x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად
image


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, ფეხის ქუსლისთვის, ნახეთქების გაჩენა არის, რომლის მოცილება საკმაოდ რთულია. რას აღარ აკეთებენ ქალბატონები, რომ მას ჩვეული სიპრიალე დაუბრუნონ.


image


უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ნახეთქები ქუსლებზე კანის სიმშრალის გამო ვითარდება და პირველ ეტაპზე, ვიდრე ამ პრობლემის წინაშე დგება ადამიანი, ფეხის ქუსლზე ყვითელ-მოყავისფრო გაუხეშებული კანი ჩნდება. საწყის ეტაპზე, ასევე, შეიძლება აქერცლილი და გაუხეშებული კანიც გაჩნდეს.

გახსოვდეთ, რომ მშრალი ქუსლები მხოლოდ ტენის ნაკლებობით არ არის გამოწვეული. ძალიან ხშირად, ნახეთქები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებს. აღნიშნული სიმპტომი ისეთ დაავადებებს უკავშირდება, როგორებიც არის: ეგზემა, ფსორიაზი, კოჟრები, დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ქუსლების მდგომარეობას და ვიდრე ქვემოთ მოცემულ რეცეპტს გამოიყენებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!
ქუსლების ნახეთქების გარდა, ეს საშუალება ძალიან ეფექტურ შედეგს იძლევა კოჟრების მკურნალობის დროსაც.


ინგრედიენტები:


* 10 აბი ასპირინი

* 250 მლ. 70% სამედიცინო სპირტი

მომზადება და გამოყენების წესი:


I. დაფხვენით ასპირინი, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და დაასხით სპირტი.

II. გააჩერეთ ხსნარი 2 დღე, რომ ასპირინი კარგად გაიხსნას სპირტში.

ამის შემდეგ, ყოველ საღამოს შეაჯანჯღარეთ ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი ან ბინტი და სველი ტამპონი დაიდეთ ქუსლზე. ზემოდან კი, სამზარეულოს აპკი გადააკარით. ჩაიცვით წინდები და ტამპონი მთელი ღამე გაიჩერეთ.



image


დილით, ფეხებზე წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი გადაისვით. კრემის წასმის წინ, შეგიძლიათ პემზით ან სპეციალური ქუსლის ქლიბით მოიხეხოთ ქუსლები. ეს იმისთვის, რომ კრემის შეწოვა უკეთესად მოხდეს.


ასპირინით სამკურნალო ნიღბის დამზადებაც შეიძლება:


10 აბ დაფხვნილ ასპირინს, შეურიოთ 2 ს. კ. ლიმონის წვენი.


მოხმარების წესი კი ასეთია:


I. ფეხები დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ;

II. დაიტანეთ სამკურნალო ნიღაბი პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 30 წუთი;

III. დიდი რაოდენობით თბილი წყლით მოიცილეთ ნიღაბი.

IV. პემზის წრიული მოძრაობით მოიხეხეთ ქუსლები და ისევ დაიბანეთ ფეხები.

V. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

პროცედურა დღეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.


image


ნიღბის გამოყენება შეიძლება როგორც ნახეთქების და კოჟრების სამკურნალოდ, ისე სოკოს არსებობის შემთხვევაში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მან მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნა

* ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს

* ექვსთითიანი გიგანტების რასა

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* შუმერების კოსმოსური მოგზაურობა – ახალი მტკიცებულებები

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს



2
763
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
763
  
2022, 23 ნოემბერი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2