x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება

ბაბუაწვერა არის ბალახი, რომელიც თითქმის ყველგან ხარობს. საქართველოში მისი 100 სახეობიდან, 9 სახეობა გვხვდება. მას ყველა იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რამდენად სასარგებლოა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. როგორც ცნობილია, ბაბუაწვერა უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში და ფიტოთერაპიაში.


image


ამ მცენარის საშუალებით ღვიძლის გაწმენდა და არაერთი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი. მათ შორის, არის ეს 7 დაავადებაც, რომელიც სტატისტიკურად, ყველაზე მეტად არის გავრცელებული მსოფლიოში:


ანემია


ბაბუაწვერა 11 სახის მინერალს შეიცავს და მინერალების 100 %–იანი წილიდან, თითქმის 40%, რკინაზე მოდის. ხოლო რკინა, სისხლის ჰემოგლობინის კომპონენტია და ის უდიდეს როლს თამაშობს მისი წითელი უჯრედების ფორმირების საქმეში. ამიტომ, ბაბუაწვერას, შეუძლია, ანემიის მქონე ადამიანებისთვის, დახმარების აღმოჩენა.


ძვლების გამაგრება


ბაბუაწვერა მდიდარია კალციუმით, – მინერალით რომელიც აუცილებელია ძვლის ზრდის და სიმტკიცისთვის. გარდა ამისა, მცენარე მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც, რომლებიც ძვალს დაზიანებისგან იცავს.


დიაბეტი


ბაბუაწვერას წვენი ახდენს ინსულინის გამომუშავების სტიმულირებას და ამიტომ, მას დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა შეუძლია.


საშარდე გზების ინფექცია


ეს მცენარე კარგი საშუალებაა, საშარდე გზების პროფილაქტიკისთვის. მას შეუძლია ამ ორგანოებში ინფექციის შესაძლო განვითარების აღკვეთა და თირკმელების მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავება.



ღვიძლის გაწმენდა და ქოლესტერინის მაღალი დონე


ვიტამინები და საკვები ნივთიერებები, რომლებსაც ბაბუაწვერა შეიცავს, ღვიძლის საუკეთესო გამწმენდი და მისი ნორმალური ფუნქციონირების, კარგი საშუალება არის. გარდა ამისა, ის საკვების მომნელებელ სისტემაში, ნაღვლის წვენის მიწოდების პროცესსაც არეგულირებს.


საჭმლის მომნელებელი სისტემა


ბაბუაწვერა — მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. ის მადასაც აღვიძებს და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის დარეგულირებას ახდენს.


კანის დაავადებები


ბაბუაწვერას წვენი (აფთიაქში იყიდება) მიკრობებით და მიკროორგანიზმებით გამოწვეული კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მას ახასიათებს ინსექციდების, ბაქტერიოციდების და ფუნგიციდების თვისებები და ამიტომ, კარგ ეფექტს იძლევა ქავილის, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების მკურნალობისას.


ბაბუაწვერას ექსტრაქტის შეძენა აფთიაქში შეიძლება (მისი მოხმარება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე). მაგრამ, ამ მცენარის ნახარშის და ნაყენის მომზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი:


ვარიანტი I ნახარში


ონკოლოგიური დაავადების დროს, ბაბუაწვერას ექსტრაქტის ნაცვლად, მისი ფესვის ნახარშის მიღებაც შეიძლება. მომზადების წესი კი ასეთია:

I. პატარა ემალირებულ ქვაბში ჩაასხით 300 მლ. წყალი > დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე.

II. როდესაც ადუღდება, დაამატეთ 10 გრ. წვრილად დაჭრილი ფესვი.

III. დადგით დასაყენებლად 2 სთ. ბნელ ადგილზე (მაგ., ჩადგით დიდ ქვაბში და სახურავი დაახურეთ).

IV. გაფილტრეთ ნაყენი დოლბანდით.

მიიღეთ 50 მლ. დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

შენიშვნა: შენახვა არ შეიძლება! ნაყენი დილით უნდა მოამზადოთ.


ვარიანტი II – ნაყენი


ამ რეცეპტით კი, ნაყენის მომზადება, საღამოს საათებში შეგიძლიათ:

I. ბაბუაწვერას 10 გრ. მშრალი მასა (ფოთოლი, ღერო) და 10 გრ. წვრილად დაჭრილი ფესვი მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში ან ჯამში.

II. დაასხით 400 მლ. ანადუღარი ცივი წყალი.

III. დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 12 სთ.

IV. გაფილტრეთ

მიიღეთ 50 მლ. დღეში – 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.


ვარიანტი III – სიროფი


ინგრედიენტები:


ბაბუაწვერას ყვავილი – 300 ცალი

წყალი – 1 ლ.

შაქარი – 750 გრ.

ლიმონი – 1 ცალი


მომზადება:


I. შეაგროვეთ ყვავილები და კარგად გარეცხეთ.

II. გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით ლიმონი.

III. ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და დაასხით ადუღებული წყალი.

IV. ნაზავი დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 30 წუთი.

V. დაახურეთ ქვაბს სახურავი და დადგით გრილ ადგილზე 24 სთ-ით.

VI. გადაწურეთ ნაყენი თუშფალანგზე (ყვავილები კარგად გაწურეთ) > ნაყენს დაამატეთ შაქარი > დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 1, 5 სთ.

VII. ცხელი სიროფი ჩაასხით მინის ქილებში და ჰერმეტულად დაახურეთ > გაციების შემდეგ, შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ 1 ს. კ. – დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 30 წუთით ადრე.


შენიშვნა: ვიდრე ამ რეცეპტებით წამალს მოამზადებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ფიტოთერაპევტთან ან მკურნალ ექიმთან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 7 კმ–ს სიგრძის მატარებელი – რა არის ცნობილი მის შესახებ?

* ბანქო და კალენდარი – გამოცანა რუბრიკიდან, "რა? სად? როდის?" (პასუხი აქვს)

* სილურული ჰიპოთეზა: "ჩვენ არ ვართ პირველი ცივილიზაცია დედამიწაზე"

* აუცილებელი რაციონი და საკვების ზომა–წონის განსაზღვრა ხელის საშუალებით – ჯანმრთელად გახდომის მარტივი წესი

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ომეგა–3 და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. სიმპტომები, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით

* თაფლი – "ჯადოსნური ელექსირი" და ყველა დაავადების უნივერსალური წამალი



2
643
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
643
  
2022, 23 სექტემბერი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2