x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

შაკიკი — ძალიან ძლიერი, აუტანელი თავის ტკივილია, რომელიც ჩვენს დროში მეტად გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით, მოზარდებში და საშუალო ასაკის ადამიანებში. მას მხოლოდ ერთი დღის გეგმის ჩაშლა კი არა, შეუძლია პრობლემები შექმნას სამუშაოსთან დაკავშირებით და ასევე, გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.


image


ამიტომ, ტკივილის თავიდან ასაცილებლად, შაკიკის დაწყებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ თადარიგის დაჭერა. ბევრი ხელმისაწვდომი საშუალება არსებობს, რომელიც შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ «წამლებს» შორის, არის მარილიც, რომელიც საუკეთესო ინგრედიენტია სახლის პირობებში, შაკიკის სამკურნალოდ, თან უმოკლეს დროში.

მაგრამ, ამისთვის ნებისმიერი მარილი არ გამოდგება. საჭიროა ჰიმალაის მარილის კრისტალები (ვარდისფერი მარილი, იყიდება მარკეტებში), რომელიც 84 მინერალს შეიცავს და დაახლოებით, 118 ელემენტის წყარო არის. სამკურნალოდ მარილის გამოყენება ორგანიზმს სხვა უპირატესობასაც აძლევს: ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დონეს და აღადგენს მასში ტუტე გარემოს. ის ასევე, სისხლში სეროტონინის დონეს აბალანსებს და იმუნურ სისტემას აძლიერებს. გარდა ამისა, ჰიმალაის მარილი მინერალების მაღალი შემცველობის გამო, ელექტროლიტების დაბალანსებას ახდენს ორგანიზმში.


შაკიკის «წამლის» რეცეპტი კი ასეთია:


ჰიმალაის ვარდისფერი მარილი – 1 ს. კ.
ლიმონის წვენი – 2 ს. კ.
თბილი წყალი – 1 ჭ. (250 მლ.)
თაფლი – 1 ჩ. კ. (სურვილის შემთხვევაში).


ეს ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და დალიეთ, მაშინვე მიაყოლეთ 200 მლ. წყალი და მომდევნო საათ ნახევრის მანძილზე, ყოველ ათ წუთში ერთხელ, მიიღეთ ჭიქა წყალი.

ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების ნაცვლად, შეგიძლიათ ეს ბუნებრივი საშუალება გამოიყენოთ და შაკიკის შეტევები დაივიწყოთ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას უკუჩვენებაც გააჩნია, – არტერიულ წნევას ზრდის და ამიტომ, ის არ შეიძლება ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის.


იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებული ინგრედიენტები ხელთ არ აღმოგაჩნდათ, ან წვენის მიღება ვერ მოასწარით და თავის ტკივილი დაგეწყოთ, შეგიძლიათ ტკივილის გასაყუჩებლად (არა მარტო შაკიკის დროს) ეს უმარტივესი საშუალება სცადოთ:


image


მაშ ასე, შაკიკის დროს ტკივილის მოსახსნელად, საჭიროა წარბებს შორის ყველაზე მგრძნობიარე წერტილის მოძებნა და მისი, წრიული მოძრაობით მასაჟირება, 1 წუთის მანძილზე. შედეგი მომენტალურად დგება: ტკივილი ქრება, ხდება შიდა ქალის და თვალის წნევების დარეგულირება. გარდა ამისა, უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია. შედეგად, თავის ტვინი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს იღებს, რაც თავის მხრივ, ტვინის გააქტიურებას და მისი სრული ძალით ამუშავებას იწვევს.

ამ მასაჟის შემდეგ, მცირდება სტრესის შემდგომი სიმპტომებიც, ხდება ძილის მოწესრიგება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰაიმორიტი ან სინუსიტი აწუხებს, – მასაჟი ლორწოს გამოდევნის პროცესს აუმჯობესებს და პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქებას იწვევს.

ადამიანისთვის, რომელსაც ხშირად აქვს შაკიკის შეტევა, დარღვეული აქვს ძილი ან უძილობა აწუხებს, – ეს მასაჟი, ნამდვილი შველაა, – ისევე როგორც, მაშველი რგოლი, წყალში ჩავარდნილისთვის!


image

არხის სხვა სიახლეები:


* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (I ნაწილი)

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები - რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (II ნაწილი)



0
360
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0