x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები - რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?
image


დღეს ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ძველ დროში მცხოვრები ადამიანები ფლობდნენ ქვის ჭრის ტექნიკას, რომელიც ჩვენს ლაზერულ ეპოქაში შექმნილ, თანამედროვეს ტექნიკას, ათობით და შეიძლება, ასობით წლით უსწრებდა. პირველი ადამიანი, რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა, ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი ფლინდერს პეტრი (William Matthew Flinders Petrie) იყო. პირამიდის კვლევაში, მისი დამსახურების მიუხედავად, თანამედროვე მეცნიერები ცდილობენ, არ გაიხსენონ, მათთვის ესოდენ "უხერხული" დასკვნა.


image


ჩვენს დროში, ამ საკითხის შესწავლას ამერიკელი მეცნიერი კრისტოფერ დანი (Christopher P. Dunn) დაუბრუნდა. ის მექანიკური დამუშავების სპეციალისტი არის და ამასთან, კოსმოსურ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. კერძოდ, მან მონაწილეობა NASA–ს არაერთ პროექტში მიიღო. რიგი კვლევების ჩატარების და ფლინდერს პეტრის მიერ, გაკეთებული გაზომვების შემოწმების შემდეგ, დანმა დაასკვნა, რომ ბრიტანელი მეცნიერი მართალი იყო და რომ უძველეს ეპოქაში, კაცობრიობა, მაღალგანვითარებულ სამანქანო ტექნოლოგიებს ნამდვილად ფლობდა.


image


როგორც მკვლევარი ამბობს, ის ეგვიპტეში პირველად 1986 წელს ჩავიდა და კაიროს მუზეუმში ნანახმა არტეფაქტებმა პირდაპირ დაატყვევა. კრისტოფერმა იქ დაბრუნება მხოლოდ 1995 წელს შეძლო და თან, ზუსტი აზომვების ჩასატარებლად, ხელსაწყოები ჩაიტანა. შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთ არტეფაქტს ძალიან რთული კონტური ჰქონდა, რაც იმას ადასტურებს, რომ მისი დამზადება მხოლოდ სპეციალური მექანიზმის ან მოწყობილობის დახმარებით შეიძლებოდა. კერძოდ, მასზე არსებული კონტურის შესაქმნელად, ხელსაწყოს ერთდროულად სამი მიმართულებით უნდა ემოძრავა. ხოლო ამისთვის, მექანიზმი იყო საჭირო, სამი მოძრავი ღერძით.


image


არტეფაქტის შესწავლის შემდეგ, დანი დარწმუნდა, რომ კონტური ბლოკის მთელ სიგრძეზე მეორდებოდა. მაგრამ, ყველაზე გასაკვირი, ქვის შიგნითა მხარეს, კუთხის მომრგვალების რადიუსი იყო, რომელიც მთელს სიგრძეზე ერთნაირი იყო. სწორედ ეს სიზუსტე, მთელს კონტურზე, გახდა მკვლევარისთვის მტკიცებულება, რომ მსგავსი რამის გაკეთება, მხოლოდ სპეციალური მექანიზმის გამოყენებით შეიძლება.

გარდა ამისა, კრისტოფერ დანმა, გაზომვების შემდეგ გაარკვია, რომ სარკოფაგების სახურავები იმდენად მჭიდროდ არის მორგებული კორპუსს, რომ მათ შორის სინათლის სხივიც ვერ გადის. ამის გაკეთება კი, მხოლოდ ლითონის სოლით შეიარაღებულ ადამიანს, ნამდვილად არ შეეძლო.



image


კვლევის დროს, დანი ლითონის სახაზავს და ფარანს იყენებდა და აღმოჩნდა, რომ სარკოფაგის კედლები და ხუფი იმდენად გლუვი იყო, რომ სადაც არ უნდა მოეთავსებინა სახაზავი, მას და სარკოფაგის კედელს შორის, შუქი ვერ აღწევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი ზედაპირის გაკეთება, ზუსტი საზომი ხელსაწყოების და ქვის დასამუშავებელი სერიოზული იარაღები გარეშე, არ შეიძლება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)

* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან

* უფრო მეტი, ვიდრე ფოტო (15 ფოტოსურათი)

* უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებ მეცნიერები საუბარს ერიდებიან

* ჭარბი ქოლესტერინი თუ გაწუხებთ, ეს უნდა იცოდეთ

* "გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ


1
884
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
884
  
2022, 9 ნოემბერი, 0:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1