x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს
image


გასულ გაზაფხულზე, ჯემამ ბეღელში ხუთი პატარა ცხოველი იპოვა. თავიდან, ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი კნუტები იყვნენ. მაგრამ, უფრო ახლოს რომ მივიდა, მიხვდა რომ მის წინ, ახალშობილი მელიები იყვნენ. ისინი, დაახლოებით 2 დღის იქნებოდნენ, მაგრამ დედა არსად ჩანდა. მან ძალიან ნერვიულობდა პატარების გამო და გადაწყვიტა, ხელი არ ეხლო და დაჰკვირვებოდა, მოვიდოდა, თუ არა დედა მელია. ერთი დღის შემდეგ, პატარები ისევ იქ იყვნენ და არც არავინ მოაკითხა... ოჯახმა ლეკვების თავშესაფარში ჩაბარება გადაწყვიტა. იქ მათზე იზრუნებდნენ და შემდეგ, ტყეში გაუშვებდნენ. თუმცა, ეს ამბავი სხვანაირად დასრულდა.


image


ერთ–ერთმა მელამ, პოვნიდან მეხუთე დღეს, ვიდრე თავშესაფრის საკითხი მოგვარდებოდა, თვალები გაახილა და ჯემა დაინახა. მან გოგონა დედად მიიღო და მას "მიეკედლა". ჯემამ ამ პატარა არსების ხიბლს ვერ გაუძლო და დაიტოვა. ხოლო, დანარჩენმა ლეკვებმა ადამიანებთან მიჩვევა ვერ მოასწრეს და ვიდრე გააცნობიერებდნენ, მათ ირგვლივ რაც ხდებოდა, თავშესაფარში გადაიყვანეს.


image


ამის შემდეგ ჯემამ, მეუღლესთან ერთად, ოჯახის ახალ წევრზე ზრუნვა დაიწყო. იმ მომენტისთვის, მათ 4 ძაღლი უკვე ჰყავდათ.


image


ვისკი, ასე დაარქვეს პატარა მელას, ოჯახის ყველა წევრს დაუმეგობრდა და მათი მიბაძვა დაიწყო. მას ძაღლის საჭმელიც მოეწონა. მზრუნველი ცოლ–ქმარი, მის მიჩვევას ქათმის და ღორის ხორცზე ცდილობდა. მაგრამ, ვისკი ხორცზე მარტო თამაშობდა, ჭამაზე კი, უარს ამბობდა. ძილით კი, მას საწოლზე ან დივნის ქვეშ ეძინა.



image


ძაღლის საკვების გარდა, ვისკის ძალიან უყვარდა ძაღლებთან თამაში. გოგონამ იმდენი მოახერხა, რომ ის ლაგამს მიაჩვია და სასეირნოდ, ძაღლებთან ერთად გაჰყავს. როდესაც ჯემა სახლში არ არის, პატარა მელაზე ძაღლები ზრუნავენ. ახლა მის განკარგულებაში სახლის უკანა ეზოა, სადაც ის მეგობრებთან ერთად დარბის და ბუნებით ტკბება. ხან, ეზოდანაც გადის. მაგრამ, რამდენიც არ უნდა ისეირნოს, მელამ იცის მისი სახლი სად არისდა როგორც კი დაბნელდება, მაშინვე შინ ბრუნდება.


image


მიუხედავად იმისა, რომ ვისკი ველური ცხოველია, მას ძალიან მშვიდი და მეგობრული ხასიათი აქვს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (I ნაწილი)

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები - რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (II ნაწილი)



0
660
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
660
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0