: ისინი კარგად დადგმულია, კარგად ნათანაშები და კარგად გადაღებული, როგორც კლასიკური საშინელებათა ფილმები. ალბათ, სწორედ ამიტომ, „ანაბელმა“ ბევრი მაყურებელი მოიპოვა.

სხვათა შორის, ფრანგ მაყურებლებზე უცნაური შთაბეჭდილება მოახდინა. კინოთეატრის ადმინისტრაციის თქმით, სეანსის დროს მოზარდების უმეტესობა პოპკორნებს ისროდნენ, საჯდომებს ტეხდნენ და მასობრივ ჩხუბს აწყობდნენ.

IMDb რეიტინგი - 5, 4


8. მიუზიკლი საშუალო სკოლაში 3 (2008)

image

ამ ეკრანიზაციამ წინამორბედი 2 ნაწილის ფრანჩაიზი გაარღვია და თავბრუდამხვევი წარმატება მოიპოვა. Disney Channel-ზე საპრემიერო ჩვენებამ 7, 7 მლნ ადამიანის აუდიტორია მიიპყრო, რაც იმ დროისთვის რეკორდული იყო.

რეჟისორმა 2-ჯერ უფრო მეტი ბიუჯეტის მიღება შეძლო და არც წააგო, ფილმის შემოსავალმა ბიუჯეტს 23-ჯერ გადააჭარბა.

IMDb რეიტინგი - 4, 6


9. საოცრება (2017)

image

„საოცრება“ არის ძალიან ტკბილი და დამამშვიდებელი ფილმი, რომელიც როგორც ახალგაზრდებს, ასევე მშობლებს მოეწონებათ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი წიგნის შემსუბუქებული ვერსიაა, მისი მესიჯი საკმაოდ სწორია. ფილმის გადაღებამდე მთავარი გმირის შემსრულებელი ჯეიკობ ტრემბლე მშობლებთან ერთად ყბა-სახის ცენტრს ეწვია, სადაც ტრიჩერ კოლინზის სინდრომის მქონე ბავშვებს გაესაუბრა - დაავადება, რომელიც მთავარ გმირს აქვს.

IMDb რეიტინგი - 8, 0


10. გასაქცევი ოთახი (2019)

image

6 ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი კვესტის თამაშის მოწვევას მიიღებს, რომლის გამარჯვებულიც ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდება. მალე მთავარი გმირები გააცნობიერებენ, რომ თამაშის ამოცანა არც თუ ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და სასწორზე მათი ცხოვრებაა. მსგავსი თემატიკის ბევრი ფილმი შეიძლება გავიხსენოთ, თუმცა ასეთი მოკრძალებული ბიუჯეტით მიღებული ასეთი შემოსავლით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ეს ძალიან კარგი გასართობი ფილმია.

IMDb რეიტინგი - 6, 3


11. მშვიდი ადგილი (2018)

image

წყვილი ორი შვილით შორეულ ფერმაში საცხოვრებლად გადადის, რომლის მიმდებარედ საშინელი მონსტრები ცხოვრობენ. მათ მხედველობა სრულად დაქვეითებული, მაგრამ კარგი სმენა აქვთ. ოჯახის თითოეულ წევრს ყველაფრის ძალიან ჩუმად გაკეთება უწევთ, რადგან მცირე ხმაურმა კი მონსტრების შეტევა გამოიწვიოს.

ჯონ კრასინსკის მე-3 ნამუშევარი ჩვეულ ნივთებზე ახალი ხედვას გვაჩვენებს. ტრილერი მაყურებელზე საჭირო ზეწოლას ახდენს. სხვათა შორის, თავიდან სცენაში მხოლოდ ერთი რეპლიკა იყო.

IMDb რეიტინგი - 7, 5


12. სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური (2017)

image

მარტინ მაკდონაჰის დრამას შეიძლება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ფილმი ვუწოდოთ - ის წარმოუდგენლად ცოცხალი, სასაცილო და ამავდროულად სამწუხაროა. თითოეულ გმირს აქ თავისი ტკივილი და ხედვა, ასევე საკუთარი შესაძლებლობა გმირობისა და სულმდაბლობისთვის. ფილმა უნიკალური სურათის შექმნა შეძლო. მისი ნამუშევარი, როგორც მსახიობების ღვაწლი მაყურებელმა სათანადოდ დააფასა.

სხვათა შორის სცენარი მას რეალურმა შემთხვევამ შთააგონა, ერთხელ „სადღაც ჯორჯიას, ფლორიდასა და ალაბამას შორის“ მან გაუხსნელ დანაშაულზე ბილბორდი დაინახა.

IMDb რეიტინგი - 8, 2


13. პარაზიტები (2019)

image

სიუჟეტის ცენტრში არიან უსაქმურები და წარუმატებლები, რომლებიც ნახევრად სარდაფში ცხოვრობენ, შემთხვევითი შემოსავლებით ცხოვრობენ და საუკეთესო ცხოვრებაზე ოცნებობენ. ერთ-ერთ გმირს თავში მოუვა, რომ უფროს კლასელის ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა დაეწყო, რომლის მშობლებიც საკმაოდ შეძლებულნი იყვნენ. ახალგაზრდამ მდიდრების ნდობა ადვილად მოიპოვა და ძალიან მალე მათი უმცროსი ვაჟიშვილის მხატვრის მასწავლებლად თავისი დის მოყვანას ეცდება. ასე ცდილობს, რომ მთელი ოჯახი ახალ დამსაქმებლებთან გადაიყვანოს.

პარაზიტები 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფილმია, რომელმაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ოსკარის პრემიაზე 6 ნომინაციაშია. კანის კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ მას 15 წუთი ფეხზე დამდგარი აპლოდისმენტებით დაასაჩუქრეს.

IMDb რეიტინგი - 8, 6


14. სუპერ მაიკი (2012)

image

ფილმი სტრიპტიზის სამყაროში მამაკაცების ძლიერი მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. გამოცდილი მოცეკვავე მაიკი ახალგაზრდა ბიჭს, ადამს პროფესიის საფუძვლებს ასწავლის. სტივენ სოდერბერგის დინამიური კომედიური დრამა მთავარი როლის შემსრულებლის, ჩანინგ ტატუმას რეალურ ცხოვრებას ეფუძნება, რომელმაც თავისი კარიერა ცეკვებით დაიწყო. ფილმმა მაყურებლების, განსაკუთრებით ქალების ყურადღება ნამდვილად მიიპყრო.

IMDb რეიტინგი - 6, 1


ბონუსი: ჯოკერი (2019)

image

თანამედროვე ფილმისთვის 55 მლნ დოლარს მოკრძალებულ ბიუჯეტს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ტოდ ფილიპსის „ჯოკერს“ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ, რადგან მან 1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ბიუჯეტს თითქმის 19-ჯერ აჭარბებს.

„ჯოკერმა“ უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება მოახერხა, ოსკარზე 11 ნომინაციაზე წარდგენილი. ვენეციის კინოფესტივალზე „პარაზიტების“ მსგავსაც ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოეს.

IMDb რეიტინგი - 8, 6


ასევე დაგაინტერესებთ:

5 თურქი მსახიობი, რომლებმაც სილამაზის კონკურსში გაიმარჯვეს

image

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

image

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

image

ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი

image

ნახეთ, ვინ იყო ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი, როცა თქვენ დაიბადეთ

image

0
2402
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2402