x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

«ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი, ერთმნიშვნელოვნად, დადებითი უნდა იყოს! მაგრამ, ჩემი აზრით, რეალური კითხვა იმაში მდგომარეობს, საკმარისად ახლოს არიან ისინი, საიმისოდ, რომ მათი აღმოჩენა შევძლოთ?


image


კოსმოსური სივრცე წარმოუდგენლად დიდია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენ გავიგეთ, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობენ პლანეტები და მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. თუ დავუშვებთ, რომ თითოეული მათგანის ირგვლივ, ხუთ–ხუთი პლანეტა ბრუნავს, მაშინ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, ორი ტრილიონი პლანეტა იქნებოდა. ამასთან ცნობილია, რომ კოსმოსში უფრო მეტი გალაქტიკაა, ვიდრე ვარსკვლავი «ირმის ნახტომში».

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს უამრავი პოტენციურად დასახლებული პლანეტა... და შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამხელა მრავალფეროვნებაში, დედამიწა — ერთადერთი პლანეტა, რომელზეც ინტელექტუალური და ტექნოლოგიურად განვითარებული სიცოცხლე არსებობს».


მაგრამ, ოდესმე ვიპოვით არამიწიერ სიცოცხლეს?


«რთული სათქმელია. წარმოიდგინეთ, რომ მილიარდი ვარსკვლავიდან, მხოლოდ ერთს აქვს პლანეტა, ტექნოლოგიურად განვითარებული სიცოცხლით და მას შეუძლია, თავისი არსებობს შესახებ, კოსმოსში გაავრცელოს ინფორმაცია. მაგალითად, რადიოტალღებით, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ.


imageპროფესორი ჯონტი ჰორნერი (Jonti Horner)


ახლა წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, ასეთი 400 ვარსკვლავ იქნება. მაგრამ, ირმის ნახტომი უზარმაზარია — მისი დიამეტრი 100 000 სინათლის წელიწადს შეადგენს. ამიტომ, საშუალოდ, პოტენციურად დასახლებული ვარსკვლავები, ერთმანეთისგან, დაახლოებით, 10 000 სინათლის წლით იქნებიან დაშორებულნი. ეს კი, უცხოპლანეტელების სიგნალების აღმოსაჩენად, ჩვენთვის, ძალიან შორი მანძილია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, ვფიქრობ, რომ ამის დამტკიცება, წარმოუდგენლად რთული იქნება».


image

არხის სხვა სიახლეები:

* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (I ნაწილი)

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები - რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები? (II ნაწილი)

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)



1
825
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
825
  
2022, 12 ნოემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1